მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:31

30. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს.31. აწ არს სასჯელი ამის სოფლისაჲ, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განვარდეს გარე.32. და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
31. აწ არს სასჯელი ამის სოფლისაჲ, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განვარდეს გარე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (16,33).:

...(შდრ. იოან. 16,33) არა აწ ოდენ, რაჟამს მივეცემი, არამედ შემდგომად ამისაცა, გარნა მჴნე იყვენით გონებითა თქუენითა, რამეთუ არარაჲ ბოროტი მოიწიოს თქუენ ზედა. რაჟამს მოძღუარი სძლევდეს მტერთა, მოწაფეთა არა უჴმს შიში. რამეთუ მითქუამს პირველვე, ვითარმედ მთავარი სოფლისაჲ დამიცემიეს, ; (16,11) და კუალადცა სცნათ, რაჟამს ყოველნი გმორჩილობდენ თქუენ.

სწავლაჲ ოთ მოთმინებისათჳს

შესაძლებელ არს უკუე ჩუენ მიერცა ძლევაჲ, უკუეთუ გუენებოს, სასოებითა წინამძღურისა მის სარწმუნოებისა ჩუენისაჲთა, და ვიდოდით გზასა მას, რომელი მან წარვლო, და ესრეთ ვერცა სიკუდილმან მძლოს ჩუენ. და არა თუ არა მოვკუდეთ. ნუვინ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მოვკუდეთ, არა მძლე ვართ სიკუდილისა. რამეთუ მჴედარიცა მაშინ არს ახოვან, რაჟამს ჰბრძოდიან და იგი სძლევდეს, და არა თუ რაჟამს არა ებრძოდიან მტერნი. და ჩუენ მაშინცა ვიყვენით მოკუდავ, უკუეთუმცა სრულიად მას შინა დავადგრებოდეთ. და ჩუენცა უკუე არა ვართ ამისთჳს მოკუდავ, რომელ მას შინა შევალთ, არამედ ვინაჲთგან არა დავადგრებით მას შინა, ამისთჳს უკუდავ ვართ. ხოლო უკუეთუ ვინ განხრწნასა ჴორცთასა იტყოდის, არა განიხრწნებიან ესრეთ, რაჲთა მარადის ხრწნილ იყვნენ, არამედ რაჲთა უმჯობეს იქმნნენ.

ვსძლოთ უკუე...

სრულად ნახვა