მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:30

29. ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო; ხოლო სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას.30. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს.31. აწ არს სასჯელი ამის სოფლისაჲ, აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განვარდეს გარე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
30. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“ (12,30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს თქუა სიტყუაჲ ესე? ამისთჳს, რამეთუ მის სიტყჳსა მიმართ წინააღუდგებოდა, რომელ თქუეს, ვითარმედ: არა ღმრთისა მიერ არს; რამეთუ რომელი ღმრთისა მიერ იდიდებოდა, ვი-თარ არა ღმრთისაგან იყო, რომლისა სახელი ამისთჳს იდიდების? ამის-თჳსცა თავადმან თქუა, ვითარმედ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ ამისთჳს იყო, რაჲთამცა მე რაჲმე ვცან, რომელი არა ვიცი, რამეთუ მე ყოველივე მამისაჲ ვიცი. რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „ანგელოზი ეტყოდა მას“ (12,29), ანუ: „ქუხილი იყო“ (12,29), და არა ზრუნვიდეს მისდა ცნობად, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თქუენთჳს იყო“, რაჲთამცა ესრეთ დაარწმუნა კითხვად, თუ რაჲ იყო. ხოლო შეშინებულთა მათ არავე ჰკითხეს, თუ რაჲ იყო, რომელთა არა უწყოდეს ყოლადვე, თუ რაჲ იყო. და ამისთჳს არა საჴმარ-უჩნდა სიტყჳსა მის ცნობად: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. ჰხედავთა, რამეთუ მდაბალნი სიტყუანი ყოველნივე მათთჳს ითქუმოდეს? თუ არა, ძესა არა უჴმდა შეწევნაჲ.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...ან. 16,1) და ვინაჲთგან იგი ამას იტყჳს და საქმენიცა გჳჩუენებენ, ვითარ არა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ არა ბუნებისათჳს მისისა თქუმულ არიან სიტყუანი იგი მდაბალნი, არამედ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა? რამეთუ სხუასაცა ადგილსა მოიწია მისა ჴმაჲ, და თავადმან თქუა, ვითარმედ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. და ესრეთ მრავალთა მიზეზთათჳს მდაბლისმეტყუელებს მაღალი იგი სახიერებისათჳს მისისა და უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა, და კუალად, რაჲთა ასწავოს მათ სიმდაბლჱ, და მერმე, რაჲთა დაამტკიცოს კაცებაჲ თჳსი, და რაჲთა არა წინააღმდგომად ღმრთისა ჰგონებდენ მას, და რაჲთა არა ურწმუნო იყვნენ ღმრთისა მიერ მოსლვისა მისისა, და რაჲთა არა შეჰრაცხონ იგი დამჴსნელად შჯულისა, და კუალად, მათისა მის შურისათჳს, და რამეთუ მრავალგზის იტყოდა ძუელსა შინა, ვითარმედ: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ; რამეთუ იგი ბუნებით მაღალ იყო, და არარაჲ ევნებოდა მას მდაბლისმტყუელებისა მიერ. ხოლო რომელი ბუნებით მდაბალი იყოს, მისდა არა ჯერ-არს ყოვლადვე მაღლისმეტყუელებაჲ, რამეთუ ესე ზუაობა არს. და აწცა უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: რად ესრეთ მდაბლისმეტყუელებდა, რომელი-იგი მაღლისა მის...

სრულად ნახვა