...ლი სული წმიდაჲ და მოჰფინა კაცთა, ვითარცა შუამდგომელმან ღმრთისა და კაცთამან. ხოლო აღთქუმაჲ ესე მამამან ყო ძისათჳს პირითა იოვანესითა, ვითარმედ: "მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა" (). და კუალად, პირველ ვნებისა ჴმა-ყო ზეცით: "და ვადიდე და კუალადცა ვადიდო" (). რამეთუ ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ არა დამაკნინებელ, არამედ უფროჲსღა მადიდებელ ექმნა ძლიერებით აღდგომითა და ამაღლებითა და მიერ სულისა წმიდისა მოფენითა, რომელი-იგი მამისაგან გამოვალს და ძისა მიერ მომცემის კაცთა. ხოლო შენ იხილე, ვითარ მცირედ განაცხადებს მოციქული საიდუმლოსა მას ქრისტეს ღმრთეებისასა, რაჟამს ამაღლებაჲ მისი თქუა და ცხად-ყო, ვითარმედ მის მიერ იქმნა მოფენაჲ სულისა წმიდისაჲ, სახილველად და სასმენელად ყოველთა წარმართთა ქმნილი ენებითა ცეცხლისაჲთა. გარნა კუალად მამისაგან მოღებაჲ თქუა, რაჲთა არა სრულიად განაცხადოს ძალი ღმრთეებისა ქრისტესისაჲ ჯერეთ ჩჩჳლთა მათ წინაშე და სძისა მოქენეთა მსმენელთა.
რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა (2.34-35).
თარგმანი: მცირედ-მცირედ დავითისსაცა ზეშთა ყო დავითის თესლისაგან აღმოცენ...