მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:25

24. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს.25. რომელსა უყვარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი.26. უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
25. რომელსა უყვარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰქონდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (14,21).:

...აიმარხნეს იგინი“, და: „უკუეთუ ვისმე ესმნენ სიტყუანი ესე და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“? გარნა ამით ყოვლითა მათსა მას მწუხარებასა და შეურვებასა მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი ჰქონან სიკუდილისათჳს, ვითარმედ: „რომელსა სძულდეს სული თჳსი სოფელსა ამას, ცხორებად საუკუნოდ დაიცვას იგი“, და კუალად, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“, და ეგულებოდა სხუათა მრავალთა სიტყუად, ამისთჳს იტყჳს ყუედრებისსახედ, ვითარმედ: თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ სიყუარულისაგან ფრიადისა ხართ ესრეთ მწუხარე, არამედ უფროჲსად არა წუხილი არს სიყუარულისა სახჱ. და ვითარმედ ამის პირისაჲ ენება დამტკიცებაჲ, ამისთჳს იხილე, ვითარ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა გიყუარდი, გიხაროდამცა, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ“ (14,28). ხოლო აწ მოშიშებისაგან არს ესე ყოველი თქუენ ზედა და სიკუდილისაგან. ესრეთ შიში არა ჩემთა მცნებათა დამარხვაჲ არს, რამეთუ ჯერ-იყო თქუენდა ჯუარს-ცუმაჲ, უკუეთუმცა ჭეშმარიტად გიყუარდი, რამეთუ ჩემი სიტყუაჲ გასწავლის, რაჲთა არა გეშინოდის მათგან, რომელნი მოჰკლვიდენ ჴორცთა, რამეთუ ესევითარნი უყუარან მამასაცა, და გამოუცხადო მათ თავი ჩემი.

ს ა ხ ა რ ე ბ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან პოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოვოს იგი“ (10,39).:

...დ აწ თანამდებ ვართა, ოდეს არცა თუ სიკუდილი წამებისაჲ არს წინამდებარე, არამედ ცხორებასა შინა ვართ ადვილსა, რაჲთა ბოროტთამცა ნებათა მისთა არა მივერჩდით, ვითარცა-იგი იტყჳს იოვანეს თავსა შინა: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაჰმარხოს იგი“. ესე უკუე სიტყუაჲ გულისჴმა-იყოფების სიკუდილად დადებისათჳსცა, ვი-თარცა მათეს თავსა და ლუკაჲსსა შინა წერილიცა, გარნა კუალად ამასცა მოასწავებს, ვითარმედ: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, მან წარიწყმიდოს იგი“; ესე იგი არს, რომელი გულისთქუმათა მისთა ბოროტთა იქმოდის და უჯეროებისა საქმეთა ზედა მიერჩდეს მას. ამისთჳს წერილ არს: „ნუ შეუდგები გულისთქუმათა სულისა შენისათა, რამეთუ ესე არს წარმწყმედელი მისი“. და კუალად: „რომელსა სძულდეს სული თჳსი, მან აცხოვნოს იგი“; ესე იგი არს, რომელი არა ჰმორჩილობდეს ბოროტსა ნებასა მისსა. და არა თქუა: რომელი არა ჰმორჩილობდეს მას, არამედ: „რომელსა სძულდეს იგი“, რაჲთა ვითარცა საძულელთა ჩუენთა ჴმისა სმენაჲცა არა გუნებავს, არცა პირისა მათისა ხილვად წადიერ ვართ, ეგრეთვე რაჟამს სული წინააღმდგომსა ნებისა ღმრთისასა ეძიებდეს, სრულიად გარემიქცევაჲ მისგან ჯერ-არს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შე...

სრულად ნახვა