მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:2

1. ხოლო იესუ უწინარეს ექუსისა დღისა ვნებისა მის მოვიდა ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე მომკუდარი, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით.2. და მოუმზადეს მას მუნ სერი, და მართა ჰმსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა.3. ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ მრავალ-სასყიდლისაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, და სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისაჲთა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
2. და მოუმზადეს მას მუნ სერი, და მართა ჰმსახურებდა მას, ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაჲ სულისა წმიდისაჲ მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და გესმის (2,33).:

...ლი სული წმიდაჲ და მოჰფინა კაცთა, ვითარცა შუამდგომელმან ღმრთისა და კაცთამან. ხოლო აღთქუმაჲ ესე მამამან ყო ძისათჳს პირითა იოვანესითა, ვითარმედ: "მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა" (). და კუალად, პირველ ვნებისა ჴმა-ყო ზეცით: "და ვადიდე და კუალადცა ვადიდო" (). რამეთუ ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ არა დამაკნინებელ, არამედ უფროჲსღა მადიდებელ ექმნა ძლიერებით აღდგომითა და ამაღლებითა და მიერ სულისა წმიდისა მოფენითა, რომელი-იგი მამისაგან გამოვალს და ძისა მიერ მომცემის კაცთა. ხოლო შენ იხილე, ვითარ მცირედ განაცხადებს მოციქული საიდუმლოსა მას ქრისტეს ღმრთეებისასა, რაჟამს ამაღლებაჲ მისი თქუა და ცხად-ყო, ვითარმედ მის მიერ იქმნა მოფენაჲ სულისა წმიდისაჲ, სახილველად და სასმენელად ყოველთა წარმართთა ქმნილი ენებითა ცეცხლისაჲთა. გარნა კუალად მამისაგან მოღებაჲ თქუა, რაჲთა არა სრულიად განაცხადოს ძალი ღმრთეებისა ქრისტესისაჲ ჯერეთ ჩჩჳლთა მათ წინაშე და სძისა მოქენეთა მსმენელთა.

რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა (2.34-35).

თარგმანი: მცირედ-მცირედ დავითისსაცა ზეშთა ყო დავითის თესლისაგან აღმოცენ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰქონდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (14,21).:

...აიმარხნეს იგინი“, და: „უკუეთუ ვისმე ესმნენ სიტყუანი ესე და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“? გარნა ამით ყოვლითა მათსა მას მწუხარებასა და შეურვებასა მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი ჰქონან სიკუდილისათჳს, ვითარმედ: „რომელსა სძულდეს სული თჳსი სოფელსა ამას, ცხორებად საუკუნოდ დაიცვას იგი“, და კუალად, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“, და ეგულებოდა სხუათა მრავალთა სიტყუად, ამისთჳს იტყჳს ყუედრებისსახედ, ვითარმედ: თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ სიყუარულისაგან ფრიადისა ხართ ესრეთ მწუხარე, არამედ უფროჲსად არა წუხილი არს სიყუარულისა სახჱ. და ვითარმედ ამის პირისაჲ ენება დამტკიცებაჲ, ამისთჳს იხილე, ვითარ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა გიყუარდი, გიხაროდამცა, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ“ (14,28). ხოლო აწ მოშიშებისაგან არს ესე ყოველი თქუენ ზედა და სიკუდილისაგან. ესრეთ შიში არა ჩემთა მცნებათა დამარხვაჲ არს, რამეთუ ჯერ-იყო თქუენდა ჯუარს-ცუმაჲ, უკუეთუმცა ჭეშმარიტად გიყუარდი, რამეთუ ჩემი სიტყუაჲ გასწავლის, რაჲთა არა გეშინოდის მათგან, რომელნი მოჰკლვიდენ ჴორცთა, რამეთუ ესევითარნი უყუარან მამასაცა, და გამოუცხადო მათ თავი ჩემი.

ს ა ხ ა რ ე ბ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიწია ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: ვადიდე და მერმეცა ვადიდო“ (12,28).:

...ღმრთისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიწია ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: ვადიდე და მერმეცა ვადიდო“ (12,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მერმეცა“, ესე იგი არს, შემდგომად ჯუარს-ცუმისა. ხოლო ისმინე, რაჲ თქუა ქრისტემან: „არა ჩემთჳს იქმნა ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“ (12,30). ხოლო იგინი ქუხილსა ჰგონებდეს ანუ ანგელოზისა ჴმასა. და სადაჲთ ჰგონებდეს ამას? ნუუკუე არა განცხადებული და მაღალი იყოა ჴმაჲ იგი? გარნა ამისთჳს, რამეთუ ადრე უჩინო იქმნა მათგან ჴმაჲ იგი, რამეთუ ჴორციელ იყვნეს გონებითა და ზრქელ და დაჴსნილ, და რომელთამე ჴმაჲ ოდენ იცოდეს, და რომელთამე იცოდეს ესეცა, ვითარმედ სიტყუაჲ რაჲმე იყო, ხოლო თუ რაჲ იყო, არა იცოდეს. ხოლო ქრისტემან ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“ (12,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს თქუა სიტყუაჲ ესე? ამისთჳს, რამეთუ მის სიტყჳსა მიმართ წინააღუდგებოდა, რომელ თქუეს, ვითარმედ: არა ღმრთისა მიერ არს; რამეთუ რომელი ღმრთისა მიერ იდიდებოდა, ვი-თარ არა ღმრთისაგან იყო, რომლისა სახელი ამისთჳს იდიდების? ამის-თჳსცა თავადმან თქუა, ვითარმედ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ ამისთჳს იყო, რაჲთამცა მე რაჲმე ვცან, რომელი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს წარმართთაგანნიცა აღმოსრულ, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას“ (12,20). და ენება ხილვაჲ იესუჲსი და მოუჴდეს ფილიპეს; ხოლო ფილიპე ჰრქუა ანდრიას, რომელი პირველ მისა მოსრულ იყო, და ესრეთ ჰრქუეს მათ იესუს. (შდრ. იოან. 12,21-22):

...ად და ამაოდ აჭირვებთ თავთა თქუენთა? ხოლო „სოფლად“ აქა ერსა იტყჳან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს წარმართთაგანნიცა აღმოსრულ, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას“ (12,20). და ენება ხილვაჲ იესუჲსი და მოუჴდეს ფილიპეს; ხოლო ფილიპე ჰრქუა ანდრიას, რომელი პირველ მისა მოსრულ იყო, და ესრეთ ჰრქუეს მათ იესუს.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უფალმან პირველ არაოდეს ჰრქუა სწავლად წარმართთა, არამედ ეტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“, რაჲ-თამცა ყოველი მიზეზი მოუწყჳდა ჰურიათა. ვინაჲთგან უკუე იგინი ივლტოდეს მისგან, და წარმართნი მოივლტოდეს მისა, და ჟამი იყო ვნებისა მისისაჲ, და ეგულებოდა წარმართთა მიმართ წარვლენაჲ მოციქულთაჲ შემდგომად ჯუარს-ცუმისა, ხოლო იგინი უწინარჱს ჯუარს-ცუმისა ისწრაფდეს, ამისთჳს ჰრქუა მათ, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ პირველ არა უტევნა იგინი წარსლვად და იტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“; და კუალად თქუა: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა წარწყმედულთათჳს სახლისა ისრაჱლისათა“; და: „არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და მიცემაჲ ძაღლთაჲ“....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ სიმართლისათჳს:

...თ თქუა, ხოლო მეშინის, ნუუკუე ჩუენდა მომართცა ითქუას ესე ცხორებისა ამის ჩუენისათჳს, სავსისა ცოდვითა, რამეთუ ვერ მივიდეთ ჩუენ, სადა იგი არს, ბოროტთა ამათ ჩუენთათჳს. რამეთუ მოწაფეთათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, ესენიცა იყვნენ ჩემ თანა“. ; ; (14,3) ხოლო ჩუენთჳს მეშინის, თუ წინააღმდგომი ითქუას, ესე იგი არს, ვითარმედ: „სადა მე ვიყო, ვერ ძალ-გიც მოსლვად“. ; ; (13,33) რამეთუ რაჟამს მცნებათა მისთა წინააღმდგომსა ვიქმოდით, ვითარ შეუძლოთ მუნ წარსლვად? რამეთუ ამასცა სოფელსა მჴედარი რომელი განარისხებდეს მეფესა, არა ჴელ-ეწიფების ხილვად მეფისა, არამედ საპყრობილესა შინა არნ და სატანჯველთა. რამეთუ რა-ჟამს ვიტაცებდეთ და ანგაჰარ ვიყვნეთ, ვავნებდეთ სხუათა, უწყალო ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ მუნ მისლვად?

და იხილენით ქალწულნი იგი, ვითარ არა ჴელ-ეწიფა შესლვად, სადა იგი იყო, არამედ მართლუკუნიქცეს, დაშრტეს რაჲ სანთელნი მათნი, ესე იგი არს, ვითარმედ დაუტევნა იგინი მადლმან მან. რამეთუ ალი იგი, რომელი მოგუეცა ჩუენ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამე-თუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეთცა თქუენ, იხილოთ ოდეს ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“ (24,32-33).:

...აჲ გამოაქუნ ლეღუსა, უეჭუელად ზაფხული მოიწიის, ეგრეთვე ესე ყოფად არს, თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა და ცილობისა; ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა აღდგომისათჳს იტყოდა და მარცუალი იფქლისაჲ სახედ შემოიღო და თქუა: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“. ეგრეთვე მსგავსად ნეტარმან პავლე მოიღო იგივე სახჱ და თქუა: „უგუნურო, შენ რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრე არა მოკუდის“. ეგრეთვე აქა, უეჭუელად ყოფადისა მისთჳს საქმისა ლეღჳ იგავად მოიღო, ვითარმედ: „ეგრეთცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“. ხოლო რაჲთა არა კუალად პირველსა მას გულისსიტყუასა მოვიდენ და ჰრქუან, თუ: „ოდეს იყოს ესე?“ ამისთჳს ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“ (24,34-35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი „ესე ყოველი“? მითხარღა. ესე იგი არს მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ, ბრძოლანი იგი და სრვანი და ძრვანი, ქრისტემტყუვარნი იგი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, ქადაგებაჲ იგი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“ (17,5).:

...ლნეს თუალნი მათნი და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო“ (17,6-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იორდანესაცა ზედა ისმა ესევითარი ჴმაჲ ზეცით, და ერი მრავალი იყო, და არარაჲ ვის ესევითარი შეემთხჳა. და ამისა შემდგომცა, ოდეს-იგი „მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: გადიდე და კუალადცა გადიდო, და ერი იგი... იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო“, და არარაჲ ესრეთ შეემ-თხჳა, ვითარ უკუე აწ, მოწაფეთა ესმა რაჲ, დავარდეს პირსა ზედა შეშინებულნი? ესე ამისთჳს, რამეთუ მაშინ ჴმაჲ ხოლო ისმა საწამებელად მისისა მის ძეობისა, ხოლო აწ განცხადებულად იხილეს დიდებაჲ მისი მოწაფეთა, არა თუ რაოდენ იყო (რამეთუ ვინმცა უძლო ხილვად დიდადშუენიერებასა მას დიდებისა მისისასა?), არამედ რაოდენ ძალ-ედვა გონებასა მათსა ტჳრთვად, იხილეს ნათელი თუალთშეუდგამი და ცვალებაჲ ფერისა მისისაჲ ბრწყინვალებად გამოუთქუმელად და ელვარებაჲ სამოსელთა მისთაჲ. და ყოვლითურთ დიდებით დიდებულ იყო ხილვაჲ იგი, და იგინი შეძრწუნებულ იყვნეს და ზარგანჴდილ პირველ სმენისაცა ჴმისა მის, ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „არა იცოდა პეტრე, რაჲმცა მიუგო, რამეთუ შეშინებულ იყვნეს“. ხოლო ვიდრეღა იგინი ხილვისა მისგან შეშინებულ იყვნეს, მეყსეულად ღრუბელი იგი ნათლისაჲ აგრილობდა, და ჴმაჲ იგი დიდებ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (16,24).:

...წიფების ცხორებასა საუკუნოსა შესლვად.

რამეთუ ენება მათდა გულისჴმის-ყოფად, რაჲთა არა უღირსად მისა და შეურაცხებად ჰგონებდენ ჯუარ-ცუმასა. ამისთჳს, ვითარცა იოვანეს თავსა წერილ არს, ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“. ხოლო აქა უმეტესისა დამტკიცებისათჳს, არა ხოლო თავისა თჳსისათჳს იტყჳს, თუ ჯერ-არს ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, არამედ მათცა ამასვე აწუევს და გულისჴმა-უყოფს, ვითარმედ უკუეთუ არა მზა იყვნენ სიკუდილად, არა კეთილ არს ესე მათთჳს. ამისთჳს იტყჳს: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემსა მოსლვად“. ჰხედავა, ვითარ ნეფსითსა ეძიებს მისლვასა? არა თქუა, თუ: გნებავს თუ გინა არა, ესე თანაგაც თავს-დებად, არამედ: „რომელსა ჰნებავსო შემდგომად ჩემსა მოსლვად“. არა ვაიძულებ, არცა უნებლებით მოვიზიდავ, არამედ კაცად-კაცადი უფალ მიქმნიეს ნებისა თჳსისა; ამისთჳს ვიტყჳ: „რომელსა ჰნებავს“. რამეთუ კეთილისა მიმართ მოუწოდ, არა თუ სატანჯველთა მიმართ და განსაცდელთა, რაჲთამცა ვაიძულებდი. კეთილისა მიმართ მოუწოდ, საუკუნოჲსა და წარუვალისა, ამისთჳსცა მას უწოდ, რომელსა ენებოს. რამეთუ ნუ ჰგონებთ, თუ ესე არსო შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, რომელსა აწ იქმთ, მოწაფენო ჩემნო, და შემოდგომილ ხართ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან პოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოვოს იგი“ (10,39).:

...დ აწ თანამდებ ვართა, ოდეს არცა თუ სიკუდილი წამებისაჲ არს წინამდებარე, არამედ ცხორებასა შინა ვართ ადვილსა, რაჲთა ბოროტთამცა ნებათა მისთა არა მივერჩდით, ვითარცა-იგი იტყჳს იოვანეს თავსა შინა: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაჰმარხოს იგი“. ესე უკუე სიტყუაჲ გულისჴმა-იყოფების სიკუდილად დადებისათჳსცა, ვი-თარცა მათეს თავსა და ლუკაჲსსა შინა წერილიცა, გარნა კუალად ამასცა მოასწავებს, ვითარმედ: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, მან წარიწყმიდოს იგი“; ესე იგი არს, რომელი გულისთქუმათა მისთა ბოროტთა იქმოდის და უჯეროებისა საქმეთა ზედა მიერჩდეს მას. ამისთჳს წერილ არს: „ნუ შეუდგები გულისთქუმათა სულისა შენისათა, რამეთუ ესე არს წარმწყმედელი მისი“. და კუალად: „რომელსა სძულდეს სული თჳსი, მან აცხოვნოს იგი“; ესე იგი არს, რომელი არა ჰმორჩილობდეს ბოროტსა ნებასა მისსა. და არა თქუა: რომელი არა ჰმორჩილობდეს მას, არამედ: „რომელსა სძულდეს იგი“, რაჲთა ვითარცა საძულელთა ჩუენთა ჴმისა სმენაჲცა არა გუნებავს, არცა პირისა მათისა ხილვად წადიერ ვართ, ეგრეთვე რაჟამს სული წინააღმდგომსა ნებისა ღმრთისასა ეძიებდეს, სრულიად გარემიქცევაჲ მისგან ჯერ-არს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შე...

სრულად ნახვა