...არამედ ახალ აღთქმაშიც. ისმინე, რას ამბობს მახარებელი იუდეველთა მღვდელმთავარ კაიაფაზე: „ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთ-მოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს. და არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად" (). კვლავ იპოვი, რომ მსგავსი რამ ბალაამთანაც მოხდა. (ისრაელის) ხალხის დასაწყევლად მოწვეული, არა მხოლოდ არ დაწყევლა, არამედ დიდი და საკვირველი რამ იწინასწარმეტყველა, არა მხოლოდ ამ ხალხის, არამედ მხსნელის მოსვლის შესახებაც (რიცხ 24). ნუ გიკვირს, რომ ახლაც ლამექი, ძეს სახელის დარქმევისას, ასეთ სახელს (ნოეს) არქმევს; ყოველივე ღმერთს მიაწერე, რომელიც ყველაფერს თავისი სიბრძნით წყობს. „და უწოდა სახელი მისი ნოე", ეს სახელი კი ნიშნავს: „განსვენებას". მაშ, (ლამექი) განსვენებად უწოდებს იმ საყოველთაო წარწყმედას, რომელიც ამდენი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ისევე როგორც იობიც ამბობს: „სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს" (). მართლაც, რადგან უკეთურება ბევრ და ძალიან დიდ შრომას მოაქვს, მის შეწყვეტასა და განადგურებას, რომელიც წარღვნის მეშვეობით უნდა ეწარმოებინა, განსვენებად უწოდებს. **„და უწოდა, — ამბო...
სახარებაჲ იოვანესი 11:51
50. არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს.51. ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთ-მოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს.52. და არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11