...არამედ ახალ აღთქმაშიც. ისმინე, რას ამბობს მახარებელი იუდეველთა მღვდელმთავარ კაიაფაზე: „ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ მღდელთ-მოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ და წინაწარმეტყუელა, რამეთუ ეგულებოდა იესუს მოსიკუდიდ ნათესავთათჳს. და არა ხოლო ნათესავთათჳს, არამედ რაჲთა შვილნიცა ღმრთისანი განბნეულნი შეკრიბნეს ერთად" (). კვლავ იპოვი, რომ მსგავსი რამ ბალაამთანაც მოხდა. (ისრაელის) ხალხის დასაწყევლად მოწვეული, არა მხოლოდ არ დაწყევლა, არამედ დიდი და საკვირველი რამ იწინასწარმეტყველა, არა მხოლოდ ამ ხალხის, არამედ მხსნელის მოსვლის შესახებაც (რიცხ 24). ნუ გიკვირს, რომ ახლაც ლამექი, ძეს სახელის დარქმევისას, ასეთ სახელს (ნოეს) არქმევს; ყოველივე ღმერთს მიაწერე, რომელიც ყველაფერს თავისი სიბრძნით წყობს. „და უწოდა სახელი მისი ნოე", ეს სახელი კი ნიშნავს: „განსვენებას". მაშ, (ლამექი) განსვენებად უწოდებს იმ საყოველთაო წარწყმედას, რომელიც ამდენი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ისევე როგორც იობიც ამბობს: „სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს" (). მართლაც, რადგან უკეთურება ბევრ და ძალიან დიდ შრომას მოაქვს, მის შეწყვეტასა და განადგურებას, რომელიც წარღვნის მეშვეობით უნდა ეწარმოებინა, განსვენებად უწოდებს. **„და უწოდა, — ამბო...
სახარებაჲ იოვანესი 11:5
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...და მისსა სახიერებასა, და ნუ ამას ოდენ ჰხედავ, ვი-თარმედ შეიწყნარნა, არამედ იგიცა იხილე, ვითარ მოაქცინა. რამეთუ მახარებელი ამას ადგილსა რაჲსათჳს აჴსენებს ნელსაცხებელისა მის საქმესა? ამისთჳს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ფრიად უყუარდა მას უფალი, და მრავალგზის იტყჳს, ვითარმედ უყუარდეს იესუს ლაზარე და დანი მისნი, რაჲთამცა გუასწავა არასულმოკლებაჲ, რაჟამს უძლურებაჲ რაჲმე მოიწიოს მოსწრაფეთა და ღმრთისმოყუარეთა კაცთა ზედა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიავლინეს იესუჲსა დათა მისთა და ჰრქუეს: აჰა უფალო, რომელი გიყუარდა, სნეულ არს“ (11,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება მათ, რაჲთამცა ლმობიერებად მოიყვანეს ქრისტე, და ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰგონებდეს, და ესე საცნაურ არს სიტყჳსა მის მიერ, რომელსა იტყჳან, ვითარმედ: „უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო“. და არა თქუეს, ვითარმედ: აჰა ლაზარე სნეულ არს, არამედ: „აჰა ესერა რომელი გიყუარდა, სნეულ არს“. ხოლო ისმინე, რაჲ თქუა უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინჱ“ (11,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ეგულებოდა მუნ ორისა დღისა დაყოფაჲ, ესე მიუმცნო მათ, რომლისათჳსცა საკჳრველ არს, დათათჳს ლაზარეს-თა, ვითარ, ესმა რაჲ სიტყუაჲ მისი, ვითარმედ: „ესე ს...
...და იტყოდეს: სადა-მე არს იგი?“ (7,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილ რაჲმე არიან საქმენი მათნი, რომელთა დღესასწაულთა შინა იქმოდეს! რამეთუ კლვად განემზადებოდეს მარადის და დღესასწაულთა შინა ისწრაფდეს შეპყრობად მისა. რამეთუ ეგრეთვე სხუასაცა ადგილსა იტყოდეს, ვითარმედ: „რასა ჰგონებთ, არამცა მოვიდა იგი დღესასწაულსა ამას?“
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდეს: სადა არს იგი?“ (7,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიადისა მის სიძულილისა და მტერობისა მათისაგან სახელითცა წოდებად მისა არა თავს-იდებდეს. ეჰა დიდი სირცხჳლი, რომელი აქუნდა დღესასწაულსა შინა, დიდი კრძალულებაჲ, რაჲთა ვთქუა კიცხევით, ვითარ-იგი დღესასწაულსა შინა ისწრაფდეს მონადირებად მისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დრტჳნვაჲ იყო მისთჳს ერსა შორის“ (7,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ ადგილისა მისგანცა განრისხნებოდეს, სადა-იგი სასწაული ქმნა, და ეშინოდა, ნუუკუე სხუაჲცა ქმნას მან, და ესრეთ ზრახვიდეს მისთჳს და უნებლიაჲთ თჳნიერ ნებისა მათისა გამოაცხადებდეს მას.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს იგი; და სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა“ (7,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „კეთილ არს“, მრავლისა მის ერისაჲ არს, და ესე მეორე მთავართაჲ არს და მღდელთაჲ, რამეთუ...