მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:47

46. ხოლო რომელნიმე მათგანნი წარვიდეს და უთხრეს ფარისეველთა მათ, რაჲ-იგი ქმნა იესუ.47. და შეკრბეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს?48. უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ჩუენ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
47. და შეკრბეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა. და ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი მღდელთმოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ, თქუა (რამეთუ ურცხჳნო იყო უფროჲს ყოველთაჲსა): თქუენ არა იცით არცა ერთი“ (11,48-49).:

...ბ ა ჲ: „მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა. და ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი მღდელთმოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ, თქუა (რამეთუ ურცხჳნო იყო უფროჲს ყოველთაჲსა): თქუენ არა იცით არცა ერთი“ (11,48-49).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელსა იგინი განიზრახვიდეს და მიმოაგდებდეს და იტყოდეს: „რაჲ ვყოთ?“ მან უკეთურებით და კადნიერებით თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, ვითარმედ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს. ხოლო ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ წინაჲსწარმეტყუელა, რამეთუ მღდელთმოძღუარი იყო“ (11,49-51).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რაზომი არს ძალი იგი მღდელთმოძღურებისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან პატივი იგი მღდელთმოძღურებისაჲ მიეღო, რომელი-იგი უღირს იყო მის საქმისაჲ, არამედ წინაჲსწარმეტყუელავე, და არა იცოდა, რასა იტყოდა, რამეთუ პირი ოდენ იჴმარა მადლმან მან წინაჲსწარმეტყუელებად, ხოლო შეგინებულსა მას გულსა არა მიეახლა, რამეთუ სხუათაცა მრავალთა თქუეს მომავალი უღირსთა, ვითარცა ნაბუქოდონოსორ და ბალამ და ფარაო, და ყოველთაჲვე მიზეზი საცნაურ იყო. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: თქუენ ჯერეთ უდებ ხართ საქმისა ამის მიმართ და ვითარ...

სრულად ნახვა