მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:46

45. მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ.46. ხოლო რომელნიმე მათგანნი წარვიდეს და უთხრეს ფარისეველთა მათ, რაჲ-იგი ქმნა იესუ.47. და შეკრბეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს?
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
46. ხოლო რომელნიმე მათგანნი წარვიდეს და უთხრეს ფარისეველთა მათ, რაჲ-იგი ქმნა იესუ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,42).:

...ბაჲ იყო შეკრულისა სლვაჲ, ამისთჳს ბრძანა მისი განჴსნაჲ, რაჲთა შეეხნენ მას და მიეახლნენ და ცნან, ვითარმედ ჭეშმარიტად იგი არს. და თქუა უფალმან: „უტევეთ და ვიდოდის“ (11,44). ხოლო იქმნა რაჲ ესე საკჳრველი, რომელთამე უკჳრდა, რომელნიმე მიუთხრობდეს ფარისეველთა. და იხილეთ მათი იგი საქმჱ, რამეთუ ჯერ-იყო განკჳრვებაჲ საქმესა მას ზედა, და ამათ ამის წილ იზრახეს მოკლვაჲ აღმადგინებელისა მის მკუდარ-თაჲსაჲ. ჵ უგუნურებაჲ დიდი! რამეთუ რომელი-იგი სხუათა გუამთა შინა შესრულსა სიკუდილსა მძლე ექმნა, მისსა სიკუდილად მიცემასა ჰგონებდეს და იტყოდეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ვყოთ? რამეთუ კაცი ესე მრავალთა სასწაულთა იქმს“ (11,47).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერეთ კაცად სახელ-სდებდეს მას, რომელთა ესეოდენნი სახენი მისისა ღმრთეებისანი ეხილვნეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ვყოთ? უკუეთუ უტევოთ ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისი, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნა-თესავიცა“ (11,47-48).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება ერისა მის აღძრვაჲ და ამისთჳს შეაშინებენ ამით სახითა, ვითარმედ: უკუეთუ იხილონ ჰრომთა, რომელ კრებს ერსა, დაგუწამონ განდგომილებაჲ და ტყუე-ყონ ნათესავი ჩუენი. რაჲსათჳს, ჵ უბადრუკნო? არა თუ განდგომილებასა გასწ...

სრულად ნახვა