მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:45

44. და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის.45. მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ.46. ხოლო რომელნიმე მათგანნი წარვიდეს და უთხრეს ფარისეველთა მათ, რაჲ-იგი ქმნა იესუ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
45. მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ: უფალი არა ესრეთ ჰხედავს თჳსსა პატივსა, ვითარ ჩუენსა ცხორებასა, და არცა მაღალთა სიტყუათა თქუმად ისწრაფის, არამედ ესევითართა, რომელთა მიერ ჩუენ ვირგოთ, და ამისთჳს მაღალთა და დიდთა სიტყუათა მცირედ იტყჳს, და მათცა დაფარულად, ხოლო სი მდაბლისა სახეთა სიტყუათა - ფრიად მრავალგზის. ამისთჳსცა მაშინ მეუფჱ ყოველთაჲ იესუ ქრისტე ვინაჲთგან ჰხედვიდა, რომელ სიმდაბლისა სიტყუათა მიერ უმეტესსა სარგებელსა ჰპოებდეს, არა მარადის მდაბლად ეტყოდა, რაჲთა არა შემდგომთა მათ ნათესავთა ვნებისა მიზეზ ექმნას, არცა მარადის საღმრთოჲსა ბუნებისაებრ ეტყოდა, რაჲთამცა იგინი არა დააბრკოლნა, რამეთუ სრულნი ერთისა მიერ სიტყჳსა მაღლისა შეუძლებენ ყოველსავე ცნობად, ხოლო მდაბალნი და ჯერეთ ქუემდებარენი თჳნიერ მრავალგზის სმენისა ესევითართა სიტყუათაჲსა ვერ მოდრკებიან. რამეთუ მაშინ ესეოდენთა სიტყუათა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის