...დ: „ისმინე ჩემი“? ესე უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა თქუა. არამედ იხილე შენ საქმჱ მისი, ვითარ ეწამების ჴელმწიფებასა მისსა, რაჟამს-იგი გამოვიდა ლაზარე შეკრული. და მერმე, რაჲთა არა უცნებად შეჰრაცხონ საქმჱ იგი, რამეთუ მკუდრეთით აღდგომისა არა უდარჱსი საკჳრველებაჲ იყო შეკრულისა სლვაჲ, ამისთჳს ბრძანა მისი განჴსნაჲ, რაჲთა შეეხნენ მას და მიეახლნენ და ცნან, ვითარმედ ჭეშმარიტად იგი არს. და თქუა უფალმან: „უტევეთ და ვიდოდის“ (11,44). ხოლო იქმნა რაჲ ესე საკჳრველი, რომელთამე უკჳრდა, რომელნიმე მიუთხრობდეს ფარისეველთა. და იხილეთ მათი იგი საქმჱ, რამეთუ ჯერ-იყო განკჳრვებაჲ საქმესა მას ზედა, და ამათ ამის წილ იზრახეს მოკლვაჲ აღმადგინებელისა მის მკუდარ-თაჲსაჲ. ჵ უგუნურებაჲ დიდი! რამეთუ რომელი-იგი სხუათა გუამთა შინა შესრულსა სიკუდილსა მძლე ექმნა, მისსა სიკუდილად მიცემასა ჰგონებდეს და იტყოდეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ვყოთ? რამეთუ კაცი ესე მრავალთა სასწაულთა იქმს“ (11,47).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერეთ კაცად სახელ-სდებდეს მას, რომელთა ესეოდენნი სახენი მისისა ღმრთეებისანი ეხილვნეს.