მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:43

42. და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.43. და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!44. და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
43. და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჴმითა დიდითა ღაღად-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!“ (11,43).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს არა თქუა, თუ: სახელითა მამისა ჩემისაჲთა გამოვედ გარე? რაჲსათჳს არა თქუა: მამაო, აღადგინე ესე, არამედ ესე ყოველი დაუტევა და ლოცვისა სახჱ ქმნა, ხოლო საქმისა მიერ გამოაჩინა თჳსი ჴელმწიფებაჲ? ამისთჳს, რამეთუ ესეცა მისისა სიბრძნისა საქმჱ იყო, რომელ-ესე სიტყუათა მიერ სიმდაბლჱ და საქმეთა მიერ ჴელმწიფებაჲ გამოაჩინა, რამეთუ ვინაჲთგან ვერარას სხუასა იტყოდეს ქრისტესთჳს, არამედ ამას ოდენ, ვითარმედ: არა ღმრთისა მიერ არს, და ესრეთ მრავალთა აცთუნებდეს, ამისთჳს კეთილად უჩუენა იგიცა სახჱ, რომელსა მათი იგი უძლურებაჲ აჩუენებდა, რამეთუ შესაძლებელ იყო სხჳთაცა სახითა ჩუენებად თჳსისა ერთობისა მამისა თანა, არამედ ვერ ძალ-ედვა ერსა მას მაღალთა მათ საქმეთა გულისხმის-ყოფად.

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უფლის სიტყვა და აღდგომის პატივი:

...ამბობს: „იკრიბებიან“, იმაზე მიუთითებს, რომ აღდგებიან ყველგან, ანგელოზები კი შეკრებენ მათ. ამრიგად, აღდგომა ღვთის ძალის საქმეა: იგი მიწას უბრძანებს, დააბრუნოს მასზე მიბარებული, და ამ საქმეში მას არავინ ეხმარება; ისევე როგორც მაშინ უხმო ლაზარეს: „ლაზარე, გამოვედ გარე!“ (). ხოლო მოყვანა უკვე მსახურთა საქმეა. მაგრამ თუკი ანგელოზები ყველგან მიმოისწრაფიან და კრებენ მათ, მაშინ აქ რატომ არის ნათქვამი, რომ აიტაცებიან? გარდამოსვლის შემდეგ აიტაცებიან, შეკრების შემდეგ; რადგან ეს ყოველივე ერთბაშად და ისე მოხდება, რომ წინასწარ არავის ეცოდინება. მხოლოდ მაშინ, როდესაც დაინახავენ შეძრულ მიწას, შეერთებულ მტვერს და ყველგან ერთდროულად აღმდგარ სხეულებს — ყოველგვარი მსახურის გარეშე, რადგან მხოლოდ ბრძანებაც კმარა, რათა მიცვალებულებით სავსე მიწა მთლიანად დაიცალოს — წარმოიდგინე, რაოდენ დიდებულია, რომ ადამიდან მოყოლებული უფლის მოსვლამდე, ყველა მიცვალებული თავის ცოლ-შვილთან ერთად წარდგება; დიახ, როდესაც დაინახავენ მიწაზე ამხელა შფოთს, მხოლოდ მაშინ შეიტყობენ ყოველივეს. ა...

სრულად ნახვა