...ნ ღმერთმან“, არა ხოლო თუ ქებისა არა ღირს იქმნა, არამედ მეცნიერ ღათუ იყო და საყუარელ და ფრიად მოსწრაფე მსახურებად უფლისა, გარნა შეჰრისხნაცა და განჰმართა ცთომილი გულისსიტყუაჲ მისი, რამეთუ ეტყოდა: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“ რომელ-ესე ბრალობაჲ იყო, ვითარმცა არღა კეთილად ჰრწმენა. და კუალად, ოდეს იგი ეტყოდა, ვითარმედ: „ვიცი, რაჲცა სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან“, განაყენებდა ესევითარისა გულისსიტყჳსაგან და გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ არა საჴმარ არს მისდა თხოაჲ, არამედ იგი თავადი არს წყაროჲ კეთილთაჲ. ამისთჳს ჰრქუა: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“. ესე იგი არს, ვითარმედ არა საჴმარ არს ჩემდა მოცემად ძალი ზეგარდამო, არამედ უფალი ვარ ყოფად, რაჲცა მენებოს.
ხოლო აქა ვინაჲთგან ასისთავმან მან ესოდენი წამა ჴელმწიფებაჲ მისი, აქო და უაღრესად ყოვლისა მის ერისა გამოაჩინა და ღირს-ყო სასუფეველსა ცათასა და სხუათა ბაძვად მისისა სათნოებისა მოუწოდა, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ჰრქუა ერსა მას: არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ რომელ-იგი გულისჴმა-ყო დიდი ჴელმწიფებაჲ და ძა...