მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:34

33. ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით,34. და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე.35. და ცრემლოოდა იესუცა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
34. და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მსახურთა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი ჟამსა თჳსსა? ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი თჳსი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველსა ზედა მონაგებსა დაადგინოს იგი“ (24,45-47).:

...ვებსა? უკუეთუ რომელ-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: „დღისა მისთჳს არავინ უწყის“, და იტყჳ, თუ: ძე უმეცარ არს დღესა მას, აწ აქა რაჲ სთქუა, რომელ-ესე იტყჳს: „ვინ-მე არს მონაჲ იგი“? ნუუკუე სთქუა, თუ ამასცა უმეცარ არსა? ნუ იყოფინ! ამას არცა თუ სრულიად განცჳბრებულნი იტყჳან. ანუ ოდეს-იგი იტყოდა ლაზარესთჳს, „სადა დასდევითო“; და კუალად მამისათჳსცა იპოვებიან ესევითარნი სიტყუანი, რამეთუ მან თქუა: „ადამ, სადა ხარო“; და კუალად იტყჳს: „ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ განმრავლებულ არს, და ცოდვანი მათნი განმრავლებულ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მა-თისა, რომელ მოიწევის ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან, უკუეთუ არა, რაჲთა ვცნა“; და სახარებასა შინა იტყჳს: „რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ იცის, შეიკდიმონ“.

ესე ყოველნი სიტყუანი უმეცრებასა გამოსახვენ, არამედ არარას უმეცარ იყო, გარნა განგებულებითა შუენიერითა იქმოდა. ადამსა ჰრქუა: „სადა ხარ?“ რაჲთა მისცეს მას ადგილი გულისხმის-ყოფად ცთომისა თჳსისა და აღსაარებად.

ხოლო სოდომელთათჳს ესრეთ განაწესა სიტყუაჲ იგი, რაჲთა გუასწაოს ჩუენ არა მიცემად გა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა სახლსა მთავრისასა და იხილა მუნ მგოსნები და ერი კრებული და შფოთი. და ჰრქუა მათ: განეშორენით, რამეთუ არა მომკუდარ არს იგი, არამედ სძინავს. ხოლო იგინი ეკიცხევდეს მას“ (9,23-24).:

...და ურწმუნოებაჲ ჰურიათაჲ აურაცხელ იყო და მრავალგზის შემდგომად ქმნისა სასწაულთაჲსა არაქმნასა სწამებდიან, ამისთჳს წინაჲთვე განგებულებით იქმნებოდა დამტკიცებაჲ სიკუდილისაჲ მის, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა მომკუდარ იყო. ეგრეთვე ლაზარეს ზე იქმნა; ჰრქუა მათ: „სადა დასდევით იგი?“ რაჲთა მათ თჳთ თქუან: „მოვედ და იხილე“; და კუალად ჰრქუეს: „ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს“; და ვერ უძლონ მერმე თქუმად, თუ: არა მკუდარი აღადგინა. ეგრეთვე აქა ყოვლით კერძო დაემტკიცა და საცნაურ იქმნა სიკუდილი ყრმისაჲ მის, რაჲთა ყოველთავე ცნან ძალი საკჳრველებისაჲ მის. ამისთჳსცა, ხედვიდეს რაჲ მშობელნი მისნი, „უპყრა ჴელიო და აღადგინა ქალი იგი“. არა თუ სხუაჲ მისცა სული, არამედ იგივე, რომელი განსრულ იყო მისგან, მოაქცია და, ვითარცა მძინარე, განაღჳძა, რამეთუ ყოველივე ადვილ არს მის წინაშე.

„და უბრძანა, რაჲთა სცენ მას ჭამადი“, რაჲთა ვერვინ მოიგონოს, თუ უცნებაჲ არს საქმე იგი. და არა თავადმან მისცა, არამედ მათ უბრძანა მიცემად, ვითარცა ლაზარეს ზე ჰრქუა მათ: „განჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის“;

სრულად ნახვა