ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არამედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადა-იგი მიეგებვოდა მას მართა. ხოლო ჰურიანი იგი რომელნი იყვნეს მარიამის თანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს, ვი-თარცა იხილეს მარიამ, რამეთუ აღდგა ადრე და განვიდა, მისდევდეს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილად მისა“ (11,30-31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი კეთილი არს სიბრძნჱ, ხოლო სიბრძნესა მას ვიტყჳ საღმრთოსა. ხოლო წარმართთა მათ ფილოსოფოსთა იგი სიბრძნჱ ამაოება არს და ზღაპარ, რამეთუ ყოველსავე კაცობრივისა დიდებისათჳს იქმოდეს. ხოლო სულიერი სიბრძნჱ დიდ არს, წინაშე ღმრთისაცა პატიოსან-ჰყოფს კაცსა და წინაშე კაცთა. რამეთუ რომელმან შეურაცხყვნეს სოფლისა საქმენი, აქავე ჰპოებს კეთილსა, რამეთუ განთავისუფლდების ზრუნვათაგან ამაოთა, და კუალად, რომელმან დიდებაჲ სოფლისაჲ დათრგუნოს, აქავე განისუენებს, რამეთუ არღა უჴმს კაცთა მონებაჲ, არამედ აქუს ჭეშმარიტი აზნაურებაჲ. რამეთუ აჰა ესერა ამანცა დედაკაცმან სიბრძნჱ აჩუენა, რომელ მრავალნი სხდეს გარემოჲს მისა, და იგლოვდა და გოდებდა და არა მოელოდა მის თანა მოსლვასა მოძღურისასა, არამედ იგი მიეგებვოდა მას, ვითარცა იტყჳს...