თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ვერ გულისხმა-ყო დედაკაცმან მან სიტყუაჲ იგი, არამედ ესე ცნა, ვითარმედ დიდი რაჲმე იყო სიტყუაჲ იგი, ხოლო თუ რაჲ იყო, კეთილად ვერ გულისხმა-ყო; ამისთჳსცა ქრისტემან სხუაჲ ჰკითხა, და მან სხუაჲ მიუგო, გარნა ესე შეიძინა, რომელ ფრიადი იგი გლოვაჲ მისი დაჰჴსნა, რამეთუ ესევითარი არს ქრისტეს სიტყუათა ძალი. ამისთჳსცა მართა უსწრო და მარიამ შეუდგა, რამეთუ სიყუარული იგი მოძღურისაჲ გლოვასა მას განაქარვებდა. ამის-თჳსცა მადლსა მას თანა გონებაჲცა მათ დედათაჲ საქებელ არს.
სახარებაჲ იოვანესი 11:26
ყოველთა ქართველთა, მკვიდრთა საქართველოჲსა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებთა:
„მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა“, ამინ.
ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო
ქრისტე აღდგა!
„ღამე იგი განგუეშორა და დღე შემოგუეახლა განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ“ ();
პასექი ქრისტესი ძველ დროს მომხდარი სასწაულის გახსენება კი არ არის, არამედ რეალური შეხვედრა აღდგომილ მაცხოვართან, ეს არის სიხარული, რომელსაც მხოლოდ მორწმუნე გრძნობს და განიცდის, ეს არის სიხარული, ადამიანის გულში დაუტევნელი. მისი მადლით აღვსილი ყველას სიყვარულით გილოცავთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგა მშვიდობა და ნათელი სოფლისა, აღდგა სიბრძნე და ჭეშმარიტება, აღდგა მეორე ადამი - ღმერთი ვნებული, უფალი უფლებათა. სხეულს გაყრილმა მისმა ყოვლადძლიერმა სულმა შემუსრა საკრველნი სიკუდილისა, ბჭენი ჯოჯოხეთისა და თავის მორწმუნეთ გაუხსნა წინაპართა ცოდვის მიზეზით დახშული კარი ცისა და სამოთხისა.
ქრისტე მიეცა ცოდვათა ჩვენთათჳს და...
...ა. რადგან ამბობს: იმ სხვა სიკვდილით არ მოვკვდები, რომლის შესახებაც ქრისტე მინიშნებით ამბობდა: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე“ (); და „ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე“ (). „და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი“ (). სწორედ ეს არის უმთავრესად სიცოცხლე: თავად უფლის ქება და მისი საკვირველებათა ყველასთვის გამოცხადება. რომელი საქმეები? მითხარი. ის საქმეები, რომელთა მოთხრობასაც აპირებს, როცა ამატებს: „სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე“ (). იხილე საკვირველთმოქმედება? იხილე სარგებლობა? რადგან იგი მადლობას მხოლოდ იმისთვის კი არ სწირავს, რომ გათავისუფლდა, არამედ იმასაც უდიდეს მადლად მიიჩნევს, რომ განსაცდელში ჩავარდა, და განსაცდელის სარგებელს ასახელებს. რა არის ეს მოგება? ამბობს: **„სწავლით განმს...