მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:20

19. და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს.20. ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა.21. ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
20. ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მართაჲსა და მარიამისა, დისა მისისა. და ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა“ (11,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი კაცნი, რაჟამს იხილონ ვინმე სათნოთაგანი ღმრთისათაჲ ჭირსა რასმე შინა, - ჴორციელსა უძლურებასა, ანუ გლახაკებასა, ანუ სხუასა რასმე, - დაბრკოლდებიან და არა იციან, ვი-თარმედ უფროჲსად ღმრთისმოყუარეთა ზედა მოიწევიან ესევითარნი საქმენი. რომელ ლაზარეცა მეგობარი იყო ქრისტესი, და სნეულ იყო, რამეთუ იტყჳს: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიას“. არა ამაოდ აჴსენა ადგილიცა, ვინაჲ იყო ლაზარე, არამედ მიზეზისა მისთჳს, რომელსა იტყჳს ქუემორე. ხოლო აწ წინამდებარჱ ესე ვთქუათ, ვითარ დათაცა მისთა გამოაცხადებს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესე იყო მარიამ, რომელმან ნელსაცხებელი სცხო უფალსა“ (11,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ვითარ თავს-იდვა დედაკაცისაგან ესე? პირველად უკუე ესე კეთილ არს, რაჲ-თა უწყოდით, ვითარმედ არა ესე არს მეძავი იგი, რომელსა იტყჳს მათე, არცა რომელსა იტყჳს ლუკა,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის