მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:2

1. იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა, დისა მისისა.2. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო.3. მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
2. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...რმედ: „რაჲთა პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“, და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“, ; (14,12) და კუალად, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ სოფლისაჲ“, ესე ყოველი სწორებისა მისისა სახე არს, რამეთუ ყოველნი ესე სიტყუანი სიმდაბლისა სახენი სიტყუანი იყვნეს მსმენელთა მათ უძლურებისათჳს, რამეთუ ვერ იტჳრთვიდეს მაღალთა და ღმრთეებისა მისისა შემსგავსებულთა სიტყუათა, არამედ დაბრკოლდებოდეს; და კუალად ამისთჳს, რაჲთა არა უშობელად შეჰრაცხონ იგი ვიეთმე.

ხოლო რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ ძჱ იქმს ამას, რომელი კაც იქმნა ჩუენთჳს? ვინაჲთგან მამაჲცა, რომელი უჴორცოჲ არს და არა განკაცებული, მრავალგზის მსმენელთათჳს სიმდაბლისა სახეთა იტყოდა, რაჲთამცა მათ ერგო; რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ადამ, ადამ, სადა ხარ?“ რომელმან-იგი ყოველივე იცოდა; რამეთუ კუალად იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ვცნა, უკუეთუ ჴმისა მათისაებრ ჩემდა მომავალისა იყოფებიან“; და კუალად ეტყჳს აბრაჰამს: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაგან“;...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუა მართა: უფალო, ყროდის, რამეთუ მეო-თხჱ დღჱ არს“ (11,39).:

...ხილეს იგი გამომავალი, და საყნოსელნი, რომელთა ეცა სულმყრალობაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუა მართა: უფალო, ყროდის, რამეთუ მეო-თხჱ დღჱ არს“ (11,39).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად სამე ვიტყოდე, ვითარმედ არა იცოდა დედაკაცმან მან, სიტყუაჲ იგი ქრისტესი თუ რაჲ არს, რომელი თქუა, ვითარმედ: „მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე“. რამეთუ იხილე, რასა იტყჳს აქა, ვითარცა შეუძლებელისა საქმისათჳს, რამეთუ უცხოჲცა იყო ოთხისა დღისა განხრწნილისა მკუდრისა აღდგინებაჲ. ხოლო უფალმან ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“ (11,40).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მის ზედა“, ხოლო მართას მამისათჳს ეტყჳს: „რაჲთა იდიდოს ღმერთიო“. ჰხედავა, ვითარ უძლურებაჲ მსმენელთაჲ მათ იყო სიტყუათა შეცვალებისა მიზეზი? ხოლო მოაჴსენა მას სიტყუაჲ თჳსი და ამხილა არამოჴსენებაჲ მისი და ჰრქუა: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“

სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს

რამეთუ სარწმუნოებაჲ დიდად კეთილ არს და დიდთა კეთილთა მიზეზი, ვიდრეღა სარწმუნოებისა მიერ შემძლებელ იქმნებიან საქმე-თა ღმრთისათა ქმნად სახელითავე მისითა. რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიავლინეს იესუჲსა დათა მისთა და ჰრქუეს: აჰა უფალო, რომელი გიყუარდა, სნეულ არს“ (11,3).:

...ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიავლინეს იესუჲსა დათა მისთა და ჰრქუეს: აჰა უფალო, რომელი გიყუარდა, სნეულ არს“ (11,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება მათ, რაჲთამცა ლმობიერებად მოიყვანეს ქრისტე, და ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰგონებდეს, და ესე საცნაურ არს სიტყჳსა მის მიერ, რომელსა იტყჳან, ვითარმედ: „უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო“. და არა თქუეს, ვითარმედ: აჰა ლაზარე სნეულ არს, არამედ: „აჰა ესერა რომელი გიყუარდა, სნეულ არს“. ხოლო ისმინე, რაჲ თქუა უფალმან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინჱ“ (11,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ეგულებოდა მუნ ორისა დღისა დაყოფაჲ, ესე მიუმცნო მათ, რომლისათჳსცა საკჳრველ არს, დათათჳს ლაზარეს-თა, ვითარ, ესმა რაჲ სიტყუაჲ მისი, ვითარმედ: „ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინჱ“, და მერმე იხილეს იგი მომკუდარი, და არა დაბრკოლდეს, არამედ სარწმუნოებითვე მოუჴდეს უფალსა და არა შეჰრაცხეს იგი განმტყუვნებულად. და აქაცა უკუე, რომელ თქუა, ვითარმედ: „რაჲთა იდიდოს ღმერთი“, ესე სიტყუაჲ, თუ: „რაჲთა“, არა მიზეზისაჲ არს, არამედ აღსასრულისაჲ, რამეთუ იქმნა სენი იგი სხჳსა მიზეზისათჳს, ხოლო მან იჴმარა იგი დიდებად ღმრთისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე რაჲ თქუა, დაადგრა ადგილსა მას ორ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲცა ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“ (5,21).:

...მა-ყავ იგიცა სიტყუაჲ, რომელი თქუა, ვითარმედ: „უჩუენოს მას“, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“, და კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა უჴმს შეწევნაჲ, და იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“. რაჲთა ვერ სთქუათ, თუ: მკუდართა აღადგინებს და ცხოველ-ჰყოფს, ხოლო სხუასა ვერ ესრეთ იქმს, ამისთჳს წინაჲსწარ ყოველი სიტყუაჲ მოსწყჳდა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „რაოდენსაცაიგი მამაჲ იქმს, მისა მსგავსად ძჱცა იქმს“, გინა თუ მკუდართა აღდგომაჲ სთქუა, გინა თუ გუამოვნებისა დაბადებაჲ, გინა თუ ცოდვათა შენდობაჲ, გინა თუ სხუაჲ რაჲმე, ყოველივე მსგავსად მისა ითქუმის; არამედ არცა ერთსა ამათგანსა ისმენენ, რომელთა-იგი სძულს თჳსი ცხორებაჲ. ესევი-თარი ბოროტი არს წინამძღურებისა გულისთქუმაჲ, ამან შვნა წვალებანი, ამან დაამტკიცა წარმართთა უშჯულოებაჲ. რამეთუ ღმერთსა ენება, რაჲთა უხილავნი მისნი დაბადებულთა მიერ ამის სოფლისათა გულისხმავყვნეთ, ხოლო მათ არა ინებეს ამას სწავლასა შედგომაჲ, არამედ სხუაჲ გზაჲ მოიპოვეს, ამისთჳსცა ჭეშმარიტისაცა მისგანცა გზისა დაეცნეს. და ჰურიათა არა ჰრწმენა, რამეთუ დიდებასა კაცთაგან მიიღებდეს და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი. რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“ (8,8-10).:

...ასისთავმან ამან: „სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი“. და განუკჳრდა უფალსა სარწმუნოებაჲ მისი და თქუა: „არცა თუ ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოე“.

ესენი უკუე ესრეთ საქებელ იქმნეს, ხოლო მართა ვინაჲთგან არარაჲ ესრეთ თქუა, არამედ ეტყოდა: „ვიცი, რამეთუ რაჲცა სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან“, არა ხოლო თუ ქებისა არა ღირს იქმნა, არამედ მეცნიერ ღათუ იყო და საყუარელ და ფრიად მოსწრაფე მსახურებად უფლისა, გარნა შეჰრისხნაცა და განჰმართა ცთომილი გულისსიტყუაჲ მისი, რამეთუ ეტყოდა: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“ რომელ-ესე ბრალობაჲ იყო, ვითარმცა არღა კეთილად ჰრწმენა. და კუალად, ოდეს იგი ეტყოდა, ვითარმედ: „ვიცი, რაჲცა სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან“, განაყენებდა ესევითარისა გულისსიტყჳსაგან და გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ არა საჴმარ არს მისდა თხოაჲ, არამედ იგი თავადი არს წყაროჲ კეთილთაჲ. ამისთჳს ჰრქუა: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“. ესე იგი არს, ვითარმედ არა საჴმარ არს ჩემდა მოცემად ძალი ზეგარდამო, არამედ უფალი ვარ ყოფად, რაჲცა მენებოს.

ხოლო აქა ვინაჲთგან ასისთავმან მან ესოდენი წამა ჴელმწიფებაჲ...

სრულად ნახვა