...ფალი და ჰრწმენა მას აღდგომაჲ მისი, ვხედავთ, ვითარმედ უმჴურვალჱს ყოველთაჲსა იქმნა, და რომელი-იგი ქრისტეს თანა ბეთანიად მისლვასა ვერ იკადრებდა, ამან თჳნიერ ქრისტეს ხედვისა სოფელი მარტოებით მოირბინა და შორის ერთა და ქალაქთა იქცეოდა, რომელნი ეძიებდეს მას მოკლვად.
ხოლო ვითარ ოთხისა დღისაჲ პოვა უფალმან ლაზარე? გარნა ესრეთ, რამეთუ მას დღესა, რომელსა აცნობეს უფალსა დათა მისთა, მას დღესა მიიცვალა ლაზარე. აჰა პირველი დღჱ; და ქრისტეს ვინაჲთგან ესმა, დაყო მუნ, სადა იყო, სხუაჲ ორი დღჱ და მეოთხესა დღესა მოვიდა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა ვითარ ათხუთმეტ უტევან. ამისთჳს მრავალნი ჰურიანი მოსრულ იყვნეს მუნ“ (11,18-19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ათხუთმეტი უტევანი იყო, რომელ არს ორი მილიონი. ამისთჳსცა ეცნა ყოველთა, და მოსრულ იყვნეს ჰურიანი მრავალნი ნუგეშინის-ცემად. ხოლო ნუგეშინის-სცემდეს მათ, რომელნი არა ფრიად უკეთურ იყვნეს, ამისთჳს, რამეთუ ქრისტეს მეგობარნი იყვნეს, და სხუანი სიდიდისათჳს განსაცდელთა მათ ზედა მოსრულისა, გინა თუ ვითარცა დიდებულთა და პატიოსანთა პატივ-სცემდეს. ხოლო მართა შეემთხჳა მას პირველ და არა წარიყვანა დაჲ თჳსი მის თანა, რაჲთამცა თჳსაგან უთხრა საქ...