...მთჳს“. და იხილე, ვითარ ესრეთცა უმჯობჱს იყო, რამეთუ ვინაჲთგან მცირე ნაბერწყალი დააგდო, მეყსეულად საჴმილი იგი აღეტყინა. რამეთუ რომელნი-იგი პირველ არა ისმენდეს სიტყუათა მათ, უკუანაჲსკნელ იტყოდეს, ვითარმედ: „ყოველი, რომელი თქუა იოვანე მისთჳს, ჭეშმარიტ იყო“. და მერმე კუალად უკუეთუმცა მიმოვიდოდა და ქადაგებდა მას, ჰგონებდესმცა, ვითარმედ კაცობრივითა რაჲთმე მოსწრაფებითა იქმს საქმესა ამას, და არამცა სარწმუნოდ აქუნდა წამებაჲ მისი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი მას, და მისდევდეს იესუს“ (1,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: სხუანიცა იყვნეს მოწაფენი იოვანესნი, გარნა იგინი არა ოდენ არა შეუდგეს, არამედ მოშურნეცა იყვნეს მისა მიმართ და იტყოდეს: „რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომელსა შენ ეწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“. და კუალად დრტჳნვიდეს, ვითარმედ: „რაჲსათჳს ჩუენ ვიმარხავთო, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?“ ; ; ხოლო ესენი იყვნეს ყოველთ...