მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 10:4

3. ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი.4. და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.5. ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10
4. და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ. და ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი და წინაშე მათსა ვიდოდის“ (10,2-4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არარაჲ დამაყენებელ არს, რაჲთა „მეკარედ“ გულისხმა-ვყოთ აქა მოსე, რამეთუ მისდა რწმუნებულ იყვნეს აქა სიტყუანი ღმრთისანი. „და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინონ“. რამეთუ ვინაჲთგან იგინი „მაცთურით“ ჰხადოდეს მას, ენება თავადსა, რაჲთამცა უჩუენა მათ, ვითარმედ არა ჯერ-არს მათისა ურწმუნოებისათჳს მისა „მაცთურით“ ხდაჲ. რამეთუ იგინი თჳთ არა უსმენდეს მას, არცა შეუდგეს, ვითარცა ცხოვარნი, არამედ განდგომილ იქმნნეს მისგან. რამეთუ ვინაჲთგან მწყემსისა მის საქმჱ ესე არს, რაჲთა კარით შევიდეს, და იგი კარით შევიდა, რომელიცა მას ურჩ ექმნა და არა შეუდგა, არა სამე ცხოვარი იყო. რამეთუ რომელნიცა ცხოვარნი იყვნეს, შეუდგეს მას, და რომელნიცა არა შეუდგეს, მათ არა თუ მისსა მწყემსობასა ავნეს, არამედ თავნი თჳსნი ცხოვართაგან უცხო-ყვნეს თჳსითა უკეთურებითა. ხოლო ქუემორე კუალად უკუეთუ გესმეს, რომელ თავსა თჳსსა „კარად“ სახელ-სდებდეს, ნუ გიკჳრს, რამეთუ იგი „კარადცა“ სახელ-სდებს თავსა თჳსსა და „მწყემსადცა“ და „ცხოვრად“ და თჳთოსახედ ქადაგებს თჳსსა განგებულებასა, რამეთუ რაჟამს მამისა მიმიყვანებდეს ჩუენ, „კარად“ უწესს თავსა თჳსსა და „გზად ცხორებისად“, ხოლო ოდეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიხედნა იესუს, ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“ (1,36).:

...მთჳს“. და იხილე, ვითარ ესრეთცა უმჯობჱს იყო, რამეთუ ვინაჲთგან მცირე ნაბერწყალი დააგდო, მეყსეულად საჴმილი იგი აღეტყინა. რამეთუ რომელნი-იგი პირველ არა ისმენდეს სიტყუათა მათ, უკუანაჲსკნელ იტყოდეს, ვითარმედ: „ყოველი, რომელი თქუა იოვანე მისთჳს, ჭეშმარიტ იყო“. და მერმე კუალად უკუეთუმცა მიმოვიდოდა და ქადაგებდა მას, ჰგონებდესმცა, ვითარმედ კაცობრივითა რაჲთმე მოსწრაფებითა იქმს საქმესა ამას, და არამცა სარწმუნოდ აქუნდა წამებაჲ მისი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი მას, და მისდევდეს იესუს“ (1,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: სხუანიცა იყვნეს მოწაფენი იოვანესნი, გარნა იგინი არა ოდენ არა შეუდგეს, არამედ მოშურნეცა იყვნეს მისა მიმართ და იტყოდეს: „რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომელსა შენ ეწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა“. და კუალად დრტჳნვიდეს, ვითარმედ: „რაჲსათჳს ჩუენ ვიმარხავთო, და მოწაფენი შენნი არა იმარხვენ?“ ; ; ხოლო ესენი იყვნეს ყოველთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მვ ვითარმედ სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა, რამეთუ უმეტესად მისგან განბრწყინდეს წმიდანი:

...ათუმცა ბევრეულნი მკუდარნი აღადგინნეს, არა თუმცა ხოლო უსარგებლო იყო საქმე იგი, არამედ მაც-თურადცამცა შეირაცხნეს.

ესრეთ უკუე სათნოებით მოქალაქობაჲ არს ბრწყინვალე და იგი მოიყვანებს მადლსა ღმრთისასა კაცსა ზედა. გულისჴმა-ყავთ, რამეთუ იოვანე, რომელი-იგი უმეტეს იყო შორის ნაშობთა დედათაჲსა, „სასწაული არცა ერთი ქმნა“, ვითარცა წერილ არს მისთჳს, არამედ საკჳრველ იყო ყოველთა მათ შორის ერთა; ელია ვინაჲ საკჳრველ იქმნა? არა კადნიერად მხილებითაა მეფისაჲთა და შურითა საღმრთოჲთა და უპოარებითა და მთათა შინა და ქუაბთა მკჳდრობითა, შემოსილი ხალენითა? და ამის ყოვლისა შემდგომად ქმნნა სასწაულნი; კუალად, იობისი რომელი სასწაული იხილა ეშმაკმან და განკჳრდა? სასწაული არცა ერთი, არამედ მოქალაქობაჲ საღმრთოჲ და მოთმინებაჲ ფრიადი; დავით რომელი სასწაული ქმნა სიჭაბუკესა თჳსსა, ოდეს თქუა უფალმან: „ვპოე დავით, ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი?“ ; (შდრ. 1 მეფ. 16, 1,12) აბრაჰამ და ისაკ და იაკობ რომელნი მკუდარნი აღადგინნეს, რომელი კეთროანი განწმიდეს? არა უწყითა, რამეთუ სასწაულნი, უკუეთუ არა ფრთხილ იყოს მოქმედი მათი, დიდად ავნებენ, ვი-თარცა მრავალთა შეემთხჳა კორინთეს შინა და ჰრომეს? ამისთჳს სიმონ განვარდა, ამისთჳს, რო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა ეტყებდით. მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეული არს. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ“ (11,16-19).:

...თა ადგილთა მივიდოდა, ყოველსავე იქმოდა ცხორებისა მათისათჳს.

ხოლო იოვანე ყოვლითურთ მარხვისა და მოღუაწებისა გზაჲ შეიკრძალა, რაჲთა ესრეთ წამებაჲ და ქადაგებაჲ მისი სარწმუნო იყოს. და კუალად მან არარაჲ ქმნა სხუაჲ, გარნა მოქალაქობაჲ ხოლო მოღუაწებისა ფიცხლისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იოვანე სასწაული არაჲ ქმნა“; ხოლო უფალსა სასწაულთა მათგან საკჳრველებათა დიდი აქუნდა წამებაჲ, და ბრწყინვიდა სახელი მისი ყოველსა ქუეყანასა საქმეთა მათთჳს ცნობისა უაღრესთა. რამეთუ განაწესა იოვანესი მარხვითა და მოღუაწებითა ფრიადითა სახელოვნობაჲ, ხოლო თავადი კუალად სასწაულთა მიერცა განთქუმულ იყო და, სადა-იგი ჯერ-არნ, მეზუერეთაცა და ცოდვილთა თანა ჭამნ და სუამნ ცხორებისა მათისათჳს.

ხოლო უგუნურთა მათ ჰურიათა უკუეთუ მარხვაჲ და მოღუაწებაჲ სთნდა და საკჳრველად აქუნდა, უჴმდა სმენაჲ იოვანესი და შეწყნარებაჲ ქადაგებისა მისისაჲ, რომელი-იგი ქრისტეს შეაწყნარებდა მათ. კუალად, უკუეთუ მისი იგი მოღუაწებაჲ მძიმე უჩნდა, უჴმდა შეწყნარებაჲ ქრისტეს სიტყუათაჲ და სარწმუნოებად მისა მოსლვაჲ, რომელი სამეუფოსა და სა-შოალსა გზასა ვიდოდა მათისა ცხორებისათჳს. გარნა იგინი მიემსგავსნენ მჴეცსა ველურსა, ორკერძოვე შემფრთხალსა. ამისთჳსცა ორსავე წინა აღუდგებოდეს, რაჲთა არა მიიღონ ყოვლადვე კურნებაჲ,...

სრულად ნახვა