...არკ. 2,5-7); და კუალად, ოდეს თქუა, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს, სიკუდილსა არა მიეცეს“, ; (8,51-52) ეშმაკეულით ჰხადოდეს; და რაჟამს თქუა: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“, ; (14,10-11); (17,21) დაუტევეს იგი და დაბრკოლდეს. და უკუეთუ ამათ სიტყუათათჳს ესრეთ დაბრკოლდეს, უკუეთუმცა ყოვლადვე ესევითართა იტყოდა, ოდესმცა ისმინეს მისი? არამედ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამცნო მამამან, ესრეთ ვიტყჳ“, და კუალად, ვითარმედ: „მე თავით ჩემით არარას ვიტყჳ“, ; (12,49); (14,10) მაშინ ჰრწმენა მისი, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ამათ სიტყუათათჳს მრავალთა ჰრწმენა მისი“. ხოლო აწ, უკუეთუ მდაბალთა სიტყუათა მეტყუელებაჲ სარწმუნოებასა მოატყუებდა და მაღალთაჲ - ურწმუნოებასა, ვითარ არა სრულიადი უგულისხმოებაჲ არს არაძებნაჲ მიზეზისაჲ, რომლისათჳს ესრეთ მდაბალთა მეტყუელებდა, ვითარმედ მსმენელთა მათ უძლურებაჲ იყო? ვითარცაიგ...
სახარებაჲ იოვანესი 10:38
37. უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი.38. უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ, რაჲთა სცნათ და უწყოდით, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს, და მე მამისა თანა.39. ეძიებდეს კუალად შეპყრობად მას, და განვიდა ჴელთაგან მათთა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10