თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ აღასრულა სიტყუაჲ თჳსი და გამოაჩინა მტკიცედ, ვითარმედ არარაჲთ უდარეს არს მამისა, არამედ ყოვლითურთ სწორ მისა არს? რამეთუ ვინაჲთგან არსებისა მისისა ხილვად ვერ ძალ-ედვა, ამისთჳს საქმეთა სწორებისა მიერ ყო ყოველივე, გამოჩინებაჲ განუყოფელობისა მისისაჲ მამისაგან და სწორებაჲ მის თანა. ხოლო უთხრა, სარწმუნოებაჲცა ვითარ უჴმდა ქონებად:
სახარებაჲ იოვანესი 10:37
...ჲ იქმნებოდა, უკუეთუმცა ეთქუა: მამაჲ, რომელი არს ჩემ თანა, იტყჳს სიტყუათა; გარნა ორნი პირნი თქუნა აქა, სწავლისათჳს და სასწაულთათჳს, გარნა ამისთჳს, რამეთუ სიტყუანი მისნი საქმე იყვნეს. ხოლო ვითარ იქმს მამაჲ? რამეთუ უფალი სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ არა ვიქმ საქმე-თა მამისა ჩემისათა, ნუ გრწამს ჩემი“. და ვითარ აქა მამასა იტყჳს მოქმედად? გარნა ამითცა სიტყჳთა მასვე მოასწავებს, ვითარმედ არარაჲ არს განყოფაჲ შორის მამისა და ძისა. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: „არამცა ქმნა სხჳთა სახითა მამამან, არამედ ვითარცა მე; არცა მე ვიქმ სხჳთა სახითა, არამედ ვითარცა მამაჲ“. და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“, რამეთუ მუნ შეუცვალებელობასა მას საქმეთასა მოასწავებდა, ხოლო აქა - ერთობასა. უკუეთუ კულა მდაბლად ჩანს ამათ სიტყუათა მიერ, ნუ გიკჳრს, რამეთუ პირველად თქუა, ვითარმედ: „არა გრწამსა?“ და მერმეღა იწყო ამათ სიტყუათა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳს, რაჲთა სარწმუნოებად მოიყვანნეს, რამეთუ განმკითხველი არს იგი გულთაჲ და ყოველივე დაფარული იცოდა....
...ლსაცა პავლეს ეშინოდა ამის საქმისაგან, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თჳნიერ მისა, რომელმან დაამორჩილა მას ყოველი“. ხოლო სწორებასა მისსა მამისა თანა კუალად მოასწავებს სხუასა ადგილსა და იტყჳს: „უკუეთუ არა ვიქმ საქმეთა მომავლინებელისა ჩემისათა, ნუ გრწამს ჩემი“; და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“; ; (14, 10-11); (17,21) და კუალად: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“. რამეთუ ძალისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“, და ჴელმწიფებისათჳს იტყოდა: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“, რომელ-ესე შეუძლებელ არს ამის ყოვლისა თქუმაჲ, უკუეთუმცა სხჳსა არსებისა და ბუნებისაჲ იყო და არამცა მისი თანასწორი იყო; რამეთუ სიტყუაჲ, რომელი იტყჳს, ვი-თარმედ: „რაჲთა პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“, და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმ...
...ასა, ხოლო ჰურიანი არა ესრეთ. ხედვიდეს მას, ვითარ განასხამნ ეშმაკთა, და არა თუ ოდენ ამას იტყოდეს, თუ უზეშთაეს მამათმთავრისა არს, არამედ ეშმაკეულითცა ჰხადოდეს. ამისთჳს უფალი იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამს ჩემი. უკუეთუ ვიქმ, დაღათუ ჩემი არა გრწმენეს, საქმეთაჲ გრწმენინ“. და ესრეთ ჰრწმენა საქმეთაჲ დედაკაცსა მას. ამისთჳსცა უფალმან უწყოდა, ვითარმედ საქმეთაებრ შჯის იგი, დაუტევა იაკობისთჳს სიტყუაჲ და წყლისა მისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან სუას წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალად, ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე“. რამეთუ ესმა პირველად დედაკაცსა მას „წყალი ცხოველი“ და ვერ გულისხმა-ყო, არამედ ჰგონებდა, თუ „წყლად ცხოველად“ წყაროსა იტყჳს ხილულსა, დაუწყუედელად მდინარესა. ამისთჳს ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: „რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე, არა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“. ამათ სიტყუათა მიერ გულისხმა-უყო, ვითარმედ არარას ხილულსა ეტყჳს მას, რამეთუ რომელმანცა ხილულმან წყალმან ქმნა, რაჲთამცა ერთგზის მიღებითა არღარა შეუნდო წყურილად, არამედ ექმნამცა წყაროდ მის შორის? და ესე რაჲ ესმა, ჰრწმ...
...გკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, რამეთუ კაცი ხარ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ“, არა დაჰჴსნა სიტყუაჲ იგი მათი, არამედ უფროჲსად დაამტკიცა და ჰრქუა: „უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი; უკუეთუ ვიქმ, დაღათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენენ“. ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან იგინი იგონებდეს, ვითარმედ: „ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა“, თავადმან სხუაჲცა სასწაული ღმრთეებისა თჳსისაჲ აჩუენა და სახე დიდი მამისა თანასწორებისაჲ. რამეთუ იგინი იგონებდეს, თუ მიტევებაჲ ცოდვათაჲ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, ხოლო თავადმან დაფარულნიცა გულთა მათთანი გამოაცხადნა, რომელ ესეცა ღმრთისა საქმე არს. რამეთუ მათ სიტყუაჲ ესე არა გამოაცხადეს, არამედ გულთა შინა იგონებდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მუნ ვიეთმე მწიგნობართა თქუეს გულთა თჳსთა, ვითარმედ: ესე გმობს. იცნოდა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენ-თა?“ (9,3-4).
ხოლო ცნობაჲ დაფარულთა გულისათაჲ ჭეშმარიტად მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „შენ იცნი გულნი ჩუენნი მხოლომან“; და კუალად იტყჳს: „რომელი...