მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 10:34

33. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ.34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა სჯულსა, ვითარმედ: მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ?35. უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, და ვერ ჴელ-ეწიფების დაჴსნად წერილი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10
34. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა სჯულსა, ვითარმედ: მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოზ მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა მისისა, შეეშინა მისლვად მუნ; და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა. და მოვიდა და დაეშენა ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს“ (2,21-23).:

...ხილენ ესე ყოველნი სახენი და გულისჴმა-ყავ, ვითარმედ არა სარგებელ არს მშობელთა სიკეთე, უკუეთუ ჩუენ არა კეთილად ვიქცეოდით. გითხრა სხუაჲცა უსაკჳრველესი: ისრაჱლთა შვილ ღმრთისა ეწოდა, ვითარცა წერილ არს: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი“, ; არამედ არაჲ ერგო პატივისა ამისგან, ვინაჲთგან ურჩულო იქმნეს. რამეთუ რომელი შვილ ღმრთისა იწოდოს, უკუეთუ არა ღირსად სახელისა მის მოქალაქობდეს, უძჳრესადღა დაისაჯების. და ესე ძუელსაცა და ახალსაცა შჯულსა იხილვების, რამეთუ იტყჳს იოვანე ღმრთისმეტყუელი: „ხოლო რავდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“. არამედ ამათ შვილთაგანნი მრავალნი იპოებიან განმცემელ თჳსისა მის აზნაურებისა და შთავარდებიან ცოდვათა და იქმნებიან შვილ წარწყმედისა და მკჳდრ ჯოჯოხეთისა.

ხოლო ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა არცა სიმდიდრისათჳს, არცა დიდებულთა შვილებისათჳს ვზუაობდეთ; ნუცამცა სიგლახაკისათჳს შეურვებულ ვართ, არამედ მას ოდენ ვეძიებდეთ სიმდიდრესა, რომელი საქმეთა მიერ კეთილთა იქმნების, და სიგლახაკისა მისგან ვივლტოდით, რომელი ცოდვათა მიერ მოიწევის, რომლისათჳსცა მდიდარი იგი ყოველთა უგლახაკეს იპოა,...

სრულად ნახვა