...სა მის ცხოველისა ჴსენებითა მოიზიდა იგი, და ესრეთ მცირედ-მცირედ მოეჴსენა მას, ვითარ ასმიოდა სამე წერილი, და მერმეღა გამოუცხადა თავი თჳსი, ხოლო პირველითგან ვერ იტჳრთვიდა იგი, რაჲ-თამცა წერილისა სიტყუათაჲ ჰრწმენა. და ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გჳთხარ ჩუენ“, და არარაჲ ჰრქუა, ხოლო ამას თჳნიერ გამოძიებისა გამოუცხადა თავი თჳსი, რამეთუ იცოდა, ვითარმედ მისი გონებაჲ წრფელი იყო, ვიდრე ჰურიათაჲ; რამეთუ იგინი კიცხევისათჳს ჰკითხვიდეს, თუ არა, უკუეთუმცა უნდა ცნობის, კმა იყვნეს სასწაულნი და სწავლანი და წერილთა სიტყუანი გამოჩინებად მისა, ხოლო ესე წრფელითა გონებითა ეტყოდა, და ამისთჳს ადრე ჰრწმენა, ესმა რაჲ, და სხუანიცა მოიზიდნა მისა მიმართ. და ყოველთაგან დიდ არს სარწმუნოებაჲ დედაკაცისაჲ მის.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ამას ოდენ სიტყუასა მოვიდეს მოწაფენი მისნი და დაუკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?“ (4,27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად თჳსსა ჟამსა მოვიდეს, აღ-რაჲ-სრულებულ იყო სწავლაჲ დედაკაცისა მის მიმართ. ხოლო დაუკჳრდა მათ მისი იგი სიმდაბლჱ მიუწდომელი, რამეთუ ესევითარი დიდებული თავს-იდებდა გლახაკსა და სამარიტელსა დედაკაცსა ესრეთ სიმდ...