...წამს; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს“ (10,25). ვითარცა-იგი მათგანნი, რომელნი უმოლხინესრე იყვნეს, იტყოდეს: „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითართა სასწაულთა საქმედ?“ და: „ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ბრმისა თუალთა ახილვად?“ და კუალად იტყოდეს: „ნუუკუე ესე არს ქრისტე?“ და: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესი სასწაული ქმნესა?“ ვინაჲთგან უკუე რომელთა ესეოდენთა საქმეთაგან არა დაირწმუნეს, და იგინი იჩემებდეს მცირედითა სიტყჳთა დარწმუნებად, იხილეთ, ვითარ არცხუენს მათსა უკეთურებასა, ვითარმედ: უკუეთუ საქმეთაჲ არა გრწამს, სიტყუათაჲ ოდეს დაირწმუნოთ? „არამედ თქუენ არა გრწამსო, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი“ (10,26), ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი ჩემგან ჯერ-იყო საქმედ, ყოველივე მიქმნიეს. უკუეთუ კულა თქუენ არა შემომიდგეთ, ესე არა ამისთჳს არს, რომელ არა მწყემსი ვარ, არამედ ამისთჳს, რომელ თქუენ არა ცხოვარნი ხართ.
სახარებაჲ იოვანესი 10:21
20. და იტყოდეს მრავალნი მათგანნი: ეშმაკეულ არს და ცბის. რაჲსა ისმინეთ მისსა?21. და სხუანი იტყოდეს: ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფების ბრმისა თუალთა ახილვად?22. და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს; ზამთარი იყო.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10