...რომელ არს შჯული შჯულისა წილ.
რამეთუ შეცვალა მან სახჱ იგი წესთა მათ პირველთაჲ და გამოაბრწყინვა სინათლჱ, ჭეშმარიტებაჲ მახლობელთა მიმართ და შორიელთა, რომელ არიან ერნი ზეცისანი და ქუეყანისანი, რომელნი ერთ სამწყსო ყვნა მიზეზითა კაცთმოყუარებისაჲთა, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „იყვნენ იგინი ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“, რამეთუ შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა და ზოგად აუწყა მრავალსახჱ იგი მიუწდომელობაჲ განგებულებისა თჳსისაჲ, რამეთუ რომელმან ჟამთა ბუნებისა საზღვარი განაწესა, ჟამთა რიცხუსა მორჩილ იპოვა ბუნებითა მით, რამეთუ ჩუენგან მიიღო და ტაძარსა მას ჴორცთა ბუნებისასა დაფარა სავსებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ, რომლისა შუენიერებამან დაფარნა ცანი.
რამეთუ შანთი იგი აუგებელი შეეზავა აგებულებასა ნივთიერსა ბრძმეთსა მას შინა სიწმიდისასა, რომელ არს უბიწოჲ მშობელი მისი, რომელსა შორის საიდუმლოდ დამკჳდრებითა თჳსითა უქცეველად აღასრულნა ქადაგებანი პირველ უწყებულთანი სულისა მიერ, რომელნი სურვიელად მოელოდეს და სწადოდა, რაჲთა იხილონ ქადაგებული მათი, რომელსა აწ ღმრთისა სიტყუამან სახიერებითა თჳსითა ღირს-მყვნა ჩუენ, ერი ესე ახალი, რომელთა მიწოდა უცხოთაგან სამსახურებელთა და აღმიშენა სახლი სულიერი საფუძველსა ზედა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთასა, რომლისა საფუძველნი შეურყევ...