მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 10:15

14. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.15. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს.16. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10
15. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურ-თიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,12).:

...იქმნების. ხოლო არა ესრეთ ლიტონი სიყუარული თქუა, არამედ სახჱცა მისი გამოაჩინა, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“. კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა სიძულილისაჲ არს წარსლვაჲ მისი მათგან, არამედ სიყუარულისაჲ. და უფროჲსად უჴმდა განკჳრვებაჲ ამისთჳს, რამეთუ „თქუენთჳს სულსა ჩემსა დავსდებო“, ; (15,13) არამედ ესრეთ არასადა თქუა ესე, ვითარ ამას ადგილსა. გარნა ზემორე იტყოდა მწყემსისა მისთჳს კეთილისა, ხოლო აქა ასწავებს მათ სიყუარულსა და უჩუენებს სიდიდესა მისსა და თავსა თჳსსაცა გულისხმა-უყოფს მათ, თუ ვინ არს. ხოლო რაჲსათჳს ყოველსა ადგილსა განადიდებს სიყუარულსა? ამისთჳს, რამეთუ იგი არს სასწაული მოწაფეთაჲ, ესე არს აღმასრულებელი სათნოებისაჲ, და ამას პავლე გამოაჩინებს, ვითარცა ერთგული მოწაფჱ ქრისტესი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა გამცნებ თქუენ. არღარა გეტყჳ თქუენ მონა, რამეთუ მონამან არა უწყინ, რასა ჰყოფნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობარ, რამე-თუ [ყოველი], რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ“ (15,14-15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე ეტყოდა, ვითარმედ: „მრავალი მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ ვერ ძალ-გიც აწ ტჳრთვად“?

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ზეცით მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“ (3,31-32).:

...ჳს, და აწ კუალად სიმდაბლედ მოიყვანა, ვითარმედ: „რომელი იხილა და ესმაო“, და ესე სიტყუანი კაცობრივნი არიან. ხოლო მან არა თუ სმენითა და ხილვითა იცოდა, რაჲ-იგი იცოდა, არამედ ყოველივე ბუნებით აქუნდა, რამეთუ სრულად გამოსრულ არს წიაღთაგან მამისათა, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „რომელი იხილა და ესმა, მას წამებს“? გარნა რამეთუ ჩუენ ამათ ორთა საცნობელთა მიერ დავამტკიცებთ ყოველსა საქმესა, ხილვითა და სმენითა, და რომელი გუეხილვოს ანუ გუასმიოდის, იგი სარწმუნო არს ჩუენ მიერ, ეგრეთვე იოვანე ამას დაამტკიცებდა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „რომელი იხილა და ესმა“, ესე იგი არს, ვითარმედ არარაჲ მისთა თქუმულთაგანი ტყუვილ არს, არამედ ყოველი ჭეშმარიტ, რამეთუ არა უცნაურთა საქმეთა მეტყუელი არს, რაჲთამცა რაჲ არა იცოდა და მას იტყოდა, არამედ ყოველი რომელი უხილავს და იცის ჭეშმარიტებით, მას ასწავებს. რამეთუ თჳთცა უფალი რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მესმის, ვშჯი“, და: „რაჲ-იგი მესმა მამისაგან, მას ვიტყჳ“, და რასაცა ესევითარსა იტყოდის, არა თუ ამისთჳს იტყჳს, რაჲთამცა ვცნათ, თუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...ხოლო არსებაჲ იგი ბუნებისა ღმრთისაჲ არავის უხილავს, ეგრეთვე ვიცით მრავალთა ღმერთი, ხოლო არსებაჲ მისი თუ რაჲ არს, არავინ უწყის, გარნა მხოლომან, რომელი იშვა მისგან. რამეთუ ცნობად აქა ჭეშმარიტსა ხილვასა და მეცნიერებასა იტყჳს, ვითარ-იგი აქუს მამასა ძისათჳს, რამეთუ იტყჳს: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“. ამისთჳსცა იხილე, მახარებელი ვითარითა ძალითა იტყჳს. რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ღმერთი არასადა ვინ იხილა“, არა თქუა, თუ: ძემან იხილა და მან გამოთქუა, არამედ: „რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუაო“. რამეთუ ხილვისა წიაღთა შინა ჯდომაჲ ფრიად უზეშთაეს არს, რამეთუ რომელი კიდეთა ჰხედვიდეს, თუმცა ყოველსავე გულისხმა-ჰყოფდა, რაჲთ შეუძლებელ არს? ხოლო რომელი წიაღთა შინა იყოს, ყოველივე უწყის მან კეთილად. და რაჲთა არა სთქუა, ვითარმედ: დაღაცათუ ყოველთასა უმეტესად უწყის, არამედ ვითარ არს ესრეთ, არა იცის, ამისთჳს თქუა მახარებელმან, ვი-თარმედ: „წიაღთა შინა მჯდომარე არს“, და თავადმან ქრისტე თქუა, ვი-თარმედ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი იგი“.

ჰკითხე უკუე წინააღმდგომსა მას, ვითარმედ: იცის მამამან ძე? და უკუეთუ სრულიად არა განცოფებულ იყოს იგი, თქუას მან, ვითარმედ: იცის იგი კეთილად და ვითარცა არს. და მერმე ამის სიტყჳსაგან დაუმტკიცე მას,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“; და: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელ-თაჲ ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“; და: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“; და: „მე და მამაჲ ერთ ვართ“. და ყოველსა ადგილსა განუყოფელობასა თჳსსა აჩუენებს მამისაგან.

ხოლო ჴელმწიფებასა თჳსსა აჩუენებს სიტყუათა მათ მიერ, რაჟამს ეტყოდა კეთროვანსა: „მნებავს, განწმიდენ!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ მაგისგან!“ და კუალად: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: ნუ კაც-ჰკლავ; ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს გეჰენიასა“. და მრავალსა ესევითარსა იტყჳს და იქმს, რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ერ-თიცა ოდენ ამათ სიტყუათაგანი კმა არს მისისა მის ჴელმწიფებისა გამო-ჩინებად, უკუეთუ ოდენ გულისხმა-ვინ-ჰყოფდეს სიტყუათა მათ და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან პოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოვოს იგი“ (10,39).:

...უმელისა მის მიღებაჲ. ამისთჳსცა იტყჳს უფალი იოვანეს თავსა შინა: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვას ცხოართათჳს“; არა ჴორცნი თქუა, არამედ სული. ხოლო დადებაჲ სულისაჲ, უწყით, ვითარმედ სიკუდილისათჳს თქუა. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს“. და კუალად იტყჳს: „მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი“, ნეფსითსა რაჲ მოასწავებდა სიკუდილსა და კუალად აღდგომასა. ესრეთ უკუე ყოველსა ადგილსა სიკუდილად დადებაჲ სულისაჲ ჩუეულ არს წერილთა შინა თქუმად, რაჲთა უაღრესისა მისგან უდარესი მოესწაოს. ამისთჳს აქაცა ესრეთ თქუა უფალმან: „რომელმან პოოს სული თჳსი“, - ესე იგი არს, რომელმან ჰრიდოს მას მიცემად სიკუდილდ, - „მან წარიწყმიდოს იგი“; „და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს“, - ესე იგი არს, რომელმან მისცეს იგი სიკუდილდ, - „მან პოოს იგი“, რაჟამს განარინოს საუკუნოჲსა მის წარწყმედისაგან, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი პოვნაჲ, და მკჳდრ-ყოს სასუფეველსა ცათასა.

აწ უკუე, ძმანო, ვინაჲთგან უკუეთუ სიკუდილი წინამდებარე იყოს და ელმოდის სულსა ჩუენსა და არა ენებოს, ბრძანებაჲ მოგჳღიეს, რაჲთა არა თუმცა მივერჩდით ამას ზედა, არამედ სრულიად მოვიძულოთ ი...

სრულად ნახვა