მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 10:14

13. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს.14. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.15. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10
14. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).:

...ისრაჱლ, მხილველნი იგი და მორწმუნენი ღმრთისანი; რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების ისრაჱლი - „გონებაჲ მხილველი ღმრთისაჲ“. აწ რომელნი-იგი არიან ესევითარნი, მათცა ეწოდების ერი ღმრთისა, და იგინი დაამწყსნა ქრისტემან, მწყემსმან მან კეთილმან, რომელმან თქუა: „მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ“. რომელნი-იგი იცნა, ვითარმედ მისნი არიან, მათცა ჰმწყსის და სული თჳსი დადვა ცხოვართათჳს.

ხოლო სხუანი იგი ჰურიანი, რომელთა არა ინებეს მეუფებაჲ მისი მათ ზედა, არამედ ნეფსით თჳსით იჯმნეს მისგან, არა ისრაჱლ არიან, არცა შვილ აბრაჰამისა, არამედ შვილნი არიან ეშმაკისანი, ვითარცა ეტყოდა მათ უფალი: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა“; (იოან. 8, 39,41) და მერმე გამოუცხადა, თუ ვინ არს მამაჲ მათი, და თქუა: „თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგანნი ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად“. ესევითარნი იგი არა იქმნეს სამწყსო ქრისტესა, არცა იგი მწყემს მათა, არამედ „მიეცნენ იგინი, ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა, და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ“. ჯერ-იყო უბადრუკთ...

სრულად ნახვა