მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:8

7. ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან.8. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს.9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
8. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა თჳთ იგი იყო ნათელი“ (1,8).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უკუეთუმცა არა ამის იჭჳსა განსაქარვებელად იტყოდა ამას სიტყუასა, რად საჴმარ იყო ამას ადგილსა ამისი თქუმაჲ? რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „მოივლინა, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“, რაჲსათჳსღა იტყჳს, ვითარმედ: „არა თჳთ იგი იყო ნათელი“? გარნა არა ამაოდ თქუა სიტყუაჲ ესე, არამედ ვინაჲთგან ჩუენ მიერ უდიდჱსად შერაცხილ არს, რომელი წამებდეს, ვიდრე რომელსა ეწამებოდის, და უსარწმუნოჱს, რაჲთა არავინ იოვანესთჳსცა ესევე მოიგონოს, ამისთჳს პირველითგან განაკრძალებს და აღჰჴოცს ბოროტსა ამას იჭუსა და ძირითურთ აღმოჰფხურის მას და გამოაჩინებს, თუ ვინ არს მოწამჱ იგი, ანუ ვინ არს წამებული იგი, და თუ რაბამი განყოფილებაჲ არს შორის მოწამისა მის და წამებულისა, და ვითარ უზეშთაეს არს წამებული იგი მოწამისა მის. და ვინაჲთგან ესე ქმნა და გამოაჩინა მისი იგი შეუმსგავსებელი უზეშთაესობაჲ, მიერითგან უშიშად იწყებს სიტყუად, და ყოველივე საეჭჳ სიტყუაჲ უგუნურთათჳს აღმოჰფხურა და ესრეთ იწყო დაუყენებელად სიტყუასა მას სწავლისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის