მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:6

5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.6. იყო კაცი მოვილინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე.7. ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
6. იყო კაცი მოვილინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).:

...ი-ესე დღეს აღმოვიკითხეთ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (1,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ზემო იოვანჱსთჳს იტყოდა, ვი-თარმედ: „მოვიდა, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“, და ვითარმედ: „აწ მოივლინა“, რაჲთა არავის ესმეს ესე და სიახლისა მისთჳს მოწამისა თქუას, ვითარმედ: წამებულიცა იგი ესრეთვე არს, ამისთჳს აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი უზეშთაეს ყოველთა ჟამთა ყოფისა მისისა მიმართ, რომლისა არასადა არს დასასრული, არცა დასაბამი. არამედ ამას ყოველსა ზედა მბრძოლნი იგი ღმრთეებისანი იტყჳან: ვითარ შესაძლებელ არსო, რაჲთამცა ძჱ დაუსაბამო იყოო? ჵ უბადრუკო, ღმრთისათჳს გეტყჳ, და შენ იტყჳ, თუ: ვითარ იყოს ესე? და არა გეშინის, არცა სძრწი; და უკუეთუ ვინ გკითხოს, ვითარმედ: ვითარ დაუსრულებელ და განუხრწნელ იყოს მას საუკუნესა ჩუენთა ამათ გუამთა ცხორებაჲ? ანუ: ვითარ უკუდავ არიან სულნი? შენ განჰკიცხავ მას, ვითარცა უგუნურსა, რამეთუ იკითხა საქმჱ, რომელი არა შესაძლებელ არს გონებისაგან კაცობრივისა, არამედ ოდენ რწმუნებაჲ ჯერ-არს და არა გამოძიებაჲ. და უკუეთუ შემოქმედი სულისა და ჴორცთაჲ ვთქუათ, ვითარმედ: დაუსაბამო არს, სახესა მის საქმისასა ეძიება ჩუენგან? და ვინ თქუ...

სრულად ნახვა