მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:4

3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა.4. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა.5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
4. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“ (1,4).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: თჳნიერ მისა, რაოდენი-რაჲ იქმნა დაბადებულთაგანი, არარაჲ ქმნილ არს.

ჰხედავა, ვითარ ერთითა ამით სიტყჳთა ყოველივე მოასწავა? და რამეთუ თქუა, ვითარმედ: „თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, ამით ყოველნივე ხილულნი და უხილავნი მოასწავნა, ხოლო სული წმიდაჲ განყო. თქუა რაჲ, ვითარმედ: „თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: უკუეთუ თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, სულიცა სადამე წმიდაჲ მის მიერვე ქმნულ არს, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „რაოდენი-რაჲ იქმნა“, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე დაბადებულთათჳს ვიტყჳ: „არცა ერთი რაჲ იქმნა თჳნიერ მისა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, ხოლო სული წმიდაჲ არა ქმნილთაგანი არს, არამედ შემოქმედი არს, ვითარცა ძჱვე, ხოლო მის მიერ იქმნა ყოველი, რაოდენი იქმნა, გინა თუ უხილავნი და უჴორცონი, ანუ თუ ცათა შინა მყოფნი. ჰხედავა სწავლასა ამას კეთილსა და უცთომელსა? რამეთუ თქუა დაბადებულთათჳს, რომელთათჳს ეთქუა მოსეს, მერმე მოიჴსენნა უხილავნიცა, ხოლო სული წმიდაჲ ყოვლისაგანვე განყო.

ეგრეთვე პავლე, ამის მადლისა მიერ აღვსებულმან, თქუა, ვი-თარმედ:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).:

...ისთჳს მაღალი მეცნიერებაჲ. ხოლო იოვანე ოდეს თავით თჳსით იტყოდის, მაშინ არღარა ესრეთ იქმს, არამედ უმაღლესისა მიმართ აღიყვანებს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს, ვითარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, და ვითარმედ: „ცხორებაჲ იყო“, და: „თჳსთა თანა მოვიდა“; და არა თქუა, თუ: მიიღო ჴელმწიფებაჲ, არამედ უფროჲსად იტყჳს, ვითარმედ: „მისცა ჴელმწიფებაჲ სხუათა შვილ ღმრთისა ყოფად“. და პავლე ეგრეთვე იტყჳს, ვითარმედ: „სწორ ღმრთისა“, ხოლო თავადი კაცობრივ ითხოვს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მიეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტჱ“ (17,2-3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ თქუა სხუათა მათ ღმერთთა წარმართთათჳს, რომელნი არა ღმერთ არიან, არამედ ეშმაკ, რამეთუ ეგულებოდა მათ წარმართთა მიმართ მათი წარვლენაჲ. ხოლო შენ რასა იტყჳ, მწვალებელო ბოროტო, ვითარმედ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არსა? ჵ დაბნელებულო! ესე სიტყუაჲ კერპთათჳს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი; სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე (7,40-41); სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა (7,12); ნუუკუე გალილეაჲთ მოსლვად არსა ქრისტე? არა წიგნი იტყჳსა, ვითარმედ ნათესავისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით?“ (7,41-42). და კუალად სხუანი იტყოდეს, ვითარმედ: „ქრისტე რაჟამს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს“ (7,27).:

...ვი-თარცა სიმრავლისა მის უწესოჲსა, რამეთუ არა თუ ისმენდეს კეთილად თქუმულთა მათ, რაჲთამცა ცნეს კეთილად. ამისთჳს უკუე უფალმანცა ამათ არარაჲ მიუგო, დაღაცათუ იტყოდეს, თუ: „ნუუკუე ქრისტე გალილეაჲთ მოვიდესა?“ ხოლო ნათანაელ უფიცხლესად თქუა და უშემაწუხებელჱსად, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად?“ და უფროჲსად აქო მაცხოვარმან, ვითარცა ჭეშმარიტი ისრაიტელი. რამეთუ ამათ ნიკოდემოსსცა ჰრქუეს, ვითარმედ: „გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“. არა თუ სწავლად და ცნობად ჭეშმარიტებისათჳს თქუეს, არამედ რაჲთამცა ოდენ განამტყუვნეს ქრისტესი იგი საქმჱ. ხოლო ნათანაელ ჭეშმარიტებისმოყუარჱ იყო და წერილნი ყოველნივე კეთილად ესწავლნეს და ამისთჳს იტყოდა სიტყუასა მას, და ესენი ოდენ ამისთჳს იყვნეს, რაჲთამცა არავინ ჰგონებდა მისთჳს, თუ ქრისტე არს. ამისთჳსცა არარაჲ გამოუცხადა მათ, რამეთუ იგინი თავისა თჳსისაცა წინააღმდგომსა იტყოდეს, რამეთუ ოდესმე თქჳან, ვითარმედ: „ვიცით, ვინაჲ არს“, და კუალად ოდესმე: „ბეთლემით მოვალსო“. ხოლო საცნაურ არს, ვითარმედ ცნესცა და წინააღუდგეს. რამეთუ აჰა ვთქუათ, თუ ადგილსა უმეცარ იყვნეს ნაზარეთს შინა აღზრდისა მისისათჳს, დაღაცათუ ესეცა შეუძლებელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი, და შეუდგეს იესუს“ (1,35-37).:

...სწავლაჲ. და ესრეთცა იქმნა, რამეთუ მი-რაჲ-ვიდეს მოწაფენი და ესმა მისგან ერთსა ოდენ მწუხრსა, არღარა მიიქცეს იოვანეს მიმართ, არამედ ესრეთ შეეყვნეს მას, რომელ საქმე იოვანესი მათ მიიღეს და ქადაგად გამოჩნდეს. რამეთუ ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „პოვა მან ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელსა ჰრქჳან ქრისტე“. იხილე, ვითარ იტყოდა რაჲ, ვითარმედ: „რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, პირველ ჩემსა იყო“, და ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მის-თასა განჴსნად“, და არავინ მოვიდა გულისხმის-ყოფად. ხოლო რაჟამს განგებულებისა მისისათჳს თქუა და სიმდაბლედ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, მაშინ შეუდგეს მას მოწაფენი. რამეთუ არა ესრეთ შეიყუარებენ ღმერთსა კაცნი, რაჟამს საშინელებაჲ რაჲმე და სიმდიდრე ესმოდის მისთჳს, ვითარ რაჟამს სახიერებაჲ და სიტკბოებისა სიტყუაჲ ესმოდის. რამეთუ ესმა რაჲ, ვითარმედ: „აღიხუამს ცოდვათა სოფლისათა“, მეყსეულად შეუდგეს, ვი-თარმცა იტყოდეს, ვითარმედ: უკუეთუ ცოდვათა განბანაჲ იქმნების, რად უდებ ვართ, ვინაჲთგან აქა არს უშრომელად განმწმედელი ჩუენი? არა უგუნურება არსა დროებაჲ? ისმინედ სიტყუაჲ ესე ცოდვილთა, რომელნი დღედმდე სიკუდილისა სდროებენ მოქცევასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დგა კუალად იოვანე. იხილა იესუ და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“ (1,35-36)...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (1,1).:

...უეყანისა უნდოჲსაჲ, რომელი არარას კეთილსა გამოიღებდა, რამეთუ გალილეასა შეასმენდეს მწიგნობარნი და იტყოდეს: „იხილეთ, რამეთუ გალილიაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“. და იტყოდა ჭეშმარიტი იგიცა ისრაიტელი, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?“ და ამის ესევითარისა ქუეყანისაჲ იყო ნეტარი ესე, ხოლო მამისა გლახაკისა მეთევზურისაჲ, ტბასა შინა მცირესა იქცეოდეს და კერვიდეს ბადეთა, რომელ ესეცა სიგლახაკისა სასწაული არს; და ესრეთ მიუწოდა მას ქრისტემან ძმასა მისსა თანა. ხოლო სწავლისათჳს რადღა საჴმარ არს თქუმად? რამეთუ თჳთ ამას ჴელოვნებასა მეთევზურობისასა ფრიადი უსწავლელობაჲ შეუდგს, რამეთუ რომელი-იგი მარადის მეთევზურობასა შინა იყო, ოდესმცა ესწავა წერილისაჲ რაჲმე? და ესრეთ ამან მეთევზურმან, რომელი ტბათა შინა იქცეოდა და თევზთა თანა; ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსა მოსრულ იყო მამისა გლახაკისა ძჱ და გლახაკი ფრიად და უსწავლელი სრულიად, რომელსა არცა პირველ ესწავა წერილისაჲ, არცა უკუანაჲსკნელ ისწავა, ვინაჲთგან შეუდგა ქრისტესა.

ვიხილოთ, თუ რასა იტყჳს, ანუ რომელთა საქმეთათჳს? ნუუკუე უნდოსა რასმე იტყჳსა და მეთევზურობისათჳს და საქმეთა სოფლისათა, რამეთუ ესე არიან სიტყუანი მეთევზურთანი? გარნა ამან არცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან“ (16,16-17).:

...7).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისა პირველცა, ოდეს-იგი იგუემებოდეს ნავითა ღელვათა შინა და მოვიდა მათა იესუ და ღელვანი იგი დააცხრვნა, მოუჴდეს მოწაფენი და თაყუანის-სცეს და ეტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“, და არა მისცა მათ ნეტარებაჲ; და კუალად ნათანაელ ჰრქუა: „რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფე ისრაჱლისაჲ“, და არარაჲ ნეტარებაჲ მისცა, არამედ უფროჲსად, ვითარცა ვერ სრულსა გულისჴმის-ყოფასა მოსრულსა, აყუედრა და ჰრქუა: „რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე ქუეშე ლეღუსა, გრწამს; უფროჲსი ამისა იხილო“.

რაჲსათჳს უკუე მათცა ესევე სიტყუაჲ ჰრქუეს და ვერ მიიღეს ნეტარებაჲ ესევითარი, ხოლო პეტრეს ესრეთ დიდებული მიანიჭა ნეტარებაჲ? ესე ამისთჳს, რამეთუ მათ დაღაცათუ ძედ ღმრთისა სახელ-სდვეს, არამედ ვითარცა მრავალთა წმიდათა სახელ-ედვა ძედ ღმრთისა, მადლითა მისმიერითა და არა ბუნებით, ეგრეთ მათ გულისჴმა-ყვეს, უაღრეს სხუათა ყოველთასა მიწევნულად მადლსა მას ძეობისა ღმრთისასა, ეგრეთვე ნა-თანაელცა, და ვერ მისწუთეს გულისჴმის-ყოფად ჭეშმარიტსა მას ძეობასა მისსა და ბუნებისა მისგან და არსებისა მამისა შობასა. ხოლო აწ პეტრე ბუნებითა მით არსებისაჲთა და შობითა მით დაუსაბამოჲთა ძედ ღმრთისა აღიარა და სახელ-სდვა მას, ამისთჳს ღი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ისათხევლიდეს რაჲ სათხეველითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე. და ჰრქუა მათ: მოვედით, შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე იგი და შეუდგეს მას“ (4,18-20).:

...ცემულ იყო ნათლისმცემელი საპყრობილედ. ხოლო ესე წოდებაჲ, მათეს მიერ აღწერილი, შემდგომად იოვანეს წინამორბედისა მიცემისა იქმნა, და მუნ ანდრეა უწოდა პეტრეს, ხოლო აქა ორთავე - იესუ. და კუალად იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „მიხედნა იესუ სიმონს და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე“. ხოლო ვითარცა აქა მათე გუაუწყებს, პირველვე წოდებულ იყო პეტრე, რომელ არს კლდე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი“. და კუალად იგი წოდებაჲ სხუასა ადგილსა იყო და ესე - სხუასა. და ესრეთ მრავლით სახით საცნაურ არს, ვითარმედ ესე წოდებაჲ მეორე იყო. რამეთუ მაშინ ესმნეს სიტყუანი უფლისანი და შეუდგეს და მერმე, იხილეს რაჲ იოვანე საპყრობილეს შეყენებული და იესუ განეშორა მათ ადგილთაგან, დაუტევეს იგი და კუალად თჳსსა ჴელოვნებასა მიექცეს. ამისთჳს პოვნა იგინი, ისათხევლიდეს რაჲ.

და იხილე მორჩილებაჲ მათი და სარწმუნოებაჲ, რამეთუ ჴელთა რაჲ შინა მათთა იყო საქმე იგი და უბრძანა მათ, მეყსეულად დაუტევეს და შეუდგეს მას. არა დრო-სცეს, არცა თქუეს: წარვიდეთ სახედ ჩუენდა და ვეზრახნეთ თჳსთა ჩუენთა, არამედ ყოველივე დაუტევეს, ყოველივე უგულებელს-ყვეს და შეუდგეს მას. რამეთუ ესევითარსა მორჩილებასა ეძიებს ჩუენგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაჱლისა. და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოზ მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა მისისა, შეეშინა მისლვად მუნ; და ბრძანებაჲ მოიღო ჩუენებით და წარვიდა ქუეყანად გალილეაჲსა. და მოვიდა და დაეშენა ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ნაზარეთ, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველ ეწოდოს“ (2,21-23).:

...მუნ იშვა ქალწულისაგან, და ნაზარეთს აღიზარდა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველივე წინაწარმეტყუელთა მიერ პირველვე აუწყა ღმერთმან სოფელსა. და ამისთჳსცა ზრდილობაჲ იგი ნაზარეთისაჲ უფროჲსად გამოძიებად აღადგენდა ერსა მისთჳს, ვითარცა-იგი ნათანაელ ამის გამოძიებად მოვიდა და ჰრქუა: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილი რაჲმე ყოფად?“ რამეთუ შეურაცხი იყო სოფელი იგი და ყოველი იგი კერძო გალილეაჲსი. ამისთჳსცა იტყოდეს ფარისეველნი: „გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“. არამედ უფალსა არა სირცხჳლ-უჩნდა წოდებად შეურაცხისა მის ქალაქისა მოქალაქედ, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არარაჲ კაცობრივი საჴმარ იყო მისდა. და მოწაფენიცა თჳსნი გალილეაჲთ გამოირჩინა, რაჲთა გულისჴმა-გჳყოს, ვი-თარმედ უკუეთუ სათნოებანი მოვიგნეთ და შიში ღმრთისაჲ გუაქუნდეს, არარაჲ კაცობრივი გუეჴმაროს ჩუენცა.

ამისთჳს უფალმან ყოველივე მდაბალი და შეურაცხი თავს-იდვა და არცა სახლი აქუნდა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“; და ჰეროდესგან ივლტოდა; და იშვა რაჲ, ბაგასა მიიწვინა; და დედაჲ არა მდიდართაგან გამოირჩია, რაჲთა ამით ყოვლითა ზუაობისა ვნებაჲ გა...

სრულად ნახვა