მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:34

33. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა.34. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ.35. ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
34. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი, და შეუდგეს იესუს“ (1,35-37).:

...(იოან. 1,27) და ვითარმედ: „იგი ნათელს-სცემს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; და ვითარმედ: „ვიხილე სული წმიდაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა“; და წამა, ვითარმედ: „ესე არს ძჱ ღმრთისაჲ“. და არავინ ისმინა მისი, არცა ვინ ჰკითხა, თუ: ვისთჳს იტყჳ ამას? ხოლო მან კუალად თქუა, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“, და ესრეთცა არა მოვიდეს გულისხმის-ყოფად. ამისთჳს აიძულა კუალად თქუმად მათვე სიტყუათა, რაჲთა სიტყჳთა თჳსითა, ვითარცა საჴნველითა, ფიცხელი იგი ქუეყანაჲ გონებათა მათთაჲ მოჴნას, და დასთესა მას შინა თესლი კეთილი. ამის-თჳსცა განაგრძობს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ ერთი იყო მოსწრაფებაჲ მისი - რაჲთამცა ოდენ ქრისტე გულისხმა-უყო მათ. რამეთუ იცოდა, ვითარმედ უკუეთუ ოდენ იცნან იგი, არღარა იჴმარონ სხჳსაგან მისთჳს სწავლაჲ. და ესრეთცა იქმნა, რამეთუ მი-რაჲ-ვიდეს მოწაფენი და ესმა მისგან ერთსა ოდენ მწუხრსა, არღარა მიიქცეს იოვანეს მიმართ, არამედ ესრეთ შეეყვნეს მას, რომელ საქმე იოვანესი მათ მიიღეს და ქადაგად გამოჩნდეს. რამეთუ ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „პოვა მან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მე თქუენცა სიტყუაჲ ერთი; უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ (21,24-25).:

...ნჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა“; ; და ვი-თარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და ვითარმედ: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. და კუალად თქუა: „ზეგარდამომავალი ყოველთა ზედა არს“; და ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა მისთა არს, და განწმინდოს კალოჲ თჳსი“; და „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი წამა და ქადაგა წინამორბედმან. უკუეთუმცა ჰრწმენა მისი ჰურიათა, არარაჲ იყო დამაყენებელ ცნობად, თუ რომლითა ჴელმწიფებითა იქმოდა უფალი საქმეთა თჳსთა.

ხოლო ვინაჲთგან არა ინებეს ჭეშმარიტისა სიტყჳსა მიგებაჲ, რამეთუ შორს იყვნეს ჭეშმარიტებისაგან, არამედ უკეთურებით ჰრქუეს, ვითარმედ: „არა უწყით“, არა ჰრქუა უფალმან, თუ: არცა მე უწყი, არამედ ჰრქუა მათ: „არცა მე გითხრაო, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას“. რამეთუ უკუეთუმცა უ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო შემდგომად ჩემსა მომავალი უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა არა შემძლებელ ვარ მე საბელისა ჴამლთა მისთა განჴსნად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (3,11).:

...(იოან. 1,29) არა თქუა, თუ: რომელმან მიუტევნეს, არამედ რომელი-იგი უმეტესისა სახიერებისა მომასწავებელ არს: „აღიხუნესო“. რამეთუ არა სწორ არს მიტევებაჲ და თავით თჳსით ტჳრთვაჲ, რამეთუ იგი უშრომელად იქმნების, ხოლო ესე - სახითა მით სიკუდილი საჲთა. და კუალად თქუა, ვითარმედ: „ესე არს ძე ღმრთისაჲ“; არამედ ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს იგინი, რამეთუ არღა უწყოდეს ბუნებითისა და ჭეშმარიტისა ძისა ღმრთისა გულისჴმის-ყოფაჲ, არამედ მოცემითა მით სულისაჲთა ესეცა გამოჩნდებოდა, ვითარცა-იგი ღმერთმან ჰრქუა იოვანეს: „რომელსა ზედა იხილო სული წმიდაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-სცეს სულითა წმიდითა“. ამისთჳსცა იტყოდა იგი: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. რამეთუ ერთისა მისგან მეორე იგი იცნობებოდა, გარდამოსლვითა სულისაჲთა გულისჴმაიყოფებოდა ძე ღმრთისაჲ.

ვინაჲთგან უკუე ყოველივე ესე სიტკბოებისა სახე წარმოთქუა, რაჲ-თა არა უშიშ იქმნენ კუალად და უზრუნველ ჰურიანი, რამეთუ ესე საქმე იყო უგუნურებისა მათისაჲ, ამისთჳს კუალად შემაშინებელი სიტყუაჲ წარმოიღო:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალო...

სრულად ნახვა