მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:32

31. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად.32. და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა.33. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
32. და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი ზეცით, ვითარცა ტრედი, და დადგრომილი მას ზედა“ (1,32).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს, ვითარმედ სულისა წმიდისა მიერ იცნა იგი, ხოლო კუალად რაჲთა არავინ მოიგონოს, ვითარმედ საჴმარ მისა იყო გარდამოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ვითარცა-ესე ჩუენდა საჴმარ არს, ისმინე, ვითარ ამასცა იჭუსა დაჰჴსნის და გამოაჩინებს, ვითარმედ გარდამოსლვაჲ სულისაჲ ქრისტეს ქადაგებისათჳს იქმნა, რამეთუ თქუა:

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს მშვენიერება და ბაგეთა მადლი:

...სწაულებს აღასრულებდა. აქ იგი იმ მადლს გულისხმობს, რომელიც ხორცზე მოვიდა: ამბობს, „ვიხილე სული ღმრთისაჲ ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა... რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“ (). რადგან მთელი მადლი იმ ტაძარში გადმოიღვარა.

რადგან ქრისტეს ხომ სულიწმინდა ზომით არ ეძლევა: „რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული“ (); ჩვენ კი „სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ“ (), ხოლო იმ ტაძარმა მთელი მადლი მიიღო. ამასვე აჩვენებდა ესაიაც, როცა ამბობდა: „და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა“ (). „სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი“ ()....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი, და შეუდგეს იესუს“ (1,35-37).:

...15,27,30) და ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“; და ვითარმედ: „იგი ნათელს-სცემს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; და ვითარმედ: „ვიხილე სული წმიდაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა“; და წამა, ვითარმედ: „ესე არს ძჱ ღმრთისაჲ“. და არავინ ისმინა მისი, არცა ვინ ჰკითხა, თუ: ვისთჳს იტყჳ ამას? ხოლო მან კუალად თქუა, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“, და ესრეთცა არა მოვიდეს გულისხმის-ყოფად. ამისთჳს აიძულა კუალად თქუმად მათვე სიტყუათა, რაჲთა სიტყჳთა თჳსითა, ვითარცა საჴნველითა, ფიცხელი იგი ქუეყანაჲ გონებათა მათთაჲ მოჴნას, და დასთესა მას შინა თესლი კეთილი. ამის-თჳსცა განაგრძობს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ ერთი იყო მოსწრაფებაჲ მისი - რაჲთამცა ოდენ ქრისტე გულისხმა-უყო მათ. რამეთუ იცოდა, ვითარმედ უკუეთუ ოდენ იცნან იგი, არღარა იჴმარონ სხჳსაგან მისთჳს სწავლაჲ. და ესრეთცა იქმნა, რამეთუ მი-რაჲ-ვიდეს მოწაფენი და ესმა მისგან ერთსა ოდენ მწუხრსა, არღარა მიიქცეს იოვანეს მიმართ, არამედ ესრეთ შეეყვნეს მას, რომელ...

სრულად ნახვა