მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:3

2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა.4. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი მოსე იწყებდა რაჲ სიტყუად დაბადებისათჳს, იწყო თქუმად ხილულთა საქმეთათჳს და მრავლითა სიტყჳთა აღრაცხუა იგი, რამეთუ იტყჳს: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“; და მერმე იტყჳს: „იქმნა ნათელი“, და მეორე ცაჲ, და ბუნებანი ვარსკულავთანი, და თითოეულთა ცხოველთა ნათესავნი, და სხუაჲ ყოველივე, რაჲთა არა ვიტყოდი თითოეულად. ხოლო მახარებელმან ამის ყოვლისათჳს მოკლედ თქუა ერთითა სიტყჳთა, და კეთილად ქმნა ესე, რამეთუ პირველთქუმულნი იგი ყოველთა მიერ საცნაურ იყვნეს, და რამეთუ უზეშთაესთა საქმეთათჳს ეგულებოდა თქუმად და არა დაბადებულთათჳს, არამედ დამბადებელისათჳს ყოველთაჲსა. ამისთჳსცა მან ყოველი სიტყუაჲ თჳსი ხილულთათჳს ქმნა, რამეთუ არცა რაჲ უთქუამს მას ზეცისა ძალთათჳს, ხოლო ესე ვინაჲთგან თავადისა მის დამბადებელისა მიმართ აღვიდოდა, ამისთჳს სამართლად თანაწარჰჴდა მას ყოველსა და ყოველივე ერთითა სიტყჳთა გამოაჩინა, რომელ-იგი თქუა:

საუბარი 2. შესაქმის დასაწყისზე: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ" (დაბ 1:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მწვალებლობათა უარყოფა და შექმნის წესრიგი (1:1):

...ლნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, – ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა"** (). და იოანე, ქუხილის ძემ, ასე აღმოთქვა: „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა" (). მაგრამ მოსემ ასე კი არ ასწავლა – და სამართლიანადაც, რადგან უგუნურობა იქნებოდა მყარი საჭმელის მიცემა იმათთვის, ვისაც ჯერ კიდევ რძე სჭირდებოდა. როგორც მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს მშობლებისგან იღებენ, სწავლების პირველ საწყისებს აძლევენ, ხოლო მომდევნო მასწავლებლები უფრო სრულყოფილ ცოდნას გადასცემენ, ისე მოიქცნენ ნეტარი მოსეც, წარმართთა მოძღვარი (პავლე) და ქუხილის ძეც (იოანე). ერთმა, კაცთა მოდგმა თავიდანვე მიიღო რა, მსმენელებს პირველი საწყისები ასწავლა; ხოლო ესენი, მოსესგან მიიღეს რა იგი, უკვე სრულყოფილ სწავლებას გადასცემდნენ. ახლა ჩვენ შევიცანით მოსეს შეწყნარების მიზეზი და ის, რომ სულის შთაგონებით, მსმენელთა შესაბამისად წარმოადგენდა ყველაფერს. მაგრამ, ამასთანავე, ყველა მწვალებლობას, რომელიც ეკლესიაში ღვარძლივით ამოდის, ამავე სიტყვებით ამოძირკვავს: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ". მოვა შენთან მანიქეველი, რომელიც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოლოსიტყუაჲ:

...მდგომთა მათ დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

დიდებაჲ შენდა, სამებაო წმიდაო!

დაესრულა თარგმანი სახარებისა იოვანეს თავისაჲ შეწევნითა ქრისტესითა, ამენ.

ბოლოსიტყუაჲ

რომელი-იგი იყო პირველითგან ღმრთისა [თანა სიტყუაჲ ღმრთისაჲ],* თანამოსაყდრჱ [მამისა და სულისა წმიდისაჲ], „ყოველივე მის მიერ იქმნა“, [ვითარცა] იტყჳს იოვანე ღმრთისმეტყუელი, და ნეტარი პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „მის მიერ დაებადა ყოველი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, - ხილულნი და არახილულნი, ანუ თუ საყდარნი, გინა თუ [უფლე]ბანი, ანუ თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველი მის მიერ და მისა მიმართ დაებადა. და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველი მის მიერ დამტკიცნა“. რამეთუ მრავლითა მით სახიერებითა თჳსითა ყოველივე არარაჲსაგან სიბრძნით დაჰბადა [და ხილულსა ამას] სოფელსა ზედა გარდაართხა სამყაროჲ ცისაჲ, ვითარცა კამარაჲ, და მას შინა განაწესნა მნათობნი, რაჲთა ბრწყინვიდენ ქუეყანასა ზედა და შეეწეოდიან კაცთა საქმესა.

ხოლო კაცი შექმნა ხატად თჳსა და მსგავსებად3 [და] „დაადგინა სამოთხესა მას შინა საშუებელისასა“ თჳთმფლობელობითა, პატივ-ცემით და მისცა მას მცნებაჲ ნივთად და საქმედ თჳთმფლობელობისა მისისა, ვითარცა წერილი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).:

...თჳს დიდი რაჲმე სიტყუაჲ უძლურებისა მისთჳს მსმენელთაჲსა, რამეთუ არა აქუნდა მისთჳს მაღალი მეცნიერებაჲ. ხოლო იოვანე ოდეს თავით თჳსით იტყოდის, მაშინ არღარა ესრეთ იქმს, არამედ უმაღლესისა მიმართ აღიყვანებს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს, ვითარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“, და ვითარმედ: „ცხორებაჲ იყო“, და: „თჳსთა თანა მოვიდა“; და არა თქუა, თუ: მიიღო ჴელმწიფებაჲ, არამედ უფროჲსად იტყჳს, ვითარმედ: „მისცა ჴელმწიფებაჲ სხუათა შვილ ღმრთისა ყოფად“. და პავლე ეგრეთვე იტყჳს, ვითარმედ: „სწორ ღმრთისა“, ხოლო თავადი კაცობრივ ითხოვს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მიეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტჱ“ (17,2-3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ თქუა სხუათა მათ ღმერთთა წარმართთათჳს, რომელნი არა ღმერთ არიან, არამედ ეშმაკ, რამეთუ ეგულებოდა მათ წარმართთა მიმართ მათი წარვლენაჲ. ხოლო შენ რასა იტყჳ, მწვალებელო ბოროტო, ვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო“ (5,34).:

...ა მით, რომელი თქუა, ვითარმედ: „მიავლინეთ იოვანესა, და მან წამა ჭეშმარიტი“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო“ (5,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს შემოიღო იოვანეს წამებაჲ? რამეთუ იგიცა არავე კაცობრივი იყო. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა“. და იოვანესიცა სამე წამებაჲ ღმრთისაჲ იყო, რამეთუ მის მიერ ესწავა და იტყოდა, არამედ მათ ესე არა იცოდეს, გარნა ვითარცა თავით თჳსით მეტყუელად აქუნდა იოვანე. და რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ვითარ იტყჳს, თუ: ღმრთისაგან მისწავიეს ყოველი და მისმიერი ვარი, და კუალად იოვანესგან მოიღებს წამებასა? ამისთჳს გონებისა მათისაებრ მიუგო, ვითარმედ: „მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო“. და კუალად რაჲთა ვერ თქუან მათ, ვითარმედ: უკუეთუ არა მიიღებ კაცისაგან წამებასა, რად შემოიღებ იოვანეს ქადაგებასა მოწამედ? ამისთჳს, რაჲთა ესე ვერ თქუან, შესძინა შემდგომიცა ესე და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხოვნდეთ“ (5,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: მე არა მეჴმარების წამებაჲ მისი, რამეთუ ღმერთი ვარ კაცთა ბუნებისაჲ, არამედ ვინაჲთგან თქუენ ისმენთ იოვანესსა და სარწმუნოდ გიჩნს მისი სიტყუაჲ და ვითარცა წინაჲსწარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ რაოდენსა-იგი მამაჲ იქმს, მისა მსგავსად ძჱცა იქმს“ (5,19).:

...თჳსით, ვინაჲთგან ყოველსავე, რაოდენსაცა იგი იქმს, ძჱცა იქმს. იხილეა, ვითარ მაღალი არს ძალი სიტყუათაჲ ამათ, და შენ უგულისხმოებისაგან სიმდაბლედ მოიყვანებ? რამეთუ არა უჴმს მას შეწევნაჲ, რამეთუ ყოვლით კერ-ძო სწორ არს მამისა, რამეთუ ვითარცა მახარებელი იტყჳს, „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“. ჰხედავა, ვი-თარ ყოვლით კერძო გამოჩნდების ჴელმწიფებაჲ მისი? უკუეთუ კულა რომელთამე სიტყუათა სიმდაბლისა სახითა იტყჳს, ნუ გიკჳრს, რამეთუ ვინაჲთგან რაჟამს მაღალნი სიტყუანი ესმნიან ჰურიათა, სდევნიდიან მას და ღმრთისა წინააღმდგომად სახელ-სდებდიან, ამისთჳს მცირედ სიმდაბლისა კერძო მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი და კუალად სიმაღლედ აღიყვანა, და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა, და ესრეთ თჳთოფერ-ყო სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა შესაწყნარებელ იყოს უგულისხმოთა მიერცა. რამეთუ გულისხმაყავ, ვითარ არს: პირველად თქუა, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი იქმს, და მეცა ვიქმ“, და გამოაჩინა თავისა თჳსისა მამისა თანა სწორებაჲ; და კუალად თქუა: „არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით არცა ერთი რაჲ საქმედ, უკუეთუ არა მამისაგან რაჲმე იხილოს საქმჱ“; და მერმე კუალად აღიყვანა სიმაღლისა კერძო და თქუა, რამეთუ: „რაოდენსა-იგი მამაჲ იქმს, მისა მსგავსად ძჱცა იქმს“; და კუალად სიმდაბლედ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი და თქუა:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რომელი სუამს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალად. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე, და წყალი, რომელი მე მივსცე მას, ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“ (4,13-14).:

...მეთა მისთანი, რამეთუ არა შესაძლებელ არს, თუმცა თჳთოსახეთა არსებათაგან იყო სული წმიდაჲ შემზადებულ, რომელ-იგი უხილავ არს და მარტივ; რამეთუ იოვანე ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; ; ; ხოლო უფალი ღაღადებს, ვითარმედ: „მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“. და ამას იტყოდა სულისა წმიდისათჳს, რომელი ეგულებოდა მიღებად მორწმუნეთა მისთა. ესრეთვე უკუე დედაკაცსა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე, არღარა სწყუროდის უკუნისამდე“. ხოლო ამას სულისა წმიდისათჳს იტყოდა, რამეთუ ცეცხლისა სახელითა სიმახჳლესა მას და მჴურვალებასა მადლისა მისისასა და განმლეველობასა ცოდვათასა მოასწავებს, ხოლო წყლისა მიერ განწმედილობასა მას მისმიერსა და ფრიადსა მას ნუგეშინის-ცემასა, რომელი მიეცემის გონებათა მათ შემწყნარებელთა მისთასა, გამოაჩინებს. რამეთუ ვითარცა სამოთხჱ სა-შუებელსა, მრავალთა მიერ ხეთა ნაყოფიერთა შემკობილსა, ესრეთ ჰყოფს სულსა მას, შემწყნარებელსა მისსა, და დაშრეტს ყოველთავე გან-ჴურვებულთა ისართა მტერისათა.

ხოლო შენ იხილე სიბრძნჱ ღმრთისაჲ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).:

...ლ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი“. ხოლო რაჲსათჳს არა ნათელ-სცემდა თჳთ? გარნა ამისთჳს, რამეთუ პირველ თქუა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, ; ; ხოლო უფალსა ჯერეთ სული წმიდაჲ არა მიეცა, და ამისთჳს სამართლად არა ნა-თელ-სცემდა თჳთ, არამედ მოწაფენი მისნი ნათელს-სცემდეს, რაჲთამცა მრავალნი მოიყვანნეს ქრისტჱსა. და რაჲსათჳს უკუე, იწყეს რაჲ მოწაფე-თა უფლისათა ნათლის-ცემად, იოვანე არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, არამედ იგიცა ნათელ-სცემდა ენონს? და რად არა დასცხრა, რაჲთამცა უფროჲსად შესაწყნარებელ იქმნა ნათლის-ცემაჲ მოწაფეთა უფლისათაჲ? გარნა ამისთჳს არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, რაჲთამცა არა თჳსნი მოწაფენი უმეტესსა შურსა შთაყარნა მათ მიმართ, რამეთუ უკუეთუ ესეოდენითა სწავლითა და ქადაგებითა ქრისტესითა ვერ შეაწყნარნა იგინი მას, უკუეთუმცა ესე ექმნა, არამცა ფრიადსა შურსა შესრულ იყვნესა?

ამისთჳსცა ქრისტემან მაშინ იწყო ქადაგებად უფროჲსად, რაჟამს იოვანე აღესრულა. და მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ამისთჳს შენდობილ იქმნა იოვანესი ადრე აღსრულებაჲ, რაჲთამცა ყოველი იგი სიმრავლჱ ქრისტესა შეუდგა, და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი, და შეუდგეს იესუს“ (1,35-37).:

...ე, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, პირველ ჩემსა იყო“; და ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“; და ვითარმედ: „იგი ნათელს-სცემს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; და ვითარმედ: „ვიხილე სული წმიდაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა“; და წამა, ვითარმედ: „ესე არს ძჱ ღმრთისაჲ“. და არავინ ისმინა მისი, არცა ვინ ჰკითხა, თუ: ვისთჳს იტყჳ ამას? ხოლო მან კუალად თქუა, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“, და ესრეთცა არა მოვიდეს გულისხმის-ყოფად. ამისთჳს აიძულა კუალად თქუმად მათვე სიტყუათა, რაჲთა სიტყჳთა თჳსითა, ვითარცა საჴნველითა, ფიცხელი იგი ქუეყანაჲ გონებათა მათთაჲ მოჴნას, და დასთესა მას შინა თესლი კეთილი. ამის-თჳსცა განაგრძობს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ ერთი იყო მოსწრაფებაჲ მისი - რაჲთამცა ოდენ ქრისტე გულისხმა-უყო მათ. რამეთუ იცოდა, ვითარმედ უკუეთუ ოდენ იცნან იგი, არღარა იჴმარონ სხჳსაგან მისთჳს სწავლაჲ. და ესრეთცა იქმნა, რამე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...ნელ არს მამისა, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად ჩემსა არა იყოს“? ნუუკუე ყოვლითურთ შეურაცხ-ვყოთა არსებაჲ იგი მხოლოდშობილისაჲ? რამეთუ ანუ ესე იკადროთ თქუმად, ანუ გრწმენეს ღმრთეებაჲ, - მამაჲ, ძჱ და სული წმიდაჲ, სწორნი, დაუსაბამონი, - ერთღმრთეებითა სამებაჲ. ანუ ვითარ თქუმულ არს, ვი-თარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა“, უკუეთუ უკუანაჲსკნელ არს ძჱ მამისა? რამეთუ უკუეთუ სადა ყოფილ არს ჟამი და საუკუნე პირველ მისა, ვითარმცა მის მიერ ქმნულ იყო პირველ მისა მყოფი იგი? ჰხედავა, ვითარსა კადნიერებასა მიიყვანებს კადნიერებაჲ ესევითარისა მეტყუელ-თაჲ? რამეთუ რად არა თქუა მახარებელმან, თუ: არარაჲსაგან იქმნა? ვითარ-იგი პავლე დაბადებულთათჳს იტყჳს: „რომელმან უწოდოს არაარსთა, ვითარცა არსთა“. არამედ თქუა, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, რამეთუ ესე წინააღმდგომი არს მისი, და სამართლადცა! რამეთუ ღმერთი არცა დაბადებულ არს, არცა აქუს რაჲმე უხუცესი თჳსსა, არამედ ესე სიტყუანი წარმართთანი არიან. ხოლო ესეცა მითხარ: დამბადებელი არა შეუმსგავსებელად უზეშთაეს არს დაბადებულთასა? გარნაღა ვერ უძლებ ამისა თქუმად, ვითარმედ: არა ფრიად უზეშთაეს არს და შეუმსგავსებელ მათ მიერ, ხოლო უკუეთუ მსგავსად მათისა დასაბამი აქუს, სადა არს შეუმსგავსებე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:

...არს სიბრ-ძნისაჲ. აწ უკუე ვითარ ვინ იკადროს თქუმად, თუ სიბრძნესა ღმრთისასა მეცნიერებაჲ აკლს? ნუ იყოფინ ესე სიტყუაჲ ყოლადვე!

ანუ ვითარ მამამან, რომლისა მიერ შექმნნა საუკუნენი, ესე მცირე ნაწილი ჟამთაჲ - დღჱ იგი - არა აუწყა. დამბადებელი იგი ყოველთაჲ, „რომლისა მიერ ყოველივე იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“, მცირესა ნაწილსა მის მიერ ქმნილთასა - დღესა მას აღსასრულისასა - ვითარმცა უმეცარ იყო. ნუ იყოფინ ესე, ნუ იყოფინ! არამედ ვითარცა ყოვლისავე დამბადებელმან და ყოვლისა მპყრობელმან ყოველივე უწყის და ყოველსავე მეცნიერ არს. ამისთჳსცა ყოველივე ყოფადი მიუთხრა მაშინ მოწაფეთა და საქმენი მათ ჟამთანი აუწყნა და კართა ზედა მის დღისათა მიიყვანა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედაო“. ხოლო დღე იგი და ჟამი არა მიუთხრა განგებითა მით, რომელი მან მხოლომან უწყის, რამეთუ ეგრეთ ჯერ-იყო, რაჲთა განცხადებულად დღე იგი არავინ იცოდის. ხოლო სასწაულნი ყოველნი და საქმენი მათ ჟამთანი გუაუწყნა, რაჲთა ცნან ყოველთა, რომელნიცა გონებისა უფალ არიან, ვითარმედ არა თუ იგი უმეცარ იყო დღისა მისთჳს, არამედ ჩუენთჳს არა ჯერ-იყო მისი ცნობაჲ. ამისთჳს იტყჳს უფალი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. ვით...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მე თქუენცა სიტყუაჲ ერთი; უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ (21,24-25).:

...ნჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა“; ; და ვი-თარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და ვითარმედ: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. და კუალად თქუა: „ზეგარდამომავალი ყოველთა ზედა არს“; და ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა მისთა არს, და განწმინდოს კალოჲ თჳსი“; და „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი წამა და ქადაგა წინამორბედმან. უკუეთუმცა ჰრწმენა მისი ჰურიათა, არარაჲ იყო დამაყენებელ ცნობად, თუ რომლითა ჴელმწიფებითა იქმოდა უფალი საქმეთა თჳსთა.

ხოლო ვინაჲთგან არა ინებეს ჭეშმარიტისა სიტყჳსა მიგებაჲ, რამეთუ შორს იყვნეს ჭეშმარიტებისაგან, არამედ უკეთურებით ჰრქუეს, ვითარმედ: „არა უწყით“, არა ჰრქუა უფალმან, თუ: არცა მე უწყი, არამედ ჰრქუა მათ: „არცა მე გითხრაო, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას“. რამეთუ უკუეთუმცა უ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ; ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა“ (20,23).:

...ნა, მართალმან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი“. და იგი განარჩევს მარჯუენეთა და მარცხენეთა და მიაგებს კაცად-კაცადსა საქმე-თა მათთაებრ. და „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“. გარნა აწ ესრეთ განაწესა სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა არცა შეაწუხნეს კეთილნი იგი ძმანი, არცა დაუტევნეს უმეცრებით ცთომასა შინა, არამედ აუწყა, ვითარმედ არა აწ არს გამოჩინებაჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, და ვითარმედ შემსგავსებულად საქმეთა მიიღებს კაცად-კაცადი სასყიდელსა მას დღესა შინა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვიდრემდის ქრისტე პატივ-სცემდა მათ უფროჲს ყოველ-თა, დაღაცათუ გონებით უმძიმდა სხუათა მათ, არამედ დუმნეს და არას იტყოდეს, რამეთუ ეშინოდა უფლისაგან და ჰრცხუენოდა; და პეტრესცა მიმართ კაცობრივი რაჲმე შეემთხჳა მათ, ოდეს-იგი ხარკისა მიცემაჲ უბრძანა, გარნა არა განრისხნეს, არამედ ჰკითხეს ხოლო, „ვინ-მე უფროჲს იყოსო“; ხოლო აწ თხოასა ამას ზედა ორთა მათ ძმათასა განრისხნეს და არცა აწ იკადრეს გულისსიტყჳსა მის გამოჩინებად, ვიდ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“ (16,19).:

...უძნა ეკლესიაჲ კლდესა მას ზედა ჭეშმარიტისა აღსაარებისასა, და ეკლესიაჲ კიდეთაგან ქუეყანისათა კიდედმდე მისა განჰმარტა და ბრძანა, ვითარმედ: „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, და სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“. და „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“. რაჲ არს უმეტეს ამის სწორებისა და ამის ერთობისა, ჭეშმარიტისა და სრულისა?

ჰრცხუენოდენ უკუე და კდემებოდენ და დაიყვნედ პირნი იგი ურცხჳნონი, რომელნი იკადრებენ დაკნინებად დიდებასა მას მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისასა, რამეთუ იხილეთ ამას მებრ ადგილსა თანასწორი მამისა ჴელმწიფებაჲ ძისაჲ: „მე გეტყჳ შენ: შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი. და მე მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“.

იხილეა უფლებაჲ ესე და ჴელმწიფებაჲ? გრწმენინ უკუე და ადიდებდი ძესა, თანასწორსა მამისა და სულისა წმიდისა თანაარსსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა არა გამოაცხადონ, ვითარმედ იგი არს ქრისტე“ (16,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ამცნო ესრეთ? რამეთუ ჯერ-იყო პირველ აღსრულებად ჯუარ-ცუმისაჲ და სხუათა მათ ცხო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა მოწაფენი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ (11,1-3).:

...? არა შენ იტყოდეა: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელსცეს სულითა წმიდითა. და მე ვიხილე და ვწამე, ვითარმედ ესე არს ძე ღმრთისაჲ“; არა იხილეა სული სახედ ტრედისა? არა გესმა ჴმაჲ მამისაჲ? არა აყენებდი მას და იტყოდე: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ“?3 არა ეტყოდეა მოწაფეთა შენთა: „მისდა ჯერ-არს აღორძინებაჲ, და ჩემდა დაკლებაჲ“?4 არა ეტყოდეა ერსა, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“? და ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“? ესე ყოველი არა პირველ სასწაულთა მათ და საკჳრველებათა ხილვისა იქადაგეა? ვითარ უკუე აწ, ოდეს ყოველთა მიერ საცნაურ იქმნა, და ყოველსა ადგილსა განისმა ჰამბავი მისი, და მკუდარნი აღდგეს, და ეშმაკნი განისხნეს, და ესოდენნი საკჳრველებანი იქმნნეს, აწღა მიავლენ ცნობად, თუ იგი არს მომავალი იგი ანუ არა? და აქამომდე უმეცარ იყავა? ნუ იყოფინ! არა თუ იოვანე, რომელი საშოჲთვე დედისაჲთ ჰკრთებოდა და პირველ შობისა ქადაგა უ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნას, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედმორწმუნენო?“ (6,30).:

...რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნას, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედმორწმუნენო?“ (6,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლისავე მოქმედი იგი თავადი არს, მხოლოდშობილი ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა“. გარნა ამათ ადგილთა არასადა აჴსენა თავი თჳსი, არამედ მცირედ ოდენ ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა, რაჟამს იტყოდა: გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ ესრეთ, და მე გეტყჳ ესრეთ, ხოლო სხუაჲ ყოველივე სიტყუაჲ თჳსი მამისათჳს ყო და ყოვლით კერძო საკჳრველ-ჰყოფს სიბრძნესა მისსა და განგებულებასა და მოღუაწებასა მისსა ყოველთა ზედა, დიდთა და მცირეთა; რამეთუ ცანი რაჲ აჴსენნა, საყდრად ღმრთისა სახელ-სდვა, და ოდეს იერუსალჱმისათჳს იტყოდა, ქალაქად მეუფისა დიდისა უწოდა, და ოდეს განგებულებასა მას სოფლისასა წარმოიტყოდა, მასვე მიაჩემა ყოველი: „მზე მისი აღმოვალსო ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცოდვილთა“; და სწავლასა მას შინა ლოცვისასა თქუა, ვითარმედ: „მისი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ“.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...“. კუალად თავადმან არასადა თქუა თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: მე ვქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ და ხილულნი და უხილავნი, ხოლო მოწაფემან განცხადებულად და ჴმამაღლად მრავალგზის ქადაგა ესე; ამისთჳს იტყჳს: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რავდენი-რაჲ იქმნა“; და კუალად თქუა: „სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა“. რამეთუ საქმით უფალი აჩუენებდა ყოველსავე ამას. განცხადებულად აჩუენა, ვითარმედ იგი არს, რომელმან ქმნა კაცი მიწისაგან, რაჟამს თი-ჴისა მისგან შობითგან ბრმასა თუალნი შეუმზადნა5 და უაღრესისა მის ასოჲსა მიერ ყოვლისავე გუამისა დაბადებაჲ მის მიერ გუაუწყა. ხოლო სიტყჳთ არა თქუა ესე, ვითარმედ: მე ვქმენ კაცი, არამედ იტყოდა: „რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“. კუალად საქმით აჩუენა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი სოფლისაჲ და ყოვლისაჲვე, რაჲ არს მას შინა, რაჟამს ბრძანებითა წამის-ყოფისაჲთა თევზი დიდძალი შეაწყუდია ბადეთა პეტრესთა; და წყალი ღჳნოდ გარდააქცია; და ხუთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო შემდგომად ჩემსა მომავალი უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა არა შემძლებელ ვარ მე საბელისა ჴამლთა მისთა განჴსნად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (3,11).:

...(იოან. 1,29) არა თქუა, თუ: რომელმან მიუტევნეს, არამედ რომელი-იგი უმეტესისა სახიერებისა მომასწავებელ არს: „აღიხუნესო“. რამეთუ არა სწორ არს მიტევებაჲ და თავით თჳსით ტჳრთვაჲ, რამეთუ იგი უშრომელად იქმნების, ხოლო ესე - სახითა მით სიკუდილი საჲთა. და კუალად თქუა, ვითარმედ: „ესე არს ძე ღმრთისაჲ“; არამედ ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს იგინი, რამეთუ არღა უწყოდეს ბუნებითისა და ჭეშმარიტისა ძისა ღმრთისა გულისჴმის-ყოფაჲ, არამედ მოცემითა მით სულისაჲთა ესეცა გამოჩნდებოდა, ვითარცა-იგი ღმერთმან ჰრქუა იოვანეს: „რომელსა ზედა იხილო სული წმიდაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-სცეს სულითა წმიდითა“. ამისთჳსცა იტყოდა იგი: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. რამეთუ ერთისა მისგან მეორე იგი იცნობებოდა, გარდამოსლვითა სულისაჲთა გულისჴმაიყოფებოდა ძე ღმრთისაჲ.

ვინაჲთგან უკუე ყოველივე ესე სიტკბოებისა სახე წარმოთქუა, რაჲ-თა არა უშიშ იქმნენ კუალად და უზრუნველ ჰურიანი, რამეთუ ესე საქმე იყო უგუნურებისა მათისაჲ, ამისთჳს კუალად შემაშინებელი სიტყუაჲ წარმოიღო:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...ჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს“, და თავადი იოვანე იტყოდა: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-სცეს სულითა წმიდითა“. აწ უკუე ესე საცნაურ არს, ვითარმედ ღმრთისა მიერ მოივლინა, ხოლო ამას ვეძიებთ, თუ რაჲსათჳს მოივლინა ნათლის-ცემად. თქუა ამისიცა მიზეზი ნათლისმცემელმანვე, ვითარმედ: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად“. და უკუეთუ ესე ოდენ იყო მიზეზი, ვითარ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა“? და არა აქუნდა ნათლის-ცემასა მას მოტევებაჲ ცოდვათაჲ, არამედ ესე ნიჭი შემდგომად მისა მოცემულისა მის ნათლის-ღებისაჲ იყო, რომლითაცა თანადავეფლენით მას, ვითარცა მოციქული იტყჳს: „და ძუელი იგი კაცი ჩუენი მაშინ ჯუარს-ეცუა მის თანა“; და პირველ ჯუარისა არასადა ჩანს მოტევებაჲ, რამ...

სრულად ნახვა