...დგრომილი მის ზედა“; და წამა, ვითარმედ: „ესე არს ძჱ ღმრთისაჲ“. და არავინ ისმინა მისი, არცა ვინ ჰკითხა, თუ: ვისთჳს იტყჳ ამას? ხოლო მან კუალად თქუა, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“, და ესრეთცა არა მოვიდეს გულისხმის-ყოფად. ამისთჳს აიძულა კუალად თქუმად მათვე სიტყუათა, რაჲთა სიტყჳთა თჳსითა, ვითარცა საჴნველითა, ფიცხელი იგი ქუეყანაჲ გონებათა მათთაჲ მოჴნას, და დასთესა მას შინა თესლი კეთილი. ამის-თჳსცა განაგრძობს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ ერთი იყო მოსწრაფებაჲ მისი - რაჲთამცა ოდენ ქრისტე გულისხმა-უყო მათ. რამეთუ იცოდა, ვითარმედ უკუეთუ ოდენ იცნან იგი, არღარა იჴმარონ სხჳსაგან მისთჳს სწავლაჲ. და ესრეთცა იქმნა, რამეთუ მი-რაჲ-ვიდეს მოწაფენი და ესმა მისგან ერთსა ოდენ მწუხრსა, არღარა მიიქცეს იოვანეს მიმართ, არამედ ესრეთ შეეყვნეს მას, რომელ საქმე იოვანესი მათ მიიღეს და ქადაგად გამოჩნდეს. რამეთუ ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: „პოვა მან ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელსა ჰრქჳან ქრისტე“. იხილე, ვითარ იტყოდა რაჲ, ვითარმედ: „რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, პირველ ჩემსა იყო“...
სახარებაჲ იოვანესი 1:29
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...თჳსცა მტარვალთა მათ სხუაჲ იგი სამოსელი განიყვეს, რამეთუ განყოფილნი იყვნეს. და ყვეს იგი ოთხად ნაწილად, რამეთუ ოთხკერძოთა მათ ცოდვათათჳს სოფლისათა ეცუნეს იგი უფალსა: აღმოსავალისა, დასავალისა, ჩრდილოჲსა და სამხრისა. რომელი-იგი იხილა იოვანე შემოსილი და თქუა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“. ხოლო კუართისა მის განხევად ვერ იკადრეს შიშისაგან სასწაულისა მის, რომელსა იგი მოასწავებდა.
და ესე საქმე არა მათი იყო, არამედ ჯუარცუმულისა მის მაცხოვრისაჲ, რომელი-იგი ვითარცა კაცი ეკიდა ძელსა, ხოლო ძალითა ღმრთეებისაჲთა სდევდა ეშმაკსა და მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა მისთა და ეწეოდა და განაქარვებდა ძალსა მისსა, ხოლო მტარვალთა მათ შეაშინებდა, რაჲთა ვერ განკუეთონ კუართი მისი, არამედ რაჲთა ეგოს იგი სამხილებელად ჰურიათა, რაჲთა ჰრცხუენოდის მათ და ემხილებოდის, ვითარმედ კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ განიპო, ხოლო კუართი მაცხოვრისაჲ განუკუეთელად ეგო, და ვერ განკუეთეს იგი მტარვალთა მათ.
იგი სახე იყო ამისცა საქმისაჲ, ვითარმედ ჰგიეს სახარებაჲ მარადის განუკუეთელად, ხოლო აჩრდილნი იგი განიკუეთნეს. არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.
აღიძუარცნა რაჲ უფალმან სამოსელნი და განეწყო სიკუდილისა მიმართ, ხედვიდა ეშმაკი გულსმოდგინებასა მას მაცხოვრისასა. ხედ...
...ტყჳს: „წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა“. და კუალად იტყჳს: „არქუთ ჩინებულთა მათ მოსლვად ქორწილსა ამას“. და არავე ერჩდეს უბადრუკნი იგი.
პირველად უწოდნა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, მერმე - იოვანეს მიერ, რამეთუ იგი ყოველთა მისა მიავლენდა და იტყოდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და „მისა ჯერარსო აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“.
მერმე კუალად უწოდა თავადმან ძემან ღმრთისამან, რამეთუ ეტყოდა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. და კუალად იტყჳს: „რომელსა სწყურის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ“. ხოლო ვინაჲთგან ჯუარს-აცუეს იგი, ამისაცა შემდგომად უწოდა პირითა პეტრესითა და სხუათა მათ მოციქულთაჲთა. და რაოდენცა იგი სულგრძელ ექმნა, იგინი უმეტესად განფიცხნეს. და არა თუ ხოლო მოსლვად უდებ იქმნეს და ცუდნი საქმენი იმიზეზნეს, არამედ მჩინებელნიცა იგი მონანი მისნი აგინნეს და მოსწყჳდნეს.
ესე პირველისა მის იგავისა უძჳრეს იყო. მუნ იტყჳს, ვითარმედ: მოვიდეს მონანი იგი ვენაჴისა უფლისანი და ნაყოფთა ეძიებდეს, ამისთჳს მოიკლნეს. ხოლო ესენი წოდებად მოვიდე...
...მცა ერწმუნა ამათ სიტყუათა, არამცა ეტყოდეს უფალსა, ვინაჲთგან იოვანეს ეთქუა პირველვე, ვითარმედ: „არა ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა“; ; და ვი-თარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და ვითარმედ: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. და კუალად თქუა: „ზეგარდამომავალი ყოველთა ზედა არს“; და ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა მისთა არს, და განწმინდოს კალოჲ თჳსი“; და „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი წამა და ქადაგა წინამორბედმან. უკუეთუმცა ჰრწმენა მისი ჰურიათა, არარაჲ იყო დამაყენებელ ცნობად, თუ რომლითა ჴელმწიფებითა იქმოდა უფალი საქმეთა თჳსთა.
ხოლო ვინაჲთგან არა ინებეს ჭეშმარიტისა სიტყჳსა მიგებაჲ, რამეთუ შორს იყვნეს ჭეშმარიტებისაგან, არამედ უკეთურებით ჰრქუეს, ვითარმედ: „არა უწყით“, არა ჰრქუა უფალმან, თუ: არცა მე უწყი, არამედ ჰრქუა მათ: „არცა მე გ...
...იტყოდე: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ“?3 არა ეტყოდეა მოწაფეთა შენთა: „მისდა ჯერ-არს აღორძინებაჲ, და ჩემდა დაკლებაჲ“?4 არა ეტყოდეა ერსა, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“? და ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“? ესე ყოველი არა პირველ სასწაულთა მათ და საკჳრველებათა ხილვისა იქადაგეა? ვითარ უკუე აწ, ოდეს ყოველთა მიერ საცნაურ იქმნა, და ყოველსა ადგილსა განისმა ჰამბავი მისი, და მკუდარნი აღდგეს, და ეშმაკნი განისხნეს, და ესოდენნი საკჳრველებანი იქმნნეს, აწღა მიავლენ ცნობად, თუ იგი არს მომავალი იგი ანუ არა? და აქამომდე უმეცარ იყავა? ნუ იყოფინ! არა თუ იოვანე, რომელი საშოჲთვე დედისაჲთ ჰკრთებოდა და პირველ შობისა ქადაგა უფალი, მოქალაქე იგი უდაბნოჲსაჲ, რომელმან ანგელოზებრივი ცხორებაჲ აჩუენა, არამედ არცა თუ სხუამან ფრიად უდარესმან ქმნამცა ესე, რაჲთა შემდგომად ესოდენისა წამებისამცა კუალადღა იკითხვიდა.
საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არცა იჭუეულ რაჲმე იყო და ამისთჳს მიავლინა, არცა უმეცარ იყო და ამისთჳს ჰკითხვიდა. არამედ რაჲ იყო მიზეზი ამის საქმისაჲ, ისმინეთ მეცნიერებით: წინააღმდგომ და მოშურნე იყვნეს მარადის ქრისტეს მიმართ მოწაფენი იოვანესნი, ვითარცა ესე ყოვ...
...აგიყოფ უდარესსა ამას და ხილულსა სასწაულსა, რაჲთა ამისგან გრწმენეს უხილავი იგი და უაღრესი.
ესრეთ თქუა და მეყსეულად უბრძანა განრღუეულსა მას აღდგომაჲ და აღებაჲ ცხედრისაჲ და წარსლვაჲ სახედ თჳსად, რაჲთა საქმით გამოაჩინოს თქუმული იგი იოვანესი, რომელსა იტყოდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“, და კუალად თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარმედ: „მან უძლურებანი ჩუენნი იტჳრთნეს“.
ჰხედავა, ვითარ ყოველსავე ადგილსა არა განაქარვებს სიტყუასა მათსა, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: სწორ-ჰყოფს თავსა თჳსსა ღმრთისა თანა, არამედ უფროჲსად დაამტკიცებს ჭეშმარიტებასა წყაროჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, რამეთუ არა თქუა, თუ: სხჳსა მიერ უჴმს ძესა კაცისასა მოღებაჲ ამის ჴელმწიფებისაჲ, ანუ თუ: მოცემულ არს მისდა, არამედ: „რაჲთა იცოდითო, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა მიტევებად ცოდვა-თა“, აჰა ესერა განვჰკურნებ განრღუეულსა ამას. და ვითარცა-იგი ზემო აჩუენა ჴელმწიფებაჲ თჳსი განწმედითა მით კეთროვნისაჲთა და განკურნებითა უძლურთაჲთა და შერისხვითა ზღჳსაჲთა და განდევნითა ეშმაკთაჲ-თა, ეგრეთვე აქა - მიტევებითა ცოდვათაჲთა. ხოლო სახედ მიტევებისა მის ცოდვათაჲსა ქმნა განკურნებაჲ იგი განრღუეულისაჲ და სახედ კ...
...ა თქუა: „მან უძლურებანი ჩუენნი აღიხუნეს და სნეულებანი ჩუენნი იტჳრთნეს“. არა თქუა, თუ: დაჰჴსნნეს, არამედ: „აღიხუნეს და იტჳრთნეს“, რომელ-ესე გულისჴმა-გჳყოფს, ვითარმედ ცოდვათათჳს თქუა სიტყუაჲ ესე წინაჲსწარმეტყუელმან, შემსგავსებულად იოვანესა, რომელი იტყოდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“.
ვითარ უკუე აწ მახარებელმან სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ სნეულებათათჳს ჴორციელთა თქუმულად გჳთხრა? ანუ რომელი-იგი მან ცოდვათათჳს თქუა, ამან ჟამსა შინა წამებად ამის საქმისაცა მოიღო, ანუ თუ ვინაჲთგან უმრავლესნი სნებანი და უფიცხესნი ცოდვათა მიერ მოვლენ, რამეთუ უკუეთუ თავი იგი სნეულებათაჲ, რომელ არს სიკუდილი, ცოდვისა მიერ შემოვიდა სოფლად და მისგან აღმოეცენა, რაჲ საკჳრველ არს, თუ მრავალნი სნეულებანიცა ცოდვისაგან იქმნებიან. და ესე მებრ, რომელ ესრეთ ვნებათა და უძლურებათა შემწყნარებელ იქმნა ბუნებაჲ ჩუენი, განაღა ცოდვათა მიერ იქმნა. ამისთჳს მახარებელმან თქუმული იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელი მას ცოდვათათჳს ეთქუა და უძლურებათათჳს სულისათა, ამან სნეულებათათჳს ჴორციელთა მოიღო მოწამედ, რომელნი-იგი ნაშობნი არიან ცოდვათანი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისსა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო“ (8,18).
თ ა რ გ...
...მათ: მოვედით, შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე იგი და შეუდგეს მას“ (4,18-20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე იოვანე სხჳთა სახითა იტყჳს წოდებასა მათსა, ვითარმედ: ანდრეას, ძმასა პეტრესსა, ესმა წინამორბედისაგან, ვი-თარ იტყოდა იესუსთჳს, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“, და მისდევდა მას; და მან პოვა ძმაჲ თჳსი სიმონ და მოიყვანა იგი იესუჲსა. ხოლო აწ ესერა ამან მახარებელმან ესე თქუა, ვითარცა გესმა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ მეორე არს წოდებაჲ ესე, და ესე ცხად არს მრავალკერძო, რამეთუ ოდეს იქმნა იგი, რომელსა იოვანე იტყჳს, არღა მიცემულ იყო ნათლისმცემელი საპყრობილედ. ხოლო ესე წოდებაჲ, მათეს მიერ აღწერილი, შემდგომად იოვანეს წინამორბედისა მიცემისა იქმნა, და მუნ ანდრეა უწოდა პეტრეს, ხოლო აქა ორთავე - იესუ. და კუალად იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „მიხედნა იესუ სიმონს და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე“. ხოლო ვითარცა აქა მათე გუაუწყებს, პირველვე წოდებულ იყო პეტრე, რომელ არს კლდე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი“. და კუალად იგი წოდებაჲ სხუასა ადგილსა იყო და ესე...
...ხარ ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ“ (4,2-3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ესმა ჴმაჲ იგი ზეცით მოსრული, რომელი იტყოდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი“, და ესმა იოვანესიცა იგი მისთჳს წამებაჲ, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“, და სხუაჲ იგი მსგავსი ამისი, და მერმე იხილა იგი, ვითარ შეემშია, განცჳბრებულ იყო და ვერცა ამისი ეძლო დარწმუნებად, თუ კაცი არს ლიტონი, წამებისა მისთჳს, რომელი ასმიოდა მისთჳს ზეცით და იოვანესგან, ვერცა ამას დაამტკიცებდა, თუ ძე ღმრთისაჲ არს, რაჟამს-იგი ხედვიდა მას მშიერად. ამისთჳსცა, განკჳრვებულ რაჲ იყო მლევანისა მის საქმისათჳს, მოუჴდა მას და იჭუეულნი სიტყუანი წინაუყვნა, ვითარცა-იგი ოდესმე ადამს ჰრქუა სიტყუაჲ მოპოვნებული არაარსი, რაჲთა ცნას არსი იგი. ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან არა იცოდა ცხადად მიუწთომელი იგი განგებულებისა ქრისტეს საიდუმლოჲ და თუ ვინ არს, რომელსა ხედავს, მრავალღონეთა იწყო ბადეთა თხზვად, რომლითა ჰგონებდა დაფარულისა მის საიდუმლოჲსა ცნობად.
და ისმინეთ, ვითარი სიტყუაჲ წინაუყო: „უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ“. არა თქუა, თუ: ვინაჲთგან გშიის, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ, არამედ: „უკუეთუ ძე ხარ ღმრ...
...ელმან, რაჟამს უწოდა მას „ტარიგად ღმრთისა“ და მჴსნელად სოფლისა ცოდვათაგან, რამეთუ რომელსა ძალედვა ყოვლისა სოფლისა ბრალთა აღებაჲ, უბრალო იყო თავადი და სრულიად უცოდველ. ამისთჳსცა არა თქუა, ვითარმედ: აჰა უცოდველი, არამედ რომელ-იგი ფრიად უაღრეს იყო, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; რაჲთა გულისჴმა-ჰყო და შეიწყნარო ყოველივე ზემოთქუმული იგი და სცნა, ვითარმედ სხჳსა უმაღლესისა განგებულებისათჳს მოვიდა ნათლის-ღებად, ამისთჳს, მო-რაჲ-ვიდა, ეტყოდა მას: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებად, და შენ ჩემდა მოხუალა?“ არა თქუა, თუ: შენ ნათელ-იღებ ჩემგან, რამეთუ ამისაცა თქუმად შეძრწუნდა, არამედ: „შენ ჩემდა მოხუალო“. ხოლო ქრისტემან, ვითარცა უკუანაჲსკნელ, ოდეს-იგი პეტრე აყენებდა დაბანად ფერჴთა, ჰრქუა მას: „რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად“, ეგრეთვე აქა, აყენებდა რაჲ იოვანე, ჰრქუა მას იესუ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შეჰგავს ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“ (3,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესმა ბრძანებაჲ მეუფისაჲ და მეყსეულად მორჩილ ექმნა, რამეთუ არა იყო მაცილობელ უწესოდ, არამედ შიშიცა იგი და სიყუარული აჩუენა და მორჩილებაჲცა წინაუყო. ხოლო იხილე, ვ...
...იყოს ესე, ვიდრეღა სუფევს ჩუენ ზედა ცოდვაჲ, რაჲთა პოოს გონებაჲ მისი სურვიელი ცნობად საიდუმლოსა მას და მერმე ადვილად მიუთხრას სიტყუაჲ იგი ქრისტეს ვნებისაჲ, რაჟამს სასოებითა მოცემადისა მის ნიჭისაჲთა შიში დაბრკოლებისაჲ არა იყოს.
ამისთჳსცა კუალად ღაღადებდა: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“. არა თქუა, თუ: რომელმან მიუტევნეს, არამედ რომელი-იგი უმეტესისა სახიერებისა მომასწავებელ არს: „აღიხუნესო“. რამეთუ არა სწორ არს მიტევებაჲ და თავით თჳსით ტჳრთვაჲ, რამეთუ იგი უშრომელად იქმნების, ხოლო ესე - სახითა მით სიკუდილი საჲთა. და კუალად თქუა, ვითარმედ: „ესე არს ძე ღმრთისაჲ“; არამედ ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს იგინი, რამეთუ არღა უწყოდეს ბუნებითისა და ჭეშმარიტისა ძისა ღმრთისა გულისჴმის-ყოფაჲ, არამედ მოცემითა მით სულისაჲთა ესეცა გამოჩნდებოდა, ვითარცა-იგი ღმერთმან ჰრქუა იოვანეს: „რომელსა ზედა იხილო სული წმიდაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-სცეს სულითა წმიდითა“. ამისთჳსცა იტყოდა იგი: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. რამეთუ ერთისა მისგან მეორე იგი იცნობ...