თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი სიქადული არს კადნიერებაჲ საღმრთოჲ, უშიშობაჲ კაცთაგან, და რაჲთა ყოველივე არად შეგუერაცხოს ქრისტეს აღსარებისა თანა. და ესრეთ დიდ არს საქმე ესე, ვითარცა ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი ბრძანებს, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს წინაშე კაცთა, აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა“. ; და არა სწორ არს ნაცვალი ესე, რამეთუ შენ უკუეთუ აღიარო იგი, აღიარებ ქუეყანასა ზედა, ხოლო იგი - ცათა შინა, და შენ - წინაშე კაცთა, ხოლო იგი - წინაშე მამისა თჳსისა და ანგელოზთაცა. ხოლო ესევითარი იყო დიდი იოვანე, რამეთუ არად შეჰრაცხა ყოველივე, არამედ განცხადებულად ქრისტესა ქადაგებდა; რამეთუ მისთჳს თქუა მახარებელმან ადგილიცა, რაჲთა გამოაჩინოს დიდი იგი კადნიერებაჲ მისი, ვითარმედ არა თუ სახლსა შინა ანუ ადგილსა უჩინოსა ქადაგა, არამედ იორდანესა ზედა, ყოველსა მას შორის ერსა, რომელნი ნათელს-იღებდეს, რამეთუ მუნ ქადაგა დიდი იგი ქადაგებაჲ ქრისტესი, და ვითარმედ: „არა ვარო ღირს საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ...
სახარებაჲ იოვანესი 1:28
27. რომელი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომელი პირველ ჩემსა იყო, რომლისა არა ღირს ვარ მე, რაჲთა განვჰჴსნნე საბელნი ჴამლთა მისთანი.28. ესე ბეთაბრას იყო, წიაღ-იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე და ნათელ-სცემდა.29. ხვალისაგან იხილა იოვანე იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1