თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲღა თქუან აწ ჰურიათა? რამეთუ აჰა ესერა სა-შჯელი შეუნდობელი განუმზადეს თჳთ მათ თავთა თჳსთა ზედა, რამე-თუ სარწმუნოდ შეჰრაცხეს იოვანე და ესრეთ ჭეშმარიტად, რომელ არა თუმცა სხუასა წამებდა, არამედ თავისაცა თჳსისათჳს რაჲთამცა ეთქუა, ჰრწმენა; რამეთუ თავისა თჳსისათჳს მათი გურწამს, რომელნი ფრიად ჭეშმარიტისა მეტყუელად გუაქუნდენ. და ვინაჲთგან ესრეთ სარწმუნოდ აქუნდა იოვანე, რაჲსათჳს არა ჰრწმენა წამებაჲ მისი, რომელი წამა მან ქრისტესთჳს? და მიავლინნეს მისა კაცნი ესე რაჲ წარჩინებულნი, მღდელნი და ლევიტელნი, და მან აღიარა წინაშე ყოველთა, ვითარმედ: არა ვარ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაჲსწარმეტყუელი იგი, და გამოაჩინა უზეშთაესობა ქრისტესი, და ვითარმედ: ჩემი ნათლის-ცემაჲ მცირე არს, ხოლო მისი იგი - დიდ და მაღალ, და შემოიყვანა შორის ესაიაჲს წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რომელი-იგი უფლით ხადის მას და იოვანეს - მსახურად. და ამას ყოველსა ზედა არა ჯერ-იყოა რწმუნებაჲ და თაყუანის-ცემაჲ წამებულისაჲ მის და ღმრთად აღსაარებაჲ მისი? „ხოლო შორის თქუენსა მდგომარე არსო, რომელი თქუენ არა უწყით“. რამეთუ ვითარცა ჩანს, თჳთ უფალი შორის ერსა მას აღრეულ იყო, ვითარცა...
სახარებაჲ იოვანესი 1:27
...მოვლინებულ ვარ მის წინაშე“ (3,27-28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ ჩემი წამებაჲ გრწამს, რამეთუ იტყჳთ, ვითარმედ: „რომლისათჳს შენ სწამე“, ამის მიერ შეიწყნარეთ და გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ფრიად უზეშთაეს არს იგი ჩემსა; რამეთუ მე ესევე ვწამე, ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“, ; ; ; და კუალად წამებაჲ იგი არა ჩემი იყო, არამედ ღმრთისაჲ. რამეთუ კაცსა რაჲმცა აქუნდა თავით თჳსით კეთილი? არამედ ღმრთისა მიერ. და წამებაჲცა იგი უკუე ღმრთისა მიერ იყო, რამეთუ უკუეთუ სარწმუნოდ გიჩნ, მე ესეცა ვწამე, ვითარმედ: „მოვლინებულ ვარ წინაშე მისა“, და მსახური ვარ, აღმასრულებელი სიტყუასა მომავლინებელისა ჩემისასა. არა თუ კაცობრივითა რაჲთმე საქმითა მივანიჭებ მას, არამედ მამისა მისისა მოვლინებითა ვიტყჳ ყოველსა, რომელი ბრძანებულ არს ჩემდა. და ნუ ჰგონებთ, თუ რომელ ვეწამე მას, ამისთჳს მე უმეტეს მისა ვარ, რამეთუ იგი არს უფალ ყოვლისავე. ამისთჳს შესძინა და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა აქუს სძალი, იგი სიძჱ არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძი...
...მრავალთა ისმინეს მისი ფრიადისა მისგან უდბებისა მათისა, ამისთჳს მეორედცა განაღჳძებს მათ ჴმითა თჳსითა; რამეთუ იხილე, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, პირველ ჩემსა იყო“; და ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“; და ვითარმედ: „იგი ნათელს-სცემს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; და ვითარმედ: „ვიხილე სული წმიდაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა“; და წამა, ვითარმედ: „ესე არს ძჱ ღმრთისაჲ“. და არავინ ისმინა მისი, არცა ვინ ჰკითხა, თუ: ვისთჳს იტყჳ ამას? ხოლო მან კუალად თქუა, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“, და ესრეთცა არა მოვიდეს გულისხმის-ყოფად. ამისთჳს აიძულა კუალად თქუმად მათვე სიტყუათა, რაჲთა სიტყჳთა თჳსითა, ვითარცა საჴნველითა, ფიცხელი იგი ქუეყანაჲ გონებათა მათთაჲ მოჴნას, და დასთესა მას შინა თესლი კეთილი. ამის-თჳსცა განაგრძობს სიტყუასა თჳსსა, რამეთუ ერთი იყო მოსწრაფებაჲ მისი - რაჲთამცა ოდენ ქრისტე გულისხმა-უყო მ...
...სიტყუასა? ფრიად შუენიერი. რამეთუ უკუეთუმცა თქუეს, თუ: ზეცით იყო, მიუგომცა: „და რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?“ რამეთუ უკუეთუმცა ერწმუნა ამათ სიტყუათა, არამცა ეტყოდეს უფალსა, ვინაჲთგან იოვანეს ეთქუა პირველვე, ვითარმედ: „არა ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა“; ; და ვი-თარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“; და ვითარმედ: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. და კუალად თქუა: „ზეგარდამომავალი ყოველთა ზედა არს“; და ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა მისთა არს, და განწმინდოს კალოჲ თჳსი“; და „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი წამა და ქადაგა წინამორბედმან. უკუეთუმცა ჰრწმენა მისი ჰურიათა, არარაჲ იყო დამაყენებელ ცნობად, თუ რომლითა ჴელმწიფებითა იქმოდა უფალი საქმეთა თჳსთა.
ხოლო ვინაჲთგან არა ინებეს ჭეშმარიტისა სიტყჳსა მიგებაჲ, რამეთუ შორს იყვნეს ჭეშმარიტები...
...თუ ნათლის-ღებაჲცა თავს-იდვა და სხუათა თანა მოსლვაჲ მონისა მიმართ? რამეთუ განსაკჳრვებელი ესე იყო, რომელ თავსა იდვა ღმერთმან განკაცებაჲ, ხოლო ვინაჲთგან ესე იქმნა, სხუაჲ ყოველივე წესისაებრ თჳსისა აღესრულა. ამისთჳსცა იოვანე წინაჲთვე თქუა, რაჲ-იგი თქუა, ვითარმედ: „არა ღირს ვარო საბელსა ჴამლთა მისთასა გან-ჴსნად“, და ვითარმედ იგი არს მსაჯული ყოველთაჲ და განმრჩეველი ბოროტთაჲ და კეთილთაჲ და მიმგებელი კაცად-კაცადისა საქმეთა მისთაებრ და მიმცემელი მადლსა მას სულისა წმიდისასა, რაჲთა ოდეს იხილო იგი მომავალი ნათლის-ღებად, არარაჲ მოგიჴდეს გულისსიტყუაჲ მდაბალი და არაღირსი საქმისა მის. ამისთჳსცა, მო-რაჲ-ვიდა ნათლის-ღებად, აყენებდა მას, ვითარცა წერილ არს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?“ (3,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან ნათლის-ღებაჲ სინანულისა სასწაული იყო და აღსარებად ცოდვათა მოიყვანებდა, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ იგიცა მითვე გულისსიტყჳთა მოვალს, ვითარცა სხუანი, პირველვე განჰმარტა იჭჳ ესე ნათლისმცემელმან, რაჟამს უწოდა მას „ტარიგად ღმრთისა“ და მჴსნელად სოფლისა ცოდვათაგან, რამეთუ რომელსა ძალედვა ყოვლისა სოფლისა ბრალთა აღებაჲ, უბრალო იყო თავადი და სრულიად უცოდ...