მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:26

25. ჰკითხეს მას და ჰრქუეს: და რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ შენ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი?26. მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: მე ნათელ-ვსცემ წყლითა, ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი თქუენ არა იცით,27. რომელი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომელი პირველ ჩემსა იყო, რომლისა არა ღირს ვარ მე, რაჲთა განვჰჴსნნე საბელნი ჴამლთა მისთანი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
26. მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: მე ნათელ-ვსცემ წყლითა, ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი თქუენ არა იცით,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...ა რაჟამს ნათელსცემდა, ყოველთა ეტყოდა, ვითარმედ: „მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერესი ჩემსა, მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“, ; ; ; ხოლო მათ ვითარცა უყუარდა მარადის კაცობრივი და ამაოჲ საქმე, არა ენება ესე, რაჲთა ქრისტესა დაემორჩილნენ, არამედ უფროჲსად იოვანე აქუნდა დიდად, ხოლო ქრისტესთჳს იტყოდეს, ვი-თარმედ: „ძჱ არს ხუროჲსაჲ“, ; და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“, რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი სტევისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ. ; და ამას ყოვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

...ვითარმედ: ეტყოდა მომავალთა მისა: „მე ნათელგცემ წყლითა, ხოლო შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“. ; ; ; ხოლო ამისთჳს უწინარეს მოსლვისა ქმნა ესე, რაჲთა რაჟამს მოვიდეს, ადვილად ჰრწმენეს მისი, ვინაჲთგან პირველვე განმზადებულ იყოს გონებაჲ მათი, რამეთუ უკუეთუმცა ყოლადვე არა ასმიოდა უფლისათჳს, და მეყსა შინა იხილესმცა და მაშინღა ესმოდამცა მისთჳს, არა ირწმუნებდეს უნდოებისა მისთჳს სახისა მისისა და სიმდაბლისა მისთჳს ფრიადისა, რამეთუ ესევითარი სიმდაბლე აქუნდა ქრისტესა, რომელ სამარიტელნი და მეზუერენი და მეძავნი კადნიერებით მიეახლებოდეს მას. და ვითარცა ვთქუ, უკუეთუმცა მაშინ ოდენ იტყოდა მისთჳს იოვანე, ოდეს მოვიდა, არამცა ჰრწმენა მისი.

ხოლო ვინაჲთგან წინაჲთვე განჰმზადნა გონებანი მათნი წინამორბედმან, რაჲთამცა მო-რაჲ-ვიდა, ჰრწმენა მისი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“? ესე იგი არს, ვითარმედ ბრწყინვალე იყო და პატიოსან. და ნუ ჰგონებთო, ვინაჲთგან მე პირველ მოვედ ქადაგებად, უზეშთაესმცა ვიყავ, რამეთუ ფრიად უდარეს ვარ მე, და ესეო...

სრულად ნახვა