მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:25

24. და მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი.25. ჰკითხეს მას და ჰრქუეს: და რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ შენ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი?26. მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: მე ნათელ-ვსცემ წყლითა, ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი თქუენ არა იცით,
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
25. ჰკითხეს მას და ჰრქუეს: და რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ შენ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).:

...მითაცა სიტყჳთა გამოაჩინა ღმრთისმეტყუელმან, რამეთუ თქუა რაჲ ნათლისმცემელმან, ვითარმედ: „არა ვარ მე ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი“, ჰრქუეს მას ბრალობით: „და რაჲსათჳს ნათელ-ჰსცემ შენ, უკუეთუ არა ხარ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი?“ და რაჲთა სცნა, ვითარმედ სხჳთა გონებითა მივიდეს ფარისეველნი და სხჳთა - ერი იგი, ესეცა მოასწავა მახარებელმან, რამეთუ ერისა მისთჳს თქუა, ვითარმედ: „განვიდოდეს მისა და ნათელსაცა იღებდეს და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა“, ხოლო ფარისეველთათჳს არა ესრეთ, ვითარმედ იტყჳს: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ ეჰა სიბრძნე მისი და ჭეშმარიტებაჲ, ვითარ თუალუხუავად ამხილა კაცთა მათ მოსისხლეთა, დამთხეველთა სისხლისა წინაწარმეტყუელთაჲსა, უბოროტესთა გუელთა და იქედნეთასა, ვითარ კადნიერებით შეურაცხ-ყვნა იგინიცა და მშობელნი მათნი.

თქუან უკუე ვიეთმე, ვითარმედ: კადნიერებაჲ მისი და თუალუხუავად მხილებაჲ დიდ არს, გარნა რაჲსათჳს ესრე...

სრულად ნახვა