მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:24

23. და თქუა: მე – ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან.24. და მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი.25. ჰკითხეს მას და ჰრქუეს: და რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ შენ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი?
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
24. და მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).:

...დაადგრეს; ვითარცა-იგი ღმრთისმეტყუელი იოვანე გამოაჩინებს უკეთურებასა მათსა, ვითარმედ: „მიავლინეს ჰურიათა კითხვად მისა, ვითარმედ: ვინ ხარ შენ? ელია ხარა შენ ანუ ქრისტე ხარა?“ ამისთჳსცა თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი“. ხოლო ერსა მას არა ეგრეთვე ეგონაა? ჰე, ერსაცა ეგრეთ აქუნდა, გარნა ერსა მას აქუნდა გულისსიტყუაჲ იგი გონებითა მარტივითა, ხოლო ფარისეველნი ზაკუვით ჰკითხვიდეს, რამეთუ ვინაჲთგან საცნაურ იყო, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით მომავალ იყო ქრისტე, ხოლო იგი ტომისაგან ლევიტელთაჲსა იყო, მახესა დაურწყვიდეს მას უკეთურნი იგი, რაჲთა უკუეთუ ესევითარი რაჲმე თქუას, ჴელნი დაასხნენ მას. და ესევითარი იგი ზაკულებაჲ მათი შემდგომითაცა სიტყჳთა გამოაჩინა ღმრთისმეტყუელმან, რამეთუ თქუა რაჲ ნათლისმცემელმან, ვითარმედ: „არა ვარ მე ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი“, ჰრქუეს მას ბრალობით: „და რაჲსათჳს ნათელ-ჰსცემ შენ, უკუეთუ არა ხარ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი?“ და რაჲთა სცნა, ვითარმედ სხჳთა გონებითა მივიდეს ფარისეველნი და სხ...

სრულად ნახვა