მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:23

22. და ჰრქუეს: გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა, რასა იტყჳ შენთჳს?23. და თქუა: მე – ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან.24. და მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
23. და თქუა: მე – ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...და რაჟამს იორდანეს მოვიდა, ყოველნი მისა მივიდოდეს, და ესრეთ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ უმეცარ იყვნეს, თუ ვინ არს, არამედ მისთჳს ჰკითხვიდეს, თუ რომელ პირველ ვთქუ.

ისმინე უკუე ნეტარისა იოვანესი, ვითარ მიუგო გონებისაებრ მა-თისა და არა სიტყჳსა. რამეთუ არა თქუა მეყსეულად, თუ: „მე - ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა“, ; ; ; ; არამედ იჭჳ იგი მათი განაქარვა პირველ, რამეთუ ჰკითხეს რაჲ, ვითარმედ: „ვინ ხარ?“ „აღიარა და არა უარ-ყო; და აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე“ (1,20). ხოლო მათ სხუასა სიტყუასა იწყეს კითხვად, ვითარმედ: „ელია ხარა? და მან თქუა, ვითარმედ: არა ვარ“ (1,21), რამეთუ ელიაჲსსაცა მოელოდეს მოსლვასა, ვითარცა სხუასა ადგილსა წერილ არს. ; (17,10); და კუალად ჰკითხეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა? და ჰრქუა მათ: არა ვარ“ (1,21), და იგი წინაჲსწარმეტყუელი იყო. რად უკუე უარ-ყო? გარნა რამეთუ გონებათა მათთა ხედვიდა, ხოლო მათ ასმიოდა მოსესგან, ვ...

სრულად ნახვა