...სთჳსცა და ელიაჲსთჳს ყოველთა შორის. ამისთჳს სამარიტელიცა იგი მეცნიერ იყო სიტყუასა ამას და იტყოდა: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მიმითხრას ჩუენ ყოველი“. და კუალად ჰურიანი ეტყოდეს იოვანეს: „ელია ხარა შენ ანუ წინაჲსწარმეტყუელი იგი?“ უწყებულ იყო უკუე სიტყუაჲ ესე ქრისტეს მოსლვისაჲ და ელიაჲსთჳსცა, ვითარცა ვთქუ, გარნა არა ჯეროვნად გამოი-თარგმანებოდა მწიგნობართა მათ მიერ. რამეთუ წერილნი ორთა მოსლვა-თა იტყჳან ქრისტესთა: ამას, აწ აღსრულებულსა, და მეორესა მას დიდებით მოსლვასა, ვითარცა-იგი პავლე მოციქული ქადაგებს და იტყჳს: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულისთქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთისმსახურებით ვცხონდებოდით“. აჰა ესერა ესე სიტყუანი პირველისა ამის ქრისტეს მოსლვისათჳს წარმოთქუნა. ისმინე, ვითარ მეორესა მასცა მოასწავებს; რამეთუ ზემოწერილნი რაჲ სიტყუანი წარმოთქუნა, მეყსეულად შესძინა და თქუა: „რაჲთა მოველოდითო ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებით დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“....
სახარებაჲ იოვანესი 1:21
20. და აღიარა და არა უვარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე.21. და მათ ჰკითხეს მას: და უკუე ვინ ხარ შენ? ელია ხარა? და მან თქუა: არა ვარ; წინაწარმეტყუელნი იგი ხარა შენ? და მიუგო: არა.22. და ჰრქუეს: გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა, რასა იტყჳ შენთჳს?
სახარებაჲ იოვანესი თავი 1