მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:20

19. და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს მისა ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?20. და აღიარა და არა უვარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე.21. და მათ ჰკითხეს მას: და უკუე ვინ ხარ შენ? ელია ხარა? და მან თქუა: არა ვარ; წინაწარმეტყუელნი იგი ხარა შენ? და მიუგო: არა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
20. და აღიარა და არა უვარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს შური, საყუარელნო, ბოროტ არს მოშურნეთათჳს და არა რომელთა ეშურებოდიან. და პირველად მათ ავნებს, ვითარცა გესლი სასიკუდინე, სულთა შორის მათთა დამკჳდრებული, და უკუეთუ სადა რომელთა მიმართ იყოს შური, მათცა ავნოს მცირე ვნებაჲ და არარაჲ, და უმეტესი არნ სარგებელი სავნებელისაჲ. ხოლო ესე ყოველი ვთქუ შურისა მისთჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ რომელნი-იგი განვიდეს ქალაქთაგან იოვანეს მიმართ და ნათელ-იღეს, იგინივე შემდგომად ნათლის-ღებისა, ვითარმცა შეენანა საქმჱ იგი, მიავლენენ იოვანეს მიმართ და ჰკითხვენ, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ?“ ჭეშმარიტად ნაშობნო იქედნეთანო, ნათესავო ბოროტო და მემრუშეო, ნათლის-ღებისა შემდგომად ჰკითხავთა და იწულილავთ? რამეთუ ვითარ განხჳდოდეთ მისა? და ვი-თარ აღუარებდით ცოდვათა? ვითარ ნათელ-იღებდით? ვითარ ჰკითხევდით, თუ რასა ვიქმოდითო, ვინაჲთგან არა უწყოდეთ, თუ ვინ არს? რამეთუ ყოველივე იგი თქუენი საქმე პირუტყუებრი იყო. არამედ ნეტარმან იოვანე ამისგანი არარაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).:

...ტომისაგან ლევიტელთაჲსა იყო, მახესა დაურწყვიდეს მას უკეთურნი იგი, რაჲთა უკუეთუ ესევითარი რაჲმე თქუას, ჴელნი დაასხნენ მას. და ესევითარი იგი ზაკულებაჲ მათი შემდგომითაცა სიტყჳთა გამოაჩინა ღმრთისმეტყუელმან, რამეთუ თქუა რაჲ ნათლისმცემელმან, ვითარმედ: „არა ვარ მე ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი“, ჰრქუეს მას ბრალობით: „და რაჲსათჳს ნათელ-ჰსცემ შენ, უკუეთუ არა ხარ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი?“ და რაჲთა სცნა, ვითარმედ სხჳთა გონებითა მივიდეს ფარისეველნი და სხჳთა - ერი იგი, ესეცა მოასწავა მახარებელმან, რამეთუ ერისა მისთჳს თქუა, ვითარმედ: „განვიდოდეს მისა და ნათელსაცა იღებდეს და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა“, ხოლო ფარისეველთათჳს არა ესრეთ, ვითარმედ იტყჳს: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ ეჰა სიბრძნე მისი და ჭეშმარიტებაჲ, ვითარ თუალუხუავად ამხილა კაცთა მათ მოსისხლეთა, დამთხეველთა სისხლისა წინაწარმეტყუელთაჲსა, უბოროტესთა გუელთა და იქედნეთასა...

სრულად ნახვა