მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:19

18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.19. და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს მისა ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?20. და აღიარა და არა უვარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
19. და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს მისა ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მიავლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტი“ (5,33).:

...ო იოვანესა“, რაჲთა ვერ თქუან მათ, ვითარმედ: და რაჲ არს, უკუეთუ მან შენისა მომადლებისათჳს წამა? და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თქუენ მიავლინეთო“, და უკუეთუმცა არა გყვა იგი კაცად ფრიად სარწმუნოდ, არამცა მიგევლინა მისა. და რამეთუ არა ქრისტესთჳს ჰკითხვიდეს, არამედ თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „შენ ვინ ხარო?“ ; (8,25) რომელ-ესე უმეტესისა სარწმუნოებისა სასწაული არს; რამეთუ რომლისასა თავისა თჳსისათჳს წამებასა შევიწყნარებდეთ, არამცა უფროჲსად, უკუეთუ სხჳსათჳს წამოს, შევიწყნაროთა? და მივლინებულნი იგი არა თუ შეურაცხნი ვინმე იყვნეს, არამედ მღდელნი და ფარისეველნი. და ესე ყოველი მოასწავა სიტყჳთა მით, რომელი თქუა, ვითარმედ: „მიავლინეთ იოვანესა, და მან წამა ჭეშმარიტი“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო“ (5,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს შემოიღო იოვანეს წამებაჲ? რამეთუ იგიცა არავე კაცობრივი იყო. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა“. და იოვანესიცა სამე წამებაჲ ღმრთისაჲ იყო, რამეთუ მის მიერ ესწავა და იტყოდა, არამედ მათ ესე არა იცოდეს, გარნა ვითარცა თავით თჳსით მეტყუელად აქუნდა იოვანე. და რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ვი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იხილნა ფარისეველნი იგი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მომავალისა მისგან რისხვისა?“ (3,7).:

...ამის უკუე ყოვლისაგან საცნაურ არს, ვითარმედ მივიდეს მისა და ნა-თელ-იღეს, გარნა სარწმუნოებასა მას ზედა ქადაგებისა მისისასა არა დაადგრეს; ვითარცა-იგი ღმრთისმეტყუელი იოვანე გამოაჩინებს უკეთურებასა მათსა, ვითარმედ: „მიავლინეს ჰურიათა კითხვად მისა, ვითარმედ: ვინ ხარ შენ? ელია ხარა შენ ანუ ქრისტე ხარა?“ ამისთჳსცა თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი“. ხოლო ერსა მას არა ეგრეთვე ეგონაა? ჰე, ერსაცა ეგრეთ აქუნდა, გარნა ერსა მას აქუნდა გულისსიტყუაჲ იგი გონებითა მარტივითა, ხოლო ფარისეველნი ზაკუვით ჰკითხვიდეს, რამეთუ ვინაჲთგან საცნაურ იყო, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით მომავალ იყო ქრისტე, ხოლო იგი ტომისაგან ლევიტელთაჲსა იყო, მახესა დაურწყვიდეს მას უკეთურნი იგი, რაჲთა უკუეთუ ესევითარი რაჲმე თქუას, ჴელნი დაასხნენ მას. და ესევითარი იგი ზაკულებაჲ მათი შემდგომითაცა სიტყჳთა გამოაჩინა ღმრთისმეტყუელმან, რამეთუ თქუა რაჲ ნათლისმცემელმან, ვითარმედ: „არა ვარ მე ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი“, ჰრქუეს მას ბრალობით: „და რაჲსათჳს ნათელ-ჰსცემ შენ, უკუეთუ არა ხარ ქრისტე, არცა ელია, არცა წინ...

სრულად ნახვა