მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:16

15. იოვანე წამა მისთჳს, ღაღატ-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს.16. და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ.17. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
16. და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოლოსიტყუაჲ:

...ან იყო უშობელისა თანა მშობელისა და აღსასრულსა საუკუნეთასა კაცთა მსგავსებასა მოდგამ იქმნა, რაჲთა ვიხილოთ ჩუენ დიდებაჲ მისი, „დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა“, და სავსებისაგან ღმრთეებისა მისისა მოვიღოთ მადლი მადლისა წილ, რომელ არს შჯული შჯულისა წილ.

რამეთუ შეცვალა მან სახჱ იგი წესთა მათ პირველთაჲ და გამოაბრწყინვა სინათლჱ, ჭეშმარიტებაჲ მახლობელთა მიმართ და შორიელთა, რომელ არიან ერნი ზეცისანი და ქუეყანისანი, რომელნი ერთ სამწყსო ყვნა მიზეზითა კაცთმოყუარებისაჲთა, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „იყვნენ იგინი ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“, რამეთუ შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა და ზოგად აუწყა მრავალსახჱ იგი მიუწდომელობაჲ განგებულებისა თჳსისაჲ, რამეთუ რომელმან ჟამთა ბუნებისა საზღვარი განაწესა, ჟამთა რიცხუსა მორჩილ იპოვა ბუნებითა მით, რამეთუ ჩუენგან მიიღო და ტაძარსა მას ჴორცთა ბუნებისასა დაფარა სავსებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ, რომლისა შუენიერებამან დაფარნა ცანი.

რამეთუ შანთი იგი აუგებელი შეეზავა აგებულებასა ნივთიერსა ბრძმეთსა მას შინა სიწმიდისასა, რომელ არს უბიწოჲ მშობელი მისი, რომელსა შორის საიდუმლოდ დამკჳდრებითა თჳს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).:

...ო ამისთჳს, რაჲთამცა დაირწმუნეს; და უკუანაჲსკნელ უკუე თჳთ მოუვლენს მას, რაჟამს ეტყოდის, ვითარმედ: „მიიღეთ სული წმიდაჲ“, ხოლო აქა თქუა, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“, რაჲთა სარწმუნო-ყოს სიტყუაჲ თჳსი. რამეთუ იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ყოველთა მოვიღეთ“, ხოლო აქუნდა სხჳსა მიერ, რაჲთამცა მოიღო; და კუალად იტყოდა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა და ცეცხლითა“. ; ; ანუ რაჲმცა აქუნდა უმეტესი მოციქულთასა, უკუეთუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“, და იგინი ღმერთსა ჰმსახურებდეს, არამედ მან თჳსსა საქმესა მიიყვანნა, არა თუ, რამეთუ სხუაჲ არს მისი და სხუაჲ არს მამისა საქმჱ, არამედ რაჲთამცა ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა....

სრულად ნახვა