მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:15

14. და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.15. იოვანე წამა მისთჳს, ღაღატ-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს.16. და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
15. იოვანე წამა მისთჳს, ღაღატ-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს ვთქუ: რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უწინარეს ჩემსა იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე ამაოდ ვშურებითა, ნუუკუე ქვათა ზედა ვსთესავთა, ანუ გზასა ზედა, ანუ ეკალთა შინა? რამეთუ მეშინის ფრიად, ნუუკუე უჴმარ იქმნეს და უნაყოფო მუშაკობაჲ ჩუენი. და ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ მე რაჲ მევნების უნაყოფოებისა მისგან, არამედ თქუენისა სიყუარულისათჳს, რამეთუ არა ესრეთ არს ჩუენი სამუშაკოჲ, ვითარ-იგი ქუეყანისა მუშაკთაჲ, რომელ უკუეთუ არა გამოიღონ ნაყოფი თესლთა მათთა, არა აქუს, სადაჲთმცა გამოიზარდნეს. ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვართ, არამედ გინა თუ ნაყოფიერ იყოს ქუეყანაჲ, გინა თუ უნაყოფო, ჩუენ ვინაჲთგან დავსთესოთ, სასყიდელსა შრომისასა მოვიღებთ უფლისა მიერ, რამეთუ „თითოეულმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისა შრომისაებრ“, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შენ, ძეო კაცისაო, ეწამე ერსა ამას, უკუეთუ ისმინონ და უკუეთუ გულისხმა-ყონ“. გარნა დაღაცათუ ესრეთ არს, დაშრომაჲ ჩუენი არა უსასყიდლო არს. არამედ ჩუენ რაჟამს ვიხილოთ, ვითარმედ საქმე თქუენი არა წარემართების, სულთ-ვითქუამთ, ვითარცა იგინივე მუშაკნი, რამეთუ ესე არს მოწყალებაჲ მოძღურისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. და ესმა მისი ორთა მოწაფეთა მისთა, იტყოდა რაჲ იგი, და შეუდგეს იესუს“ (1,35-37).:

...უნოებით შეიწყნარო. რამეთუ მას ენება, რაჲთამცა ერთითა მით ოდენ თქუმითა ყოველთამცა ესმა, არამედ ვინაჲთგან არა მრავალთა ისმინეს მისი ფრიადისა მისგან უდბებისა მათისა, ამისთჳს მეორედცა განაღჳძებს მათ ჴმითა თჳსითა; რამეთუ იხილე, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, პირველ ჩემსა იყო“; და ვითარმედ: „არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“; და ვითარმედ: „იგი ნათელს-სცემს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; და ვითარმედ: „ვიხილე სული წმიდაჲ გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა“; და წამა, ვითარმედ: „ესე არს ძჱ ღმრთისაჲ“. და არავინ ისმინა მისი, არცა ვინ ჰკითხა, თუ: ვისთჳს იტყჳ ამას? ხოლო მან კუალად თქუა, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“, და ესრეთცა არა მოვიდეს გულისხმის-ყოფად. ამისთჳს აიძულა კუალად თქუმად მათვე სიტყუათა, რაჲთა სიტყჳთა თჳსითა, ვითარცა საჴნველითა, ფიცხელი იგი ქუეყანაჲ გონებათა მათთაჲ მოჴნას, და დასთესა მას შინა თესლი კეთილი....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ“ (1,16).:

...ე: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ“ (1,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ ვიტყოდეთ, ვითარმედ იოვანეს ენება დაჴსნად ძიებაჲ მათი, რომელთა ეგულებოდა ძიებად, თუ ვითარ, რომელ უფალი უკუანაჲს მოვიდა ქადაგებად, და უპირატეს და უბრწყინვალეს მისა იქმნა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“, და ერთი ესე არს მიზეზი, ხოლო თქუა მეორეცა მიზეზი, რომელსა აწ ესე იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და თქუას ვინმე უკუე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველ-თა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ“? და ჩუენ პირველისა მის სიტყჳსა მოვიდეთ. რამეთუ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ნიჭითა აქუს მადლი იგი თჳსი, არამედ თჳთ წყაროჲ არს და თჳთ ძირი ყოველთა კეთილთაჲ, თჳთ ცხორებაჲ, თჳთ ნათელი, თჳთ ჭეშმარიტებაჲ, და არა თჳთ თავსა შინა ოდენ თჳსსა შეუწყუდევიეს კეთილთა სიმრავლე, არამედ სხუა-თა მიმართცა განჰფენს მას და განაძღებს ყოველთავე. და ვინაჲთგან ყოველნივე აღავსნეს, მერმე იგი სავსებითვე ჰგიეს, და არარაჲ მოაკლდების სიმრავლისა მისგან მადლთა...

სრულად ნახვა