...შაბათსა იმარხვენ და შჯულსა ძუელსა, და არა იციან, რასა იქმან. და ამისთჳს ეტყოდა: „ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუს, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ“, ესე იგი არს, ჩემნი ძენი; ვითარცა პირველ იტყოდა მახარებელი, ვითარმედ: „არა ნებითა ჴორცთაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს“, ესე იგი არს, ვითარმედ მამისაგანცა. აქა თჳთ იტყჳს შობად მათა, რაჲთა სცნა, ვი-თარმედ ერთი ძალი არს მამისა და ძისაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს დაიმალა აწ, ვინაჲთგან არცა ქვები აღიღეს, არცა სიტყუაჲ ბოროტი ჰრქუეს? გარნა იგი მხედველი იყო გულთაჲ და ჰხედვიდა, ვითარმედ აღგზნებულ იყო გულისწყრომაჲ მათი, და წარვიდა, რაჲთამცა ნუგეშინის-სცა შურსა მათსა. და იხილე, ვითარ მოასწავა ესე მახარებელმან, რამეთუ მეყსეულად იტყჳს, ვითარმედ: „ესეზომი სასწაული ქმნა იესუ წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისი“ (12,37). რომელნი ესეზომნი? რაოდენნი მახარებელსა არა დაუწერიან, რამეთუ ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ უმრავლესნი იგი სასწაულნი მისნი არა დაუწერიან. ; (21,25) ხოლო ქრისტე განეშორა და კუალად მოვიდა რაჲ, ეტყოდა, ვითარ...