...ქმნა“, და ვითარმედ: „ცხორებაჲ იყო“, და: „თჳსთა თანა მოვიდა“; და არა თქუა, თუ: მიიღო ჴელმწიფებაჲ, არამედ უფროჲსად იტყჳს, ვითარმედ: „მისცა ჴელმწიფებაჲ სხუათა შვილ ღმრთისა ყოფად“. და პავლე ეგრეთვე იტყჳს, ვითარმედ: „სწორ ღმრთისა“, ხოლო თავადი კაცობრივ ითხოვს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მიეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტჱ“ (17,2-3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ თქუა სხუათა მათ ღმერთთა წარმართთათჳს, რომელნი არა ღმერთ არიან, არამედ ეშმაკ, რამეთუ ეგულებოდა მათ წარმართთა მიმართ მათი წარვლენაჲ. ხოლო შენ რასა იტყჳ, მწვალებელო ბოროტო, ვითარმედ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არსა? ჵ დაბნელებულო! ესე სიტყუაჲ კერპთათჳს თქუა წინააღმდგომად მათა, ვითარმედ: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“, და არა თუ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს, რამეთუ ძჱ თჳთ ჭეშმარიტება არს, და ვითარმცა არა ღმერთი იყო ჭეშმარიტი? რამეთუ ფრიად უზეშთაეს არს თქუმაჲ, ვითარმედ: თჳთ ჭეშმარიტება არს,...