...ებული ესე სწავლისმოყუარე და კეთილად დამმარხველი სწავლისა მის.
ხოლო მოვედით აწ, და დავდვათ საუნჯეთა შინა სულთა თქუენთასა ვეცხლი იგი საღმრთოჲ და გამოვიძინეთ დღეს აღმოკითხულნი ესე სიტყუანი, ვითარცა მადლმან სულისა წმიდისამან მოგუცეს. რამეთუ თქუა მახარებელმან პირველთა მათთჳს ჟამთა, ვითარმედ: „სოფელმან იგი ვერ იცნა“, და მერმე მოვიდა სიტყჳთა თჳსითა ჟამთა მათ თანა ქადაგებისათა და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳსად ამას ადგილსა ჰურიათა იტყჳს, ვითარცა ერსა რჩეულსა, და კუალად ყოველთაცა კაცთა იტყჳს, ვითარცა მის მიერ დაბადებულთა. და ვითარცა ზემო განკჳრვებით იტყოდა, ვითარმედ: სოფელი იგი რომელი მის მიერ იქმნა, ვერ იცნა მან დამბადებელი, ეგრეთვე აქა ჰურიათაცა და სხუათა მათ მრავალთა უგულისხმოებასა ზედა იტყოდა განკჳრვებული, ვითარმედ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“. და არა ესე ოდენ, არამედ ყოველთაცა წინაჲსწარმეტყუელთა უკჳრდა ამის საქმისათჳს და იტყოდეს ესრეთვე, და კუალად პავლეცა მოციქული ამასვე იტყჳს განკჳრვებით. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ერი, რომელი არა ვიცოდე, მემონა, მორჩილებითა ყურისაჲთა ისმინა ჩემი; შვილნი უცხო-თანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთე...